შეთქმულება? – გახარია კობახიძის ბრალდებებზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

© Sputnik / Alex Shlamovპარტია „საქართველოსთვის“
პარტია „საქართველოსთვის“ - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
პარტიამ „საქართველოსთვის“ ოფიციალურად მოითხოვა გამოძიების დაწყება არა მხოლოდ მისი ლიდერის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებზე, არამედ თავად ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, რომელიც ოთხი თვე მალავდა ინფორმაციას შესაძლო მძიმე დანაშაულის შესახებ.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. პარტიამ „საქართველოსთვის“, რომელიც ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დააფუძნა, პროკურატურასა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, მიმდინარე წლის თებერვალში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2-3 დღეში ხელისუფლების ძალით შეცვლის გეგმა ჰქონდა და შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ ალტერნატიული მთავრობის მხარეს გადასულიყვნენ.

ბიძინა ივანიშვილი და გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
„ჩემი პროექტი არ არის“ – ბიძინა ივანიშვილი გახარიას შესახებ

კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებთან გახარიას კავშირზე მიუთითებს ის, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი სწორედ ამდენი ხნით – ორი-სამი დღით ითხოვდა ნიკა მელიას დაკავების გადადებას.

როგორც კობახიძე ამბობს, მართალია, მან არ იცის, ძალოვანი სტრუქტურებიდან ვინ იყო მზად ალტერნატიული მთავრობის მხარეს გადასასვლელად, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 19 თებერვალს საქართველოში დაბრუნებას აპირებდა.

პარტია „საქართველოსთვის“ ითხოვს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს და ბრალდებებს პასუხი გაეცეს მაქსიმალურად გონივრულ ვადაში.

აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა მიმდინარე წლის 4 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“.

Председатель парламента Грузии Ираклий Кобахидзе - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
კობახიძე: ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ გახარიამ ითამაშა პირდაპირ სააკაშვილის თამაში

„სატელევიზიო ინტერვიუს მიმდინარეობისას (კობახიძემ) გაავრცელა შესაძლო დანაშაულის შემცველი ინფორმაცია. მიმდინარე წლის თებერვალში მზადდებოდა შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად და ხელში ჩასაგდებად, რაში თანამონაწილეობისთვისაც ბრალი დასდო იმ დროისთვის ქვეყნის მოქმედ პრემიერ-მინისტრს - გიორგი გახარიას, პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, მისივე თქმით, უკრაინიდან და პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე“, – აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამომძიებელს ან პროკურორს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში. მასმედიაში ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს შესაძლო მძიმე დანაშაულის ნიშნებს, რაშიც ეს უკანასკნელი ამხელს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მოქმედ პოლიციელებსა და ჯარისკაცებს, აცხადებენ პარტიაში.

რა სახსრებით ფინანსდება გახარიას პარტია: ინფორმაცია გასაჯაროვდება>>

„აღნიშნული ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს, გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს აყენებს პოლიციასა და თავდაცვის ძალებს, სახელმწიფოს შიდა უსაფრთხოებასა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს“, – ხაზგასმულია განცხადებაში.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2021
გახარიას მეორედ მოსვლა: ვინ დგას მის უკან

როგორც გახარიას პარტიაში აღნიშნავენ, ირაკლი კობახიძის ინტერვიუდან ირკვევა, რომ ის აღნიშნულ ინფორმაციას ფლობდა ოთხი თვე, რაზეც რეაგირება არ მოუხდენია მაშინ, როდესაც ამის სამართლებრივი ვალდებულება ჰქონდა.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და მმართველი პარტია დატოვა მიმდინარე წლის თებერვალში. გადადგომის მიზეზად მან პარტია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან ნიკა მელიას დაკავების საკითხზე განსხვავებული შეხედულებები დაასახელა.

ცოტა ხნის წინ გახარია ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა ახალი ოპოზიციური პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერის სახით. უკვე ცნობილია, რომ პარტია მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0