სალომე ზურაბიშვილმა ისრაელის პრეზიდენტს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა

© photo: Salome Zourabichvili / Twitterსალომე ზურაბიშვილი და ისააკ ჰერცოგი
სალომე ზურაბიშვილი და ისააკ ჰერცოგი - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2021
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის მე-11 პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგსა და მის ქვეყანას მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.

თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისააკ (იცხაკ) ჰერცოგს ისრაელის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

Twitter-ში გამოქვეყნებულ თავის პოსტში სალომე ზურაბიშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ ორ სახელმწიფოს შორის არსებული მეგობრული კავშირები მომავალშიც განმტკიცდება და განვითარდება.

„ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ ქართველი ერის, ისრაელის ერთ-ერთი უძველესი მეგობრის სახელით მოგილოცოთ პრეზიდენტად არჩევა. თქვენ და თქვენს ქვეყანას მშვიდობასა და კეთილდღეობას გისურვებთ“, – ნათქვამია ზურაბიშვილის მილოცვაში.

ისააკ ჰერცოგი ისრაელის მე-11 პრეზიდენტი გახდა. ქნესეთმა ის ფარული კენჭისყრით აირჩია.

ისააკ ჰერცოგი ისრაელის მეექვსე პრეზიდენტის – ჰაიმ ჰერცოგის ვაჟია, რომელიც ქვეყანას 1983–1993 წლებში ედგა სათავეში.

ყველა ახალი ამბავი
0