აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიაშშ-ის დროშა
აშშ-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
გამოწერა
რიკერი შეხვდება საქართველოში მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს და განიხილავს 19 აპრილის შეთანხმების შესრულებას.

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი 6-დან 13 ივნისის ჩათვლით საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი ფილიპ რიკერი საქართველოს მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან შეხვედრებს გამართავს. შეხვედრებზე საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების და სხვა საკითხები იქნება განხილული.

სტრასბურგი - Sputnik საქართველო, 1920, 04.06.2021
ქართველ პოლიტიკოსებს ივნისში „ჟან მონეს დიალოგი“ ელოდება

მსგავსი შინაარსის შეხვედრები გაიმართება სომხეთსა და აზერბაიჯანში, იქ დიპლომატი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხებს განიხილავს.

აპრილში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შესთავაზა დოკუმენტი კრიზისიდან გამოსასვლელად, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგების არაღიარების შედეგად გამწვავდა. შეთანხმება აღმოჩნდა მისაღები როგორც მმართველი პარტიისთვის, ისე ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილისთვის.

ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტში შევიდა, მანამდე კი მათ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ყველაზე გვიან პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ ბლოკმა.

„ნაციონალური მოძრაობის" ბლოკმა 2020 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტში 36 მანდატი მოიპოვა. ამ ბლოკის სიიდან სამმა წევრმა აპრილში ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს და პარლამენტში შევიდა, შესაბამისად, 8 ივნისს პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" სიიდან 33 წევრი შევა.

ყველა ახალი ამბავი
0