გიორგი გახარია

გახარია: ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს

92
გახარიამ შაბათს წარადგინა თავისი ახალი პარტია „საქართველოსთვის“ და მისი სამომავლო საქმიანობის ძირითად პრინციპებზე ისაუბრა.

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. პარტია „საქართველოსთვის“ მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების არჩევნებში და გამარჯვებაზეა ორიენტირებული, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გახარიამ შაბათს წარადგინა თავისი ახალი პარტია და გუნდი, რომელიც ძირითადად სხვადასხვა უწყებებში ნამუშევარი ჩინოვნიკებისგან შედგება.

„ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზანია არჩევნებზე მოიპოვოს მაქსიმალური მხარდაჭერა. ეს იქნება ჩვენი მიზანი“, – აღნიშნა გახარიამ.

ყოფილი პრემიერი თბილისის მერობის კანდიდატად წარდგენის შესახებაც ისაუბრა.

„ჩემზე ბევრად უკეთესი კანდიდატი არსებობს“, - განაცხადა გახარიამ.

პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი პარტია მხარს დაუჭერს ნებისმიერ ღირსეულ კანდიდატს.

„იქ სადაც ღირსეული კანდიდატი იქნება, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება მის წარმომავლობას“, – აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება სხვა პარტიებთან თანამშრომლობას, გახარიამ განაცხადა, რომ მისი პარტია არ ითანამშრომლებს „რადიკალური ტენდენციების“ მქონე ძალებთან.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში დავასრულოთ რადიკალური დაპირისპირება, რადიკალიზმი ნებისმიერი სახის. ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოდის ეს რადიკალიზმი“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში ადგილობრივი ორგანოების არჩევნები შემოდგომით გაიმართება.

92
გიორგი გახარია

გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ შეხვედრებს აშშ–ში გამართავს

18
(განახლებულია 12:49 21.06.2021)
ვიზიტის ფარგლებში გახარიას შეხვედრები აქვს დაგეგმილი სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან.

თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო ვიზიტით აშშ–ში გაემგზავრა, იუწყება პარტიის „საქართველოსთვის" პრეს-სამსახური.

ვაშინგტონში მას შეხვედრები აქვს დაგეგმილი აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, საექსპერტო, აკადემიური და პოლიტიკური წრეების წარმომადგენლებთან. გახარიასთან ერთად აშშ–ში გამგზავრნენ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე და ექს–პრემიერის პოლიტიკური მრჩეველი ლევან დოლიძე. 

გახარია აშშ–ში ბრიუსელიდან გ აემგზავრა, სადაც სამუშაო შეხვედრები გამართა დასავლელ პარტნიორებთან –  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ოფისში, ევროპარლამენტის დეპუტატებთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურისა და ნატოს წარმომადგენლებთან.

გახარიამ პრემიერის პოსტი და მმართველი პარტია მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. მიზეზი პარტიის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის, მის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების გამო. წასვლის შემდეგ მან თავისი პარტია შექმნა, „ქართული ოცნება" გააკრიტიკა და ბრალად დასდო, რომ ის საკუთარ პარტიულ ინტერესებზე უფრო ზრუნავს, ვიდრე სახელმწიფოზე. ამის პასუხად მმართველმა პარტიამ და ბიძინა ივანიშვილმა გახარიას "სახელმწიფოს ღალატში" დასდეს ბრალი.

გადადგომის მომენტში გახარია პოპულარული პოლიტიკოსი იყო. მისმა პოსტებმა და ფოტოებმა სოციალურ ქსელებში ათასობით მოწონება დაიმსახურა, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვის თანახმად (2021 წლის თებერვალში, გადადგომამდე), საქართველოში პოპულარულ პერსონებს შორის, პატრიარქ ილია მეორის შემდეგ, გახარიას მეორე ადგილი ეკავა.

ჯერ კიდევ პარტიის შექმნამდე მან თავის მხარეს გადაიბირა პარლამენტის ექვსი დეპუტატი, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებული რეგიონული ჩინოვნიკების ნაწილი.

18
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის საპარლამენტი არჩევნებში ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა

33
(განახლებულია 14:22 21.06.2021)
სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი 1.281.174-მა ადამიანმა (49,4%) გააკეთა.

თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. სომხეთში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის პარტიამ „სამოქალაქო შეთანხმება“ გაიმარჯვა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“

ცესკოს მონაცემებით, 2.008 საარჩევნო უბანზე 1.281.911 ბიულეტენის დათვლის შედეგად, ფაშინიანის პარტიამ ხმების 53,92% (687.251) მიიღო, სომხეთის ექს-პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა „სომხეთი“ კი ხმების 21,04% (268.165). სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის ბლოკმა „პატივი მაქვს“ მიიღო ხმების 5,23% (66.633),  პარტიამ „აყვავებული სომხეთი“ – 3,96% (50.416), ხოლო პარტიამ „რესპუბლიკა" - 3,04% .

20 ივნისს სომხეთში არჩევნები 2.008 საარჩევნო უბანზე გაიმართა. საარჩევნო სიებში 2.583.823 მოქალაქე იყო რეგისტრირებული. საკუთარი არჩევანი 1.281.174-მა ადამიანმა (49,4%) გააკეთა.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21-მა პარტიამ და ოთხმა ბლოკმა.

 

33
პაზლად დაშლილი დოლარი

რეკორდი მოხსნილია: აშშ-ში ინფლაცია მსოფლიო ეკონომიკის საფრთხედ გამოცხადდა

0
ასეთი ინფლაცია ამერიკის შეეღთებულ შტატებში 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ არ ყოფილა.

ნატალია დემბინსკაია

მაგრამ რეგულატორი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე უარს ამბობს. Deutsche Bank-ში აცხადებენ, რომ უმოქმედობა არაფერი კარგით არ დასრულდება. ეს შენელებული მოქმედების ბომბი მსოფლიო ეკონომიკას ემუქრება.

ინფლაციის  ასწრაფება

მაისში ინფლაციის წლიურმა გამოხატულებამ აშშ-ში 5%-ს მიაღწია. ხოლო სამომხმარებლო ფასების საბაზო ინდექსი, რომელიც არ მოიცავს ისეთ ვოლატურ საქონელს, როგორიცაა ენერგომატარებლები და კვების პროდუქტები, 3,8 პროცენტით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით (მაქსიმუმი 1992 წლის ივნისის შემდეგ). გაძვირდა ყველაფერი: ავტომობილები, ტექნიკა, ავეჯი, ავიაბილეთები, ტანსაცმელი...

მსოფლიო ბანკის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ იმ ქვეყნების უმეტესობას, რომლებიც ინფლაციის თარგეთირებას იყენებენ (მათ შორის, რუსეთს) არაფერი აქვთ სანერვიულო: მაჩვენებლის სამიზნე დიაპაზონში დაბრუნება შესაძლებელი იქნება.

მაგრამ აშშ-ში სხვა ვითარებაა. ფედერალური სარეზერვო სისტემა უმოქმედოდაა. ჯერ კიდევ მარტში სისტემის ხელმძღვანელი ჯერომ პაუელი ამბობდა, რომ პრობლემას ვერ ხედავს თარგეთის ორი პროცენტით დროებით აწევაში.

სამომხმარებლო ფასების ასწრაფების მიზეზები ხილულია. ანტიკრიზისულ ღონისძიებებზე აშშ-ის ხელისუფლებამ პანდემიის დაწყებიდან უკვე დახარჯა ექვსიდან ცხრა ტრილიონ დოლარამდე, აამოქმედა რა საბეჭდი დაზგა მთელი სიმძლავრით. ხოლო ჯო ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკან კიდევ თითქმის ორი ტრილიონი მიიღო. ეს სტიმულების გიგანტური პაკკეტია, უმთავრესად, სოციალური.

უზარმაზარი ვალი და სუსტი დოლარი

ფულადმა წყალდიდობამ სახელმწიფო ვალი დაახლოებით მეოთხედით გაზარდა. ახლა ის 28 ტრილიონ დოლარზე მეტია.

ეკონომისტების თქმით, ახალი გადასხმები ეკონომიკაში უკვე აღარ წაადგება მას. გაძლიერდება ბიუჯეტზე დატვირთვა, აიწევს ფასები − ეს ყველაფერი კუპიურების სიჭარბის გამო, წარმოების მოცულობის შესაბამისი ზრდის გარეშე. ინფლაციურ რისკებს აძლიერებს ჭარბი დანაზოგების ფონზე მომხმარებელთა გადადებული მოთხოვნა. პანდემიის პერიოდში ამერიკელმა მომხმარებლებმა 1,6 ტრილიონი დოლარი დააგროვეს, რომელსაც ახლა ხარჯავენ.

ახლად დაბეჭდილი კუპიურების მძლავრმა შემოდინებამ ამერიკულ ვალუტას დაარტყა. დოლარი იაფდება და ინვესტორებისთვის მიმზიდველობას კარგავს. 2020 წლის განმავლობაში ის ევროსთან მიმართებით 0,8934-დან 0,8149-მდე დაეცა — თითქმის 9%-ით. 2021-ში შესაძლოა კიდევ 5-7%-ით „დაჯდეს“.

მეორე ფაქტორი − ეს ბიუჯეტზე უპრეცედენტო ზეწოლაა. 2020 ფინანსურ წელს მისმა დეფიციტმა 16,1%-ს (3,1 ტრილიონ დოლარს) მიაღწია − ეს მაქსიმალური მაჩვენებელია 1945 წლის შემდეგ, როდესაც მთავრობა კოლოსალურ სახსრებს გამოყოფდა მასშტაბრუი სამხედრო ოპერაციებისთვის.

გაბერილი ბურთი

და მაინც ფედრეზერვი არ აპირებს საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ან აქტივების შესყიდვის პროგრამის შემცირებას მანამ, სანამ „არსებით პროგრესს“ არ დაინახავს, ეკონომიკური მიზნების მიღწევაში, კერძოდ, შრომის ბაზრის აღდგენაში.

რეგულატორის თავდაჯერებულობა და უმოქმედობა კითხვებს ბადებს.

„საჭიროა ბრძოლის მკაფიო გეგმა. პირებს, რომლებიც განსაზღვრავენ საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკას, უნდა ესმოდეთ, რომ მათი გადაწყვეტილება შესაძლოა საზიანო იყოს. ამერიკელების 87% უკვე შეშფოთებულია ფასების ზრდით. მისტერ პაუელმა უნდა აღიაროს ინფლაციის მკვეთრი ნახტომი და შეწყვიტოს ამ სერიოზულ პრობლემაზე თვალის დახუჭვა, თითქოს ის დროებითი დაბრკოლება იყოს“, − განაცხადა სენატორმა რიკ სკოტმა.

ეკონომისტები ასევე ამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ ფედრეზერვი სრულად უარყოფს კიდევ უფრო შემაშფოთებელ ტენდენციას − საფონდო ბაზარზე გლობალური ბუშტის ფორმირებაზე. ზედაბალი საპროცენტო განაკვეთების შენარჩუნებითა და ბალანსის თვეში 120 მილიარდი დოლარის გაზრდით, მაშინ, როცა აქციის ღირებულება თითქმის ისტორიულ მინიმუმზეა, ფედერალური რეზერვი რისკავს, კიდევ მეტად გადაახუროს ბაზარი.

„რეგულატორი მხოლოდ ზრდის ხისტი ეკონომიკური დაჯდომის რისკებს და საბოლოოდ იძულებული გახდება, გაამკაცროს ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რათა ინფლაციის სამიზნე დონეს მიაღწიოს“, − აღნიშნავს ამერიკელი ეკონომისტი დესმონს ლაჰმანი.

დაზარალდებიან სუსტები

Deutsche Bank-ის სპეციალისტების თქმით, ეს პრობლემას შეუქმნის არა მარტო ამერიკელებს, არამედ მთელ მსოფლიოს.

„აშშ-ში ინფლაციის უგულებელყოფა გლობალურ ეკონომიკას შენელებული მოქმედების ბომბზე ამყოფებს. შედეგები შეიძლება დამანგრეველი იყოს, განსაკუთრებით საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ფენებისთვის“, − აცხადებს ბანკის მთავარი ეკონომისტი დევიდ ფოლკერტს- ლანდაუ.

გერმანიაში ვარაუდობენ, რომ ინფლაცია შენარჩუნდება და უახლოეს წლებში კრიზისს მოიტანს, შესაძლოა უკვე 2023-შიც კი. როგორც ექსპერტები აზუსტებენ, პირველ რიგში განვითარებადი ქვეყნები დაზარალდებიან. წამყვან ეკონომიკებში ფულის გაუფასურება  ინვესტორების მოლოდინებს აძლიერებს განაკვეთების გაზრდასთან დაკავშირებით. ეს ზრდის  სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობას, რის შედეგადაც სესხები სულ უფრო ძვირი ხდება.

ამგვარად, ეკონომისტების დასკვნით, განვითარებადი ბაზრებისთვის გლობალური აღდგენის დაწყება პოზიტიური ფაქტორიდან საფრთხედ გადაიქცა: ასე მაგალითად, სამხრეთ აფრიკასა და ბრაზილიაში სესხების ღირებულება სახიფათო ზღვარს მიუახლოვდა. იქ კი სახელმწიფო ფინანსები ისედაც არ გამოირჩევა მდგრადობით.

„ეს ქვეყნები აშშ-ში ინფლაციის გამო უფრო უნდა შფოთავდნენ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში“, − აღნიშნავენ S&P Global Ratings-ის სპეციალისტები.

მდიდაარი სახელმწიფოები პანდემიის დროს ძალიან დაბალი განაკვეთით იღებდნენ სესხებს, განსხვავებით ბევრი განვითარებადი ქვეყნისგან.

მაგალითად ეგვიპტემ წელს  ვალის რეფინანსირება უნდა მოახდინოს, რომელიც მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის 38%-ია, კრედიტის მომსახურების ღირებულება − 12,1%. განისთვის პროცენტი კიდევ უფრო მაღალია − 15%. იგივე პრობლემები აქვს ბრაზილიას, სადაც ცენტრალურმა ბანკმა იანვრიდან უკვე ორჯერ გაზარდა განაკვეთი, რათა საფასო ზეწოლა შეესუსტებინა.

Capital Economics-ის ექსპერტის, უილიამ ჯეკსონის თქმით, ბრაზილია მკაფიო მაგალითია იმისა, თუ როგორ ემუქრება ეკონომიკურ სტაბილურობას ინფლაცია და შემოსავლიანობის ზრდა.

ვითარებას მხოლოდ ის იხსნის, რომ მაგალითად, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა და ინდოეთი სულ უფრო მეტად ეყრდნობიან შიდა კრედიტორებს, ვიდრე უცხოელებს. ეს კაპიტალის გადინების დროს მოწყვლადობას ამცირებს.

რუსეთი ამ კუთხით მდგრადზე უფრო მეტია: არარეზიდენტების წილი ფედერალური სესხის ობლიგაციებში ძალიან დაბალია. ცენტრალური ბანკის მონაცემებით, მაისში 10% იყო. ფედრეზერვის ობლიგაციების მფლობელთა შორის თანამემამულე ინვესტორების რაოდენობა 80%-ია, ხოლო არარეზიდენტები − ეს მსხვილი სამამულო ბანკების უცხოური „შვილები“ არიან. ეს კი სასანქციო რისკებისგანაც აზღვევს და ინფლაციურისგანაც.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!

0