რა უნდა გაკეთდეს საქართველოში ინვესტორების მოსაზიდად: აშშ-ის ფედერალური მთავრობის რჩევები

© AP Photo / J. Scott Applewhiteაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
სასამართლო რეფორმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემო შეიქმნას, განაცხადა დიპლომატმა.

თბილისი, 7 ივნისი  – Sputnik. რეფორმების გაგრძელება და მუშაობა მათზე, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც დაეხმარება საქართველოს გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტორებისთვის, განაცხადა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი თბილისს ორშაბათს, 7 ივნისს ესტუმრა. ის უკვე შეხვდა ადგილობრივ არასამთავრობო და მედიადამცველ ორგანიზაციებს, ასევე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს რეფორმა იწყება: რა იცვლება

რიკერის თქმით, აშშ აფასებს საქართველოს მისწრაფებას, გააქტიუროს ურთიერთობები ამ მიმართულებით.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, რომ გაააქტიუროს ურთიერთობები ამ მიმართულებით. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება, მათ შორის კიდევ ერთხელ 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს, რა თქმა უნდა, კანონის უზენაესობა“, - განუცხადა რიკერმა ჟურნალისტებს.

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის საკითხი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივას წარმოადგენს, მაგრამ რიკერმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ამ პროცესში გამჭვირვალე ბიზნეს-გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რათა ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს განცდა და გარანტია, რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი, პოლიტიკური თუ რაიმე სხვა გარე ჩარევებისაგან“, – განაცხადა ფილიპ რიკერმა.

თბილისის გარდა, რიკერი ასევე ერევანსა და ბაქოს ესტუმრება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
ნაცმოძრაობამ უარი თქვა მიშელის შეთანხმების ხელმოწერაზე - შუამავლები უკმაყოფილონი არიან

ბოლო დროს საქართველომ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრ ქვეყნებთან, თურქეთთან, ჰონგ-კონგთან და ჩინეთთან. საქართველომ ჯერ კიდევ Brexit-ის ამოქმედებამდე დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და ამავეს ელოდება ბრიტანული მხარისგან.

მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მალე დაიწყება ინდოეთთანაც. შეთანხმების ტექსტი უკვე მზადაა, ასევე შექმნილია მოლაპარაკებების ჯგუფები ორივე მხრიდან, რომლებიც ამჟამად მოლაპარაკებების პირველი რაუნდის ჩატარების თარიღის დათქმას ელოდებიან. გარდა ამისა, აქტიურად განიხილება მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შესაძლებლობა იაპონიასთან, შეერთებულ შტატებთან და სამხრეთ კორეასთან.

ყველა ახალი ამბავი
0