ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოდის

© photo: Sputnik / Александр Максименко / გადასვლა მედიაბანკშიედგარს რინკევიჩსი
ედგარს რინკევიჩსი - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
ვიზიტის მსვლელობისას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს თავის ქართველ კოლეგასთან, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი თბილისს ორშაბათს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, იუწყება საქართველოს საგარეო უწყების პრეს-სამსახური.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლატვიელ კოლეგასთან პირად შეხვედრას გამართავს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით ჩატარდება.

რიგა - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2021
ლატვიას საქართველოს ოფიციალური სახელწოდების შეცვლის მიზეზი არ გააჩნია

ვიზიტის ფარგლებში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან. მოლაპარაკებების დროს მხარეები იმსჯელებენ ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალზე, ასევე პოლიტიკურ დიალოგზე საქართველოში ევროკავშირის შუამდგომლობით.

ედგარს რინკევიჩსი პატივს მიაგებს ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპულ მებრძოლებს და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერს გააკეთებს.

საქართველომ და ლატვიამ დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 11 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის სფეროებში.

ყველა ახალი ამბავი
0