გიორგი ვაშაძე

პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია შეიქმნა

58
(განახლებულია 22:50 03.06.2021)
ახალი ფრაქციის, რომელშიც ერთიანდებიან „სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“, ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები, ხელმძღვანელი იქნება ხათუნა სამნიძე.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში კიდევ ერთი ოპოზიციური ფრაქცია ჩამოყალიბდა სახელწოდებით „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“.

პარლამენტში ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ შვიდი დეპუტატია საჭირო. არსებობს საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა, რომლის მიხედვით მომავალში მეათე მოწვევის პარლამენტში შესაძლებელი გახდება ფრაქციის შექმნა ოთხი დეპუტატის მიერ.

ახალ ფრაქციაში ერთიანდებიან: დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე, თეონა აქუბარდია და პაატა მანჯგალაძე – ორივე „სტრატეგია აღმაშენებელი", პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლება" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, დამოუკიდებელი დეპუტატი ტარიელ ნაკაიძე – „ევროპული საქართველოს" ყოფილი წევრი.

ფრაქციას უხელმძღვანელებს ხათუნა სამნიძე („რესპუბლიკური პარტია"), თავმჯდომარის მოადგილე იქნება პაატა მანჯგალაძე, ხოლო ფრაქციის აპარატს უხელმძღვანელებს სერგო ჩიხლაძე („სტრატეგია აღმაშენებელი").

„დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ პარლამენტში პირველი მრავალპარტიული და დამოუკიდებელი დეპუტატებით დაკომპლექტებული ჯგუფი, ფრაქცია. ჩვენი გაერთიანების მთავარი საფუძველია შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტი, რომელსაც თითოეულმა ჩვენგანმა მოაწერა ხელი, აიღო პარტიული და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა, რომ საპარლამენტო მუშაობისას გამოიყენებს ყველა ბერკეტს დოკუმენტის სრულად შესასრულებლად“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ფრაქციის შექმნაზე პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ მუშაობდა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში ოთხი დეპუტატი ჰყავს.

„პირველ რიგში, ფრაქცია – ეს არის მექანიზმი, უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ პარლამენტში. ფრაქციის სახელწოდება მოდის იმ შეთანხმებიდან, რომლითაც შემოვედით პარლამენტში და რომელი შეთანხმების რეალიზებაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე“, – აღნიშნა თავის მხრივ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

13 მაისს ცნობილი გახდა ოპოზიციური ფრაქციის შექმნის შესახებ სახელწოდებით „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“, რომელშიც პარტია „ლელოს“ წევრების – მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის, ანა ნაცვლიშვილისა და დავით უსუფაშვილის გარდა, დამოუკიდებელი დეპუტატები სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე შევიდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი პარლამენტში ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ 27 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლს მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ შევიდა. ბლოკმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" კი პარლამენტში შესვლის შესახებ გადაწყვეტილება 30 მაისს მიიღო. პარტიის 33 დეპუტატი პარლამენტში მომავალ კვირაში გამოჩნდება. მოსალოდნელია, რომ საკუთარი ფრაქცია მათაც შექმნან.

58
თემები:
საქართველოს პარლამენტი (314)
გიორგი გახარია

გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ შეხვედრებს აშშ–ში გამართავს

18
(განახლებულია 12:49 21.06.2021)
ვიზიტის ფარგლებში გახარიას შეხვედრები აქვს დაგეგმილი სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო ვიზიტით აშშ–ში გაემგზავრა, იუწყება პარტიის „საქართველოსთვის" პრეს-სამსახური.

ვაშინგტონში მას შეხვედრები აქვს დაგეგმილი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. გახარიასთან ერთად აშშ–ში გამგზავრნენ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე და ექს–პრემიერის პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე. 

გახარია აშშ–ში ბრიუსელიდან გ აემგზავრა, სადაც სამუშაო შეხვედრები გამართა დასავლელ პარტნიორებთან –  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ევროპარლამენტის დეპუტატებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურისა და ნატოს წარმომადგენლებთან.

გახარიამ პრემიერის პოსტი და მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, მის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების გამო. წასვლის შემდეგ მან თავისი პარტია შექმნა, „ქართული ოცნება" გააკრიტიკა და ბრალად დასდო, რომ ის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სახელმწიფოზე. ამის პასუხად მმართველმა პარტიამ და ბიძინა ივანიშვილმა გახარიას "სახელმწიფოს ღალატში" დასდეს ბრალი.

გადადგომის მომენტში გახარია პოპულარული პოლიტიკოსი იყო. მისმა პოსტებმა და ფოტოებმა სოციალურ ქსელებში ათასობით მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად (2021 წლის თებერვალში, გადადგომამდე), საქართველოში პოპულარულ პერსონებს შორის, პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, გახარიას მეორე ადგილი ეკავა.

ჯერ კიდევ პარტიის შექმნამდე მან თავის მხარეს გადაიბირა პარლამენტის ექვსი დეპუტატი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული რეგიონული ჩინოვნიკების ნაწილი.

18
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის საპარლამენტი არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

33
(განახლებულია 14:22 21.06.2021)
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი 1.281.174-მა ადამიანმა (49,4%) გააკეთა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. სომხეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ გაიმარჯვა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“

ცესკოს მონაცემებით, 2.008 საარჩევნო უბანზე 1.281.911 ბიულეტენის დათვლის შედეგად, ფაშინიანის პარტიამ ხმების 53,92% (687.251) მიიღო, სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა „სომხეთი“ კი ხმების 21,04% (268.165). სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ბლოკმა „პატივი მაქვს“ მიიღო ხმების 5,23% (66.633),  პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ – 3,96% (50.416), ხოლო პარტიამ „რესპუბლიკა" - 3,04% .

20 ივნისს სომხეთში არჩევნები 2.008 საარჩევნო უბანზე გაიმართა. საარჩევნო სიებში 2.583.823 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. საკუთარი არჩევანი 1.281.174-მა ადამიანმა (49,4%) გააკეთა.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21-მა პარტიამ და ოთხმა ბლოკმა.

 

33
ქეით მიდლტონი და პრინცი უილიამი

პრინცი უილიამი მეგან მარკლს „ძმის გატაცებაში“ ადანაშაულებს

0
(განახლებულია 14:19 21.06.2021)
მას შემდეგ, რაც პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დიდი ბრიტანეთიდან ამერიკაში გადავიდნენ საცხოვრებლად, ორ ძმას შორის ურთიერთობა დაიძაბა

ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II- ის შვილიშვილმა, კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა სასექსის ჰერცოგინია მეგანი დაადანაშაულა „მისი ძმის გატაცებაში“. ამის შესახებ ბრიტანელი ისტორიკოსი და ბიოგრაფი რობერტ ლეისი ახალ წიგნში „ძმების ბრძოლა: უილიამი და ჰარი - მეგობრობა და მტრობა“ წერს, რომლის ამონარიდიც მოჰყავს The Sun- ს.

ლეისის თქმით, პრინცი უილიამი დარწმუნებულია, რომ მეგან მარკლი ფარულ გეგმას მისდევს, რომლის თანახმად, მას სურს მისი ძმის პრინცი ჰარის ოჯახიდან „გატაცება“ და ნათესავების წინააღმდეგ მიმართვა. გარდა ამისა, კემბრიჯის ჰერცოგმა იგი დაადანაშაულა „მონარქიის ზოგიერთი ძვირფასი პრინციპის დარღვევაში“.

ლეისმა ასევე აღნიშნა, რომ უილიამი ნაწყენად და დაღალატებულად გრძნობს, ხოლო მის მეუღლეს ქეით მიდლტონს „თავიდანვე ეშინოდა მარკლის“. ამის შესახებ მან მაშინ შეიტყო, როდესაც პრინცმა ჰარიმ შეურაცხყოფა მიაყენა თავის ძმას და შეწყვიტა მის ზარებზე პასუხის გაცემა.

კენსინგტონის სასახლემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა მწერლის ბრალდებებზე.

ივნისის დასაწყისში სასექსის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს დაწესებულების ყველაზე პატივცემული წევრების გამოკითხვაში. გამოკითხვის შედეგების თანახმად, აღმოჩნდა, რომ დედოფალი ელისაბედ II უდიდესი პატივისცემით სარგებლობს ახალგაზრდებს შორის, რომლებმაც ხმების 25 პროცენტი მიიღეს. მეორე ადგილზე იყო პრინცი ჰარი 22 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა, რომელსაც რესპონდენტთა 21 პროცენტი ანიჭებს უპირატესობას.

0
თემები:
სამეფო ოჯახის ამბები