უკრაინის პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა

© photo: Government of Georgia უკრაინის პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა
უკრაინის პრემიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და კათოლიკოს-პატრიარქთან.

თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

სტუმარს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი. ამის შემდეგ პრემიერ-მინისტრების ორმხრივი შეხვედრა დაიწყო.

დენის შმიგალი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
უკრაინის პრემიერი საქართველოს ეწვევა

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურები ჟურნალისტებისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ღარიბაშვილმა უკრაინელი კოლეგა საქართველოში მაისში, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართულ პრემიერ-მინისტრების შეხვედრის დროს მოიწვია.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს.

უკრაინის მთავრობის მეთაური დელეგაციის წევრებთან ერთად პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საქართველოში უკრაინის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი 4 ივნისამდე გაგრძელდება.

საქართველომ და უკრაინამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. იმ დროიდან ქვეყნებს შორის 105 ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმება გაფორმდა. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.

ყველა ახალი ამბავი
0