მმართველმა პარტიამ „ამნისტიის შესახებ“ თავისი კანონპროექტი გაიტანა: ვის შეეხება ამნისტია

© Sputnik / STRINGERაქციის დაშლა 2019 წლის 20-21 ივნისს
აქციის დაშლა 2019 წლის 20-21 ივნისს - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველი პარტიის პროექტს მიკერძოებულს უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ ის „ინდულგენციას“ პრაქტიკულად ყველა პოლიციელს ანიჭებს.

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა 87 ხმით 9-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით დაამტკიცა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული პროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 20-21 ივნისის ღამის მოვლენებთან დაკავშირებულ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ეხება.

20–21 ივნისის საპროტესტო აქცია ანტისამთავრობო მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით აქციის 20-მდე მონაწილე, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით კი სამი პოლიციელი დააკავეს.

მიღებული კანონპროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებულსა და დაკავებულს, ვინც არ ამბობს უარს ამნისტიაზე.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
შეეხება თუ არა ნიკა მელიას ამნისტია – პოლემიკა გრძელდება

გარდა ამისა, ამნისტია შეეხება მათაც, ვინც დანაშაულის მცდელობასა ან მომზადებაშია დამნაშავე. ამნისტია შეეხება როგორც პატიმრობამისჯილ მსჯავრდებულებს, ისე პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფებს ანდა მათ, ვინც ჯარიმა გადაიხადა, მაგრამ ჯარიმის თანხა ამნისტირებულ პირებს არ დაუბრუნდება.

ერთადერთი გამონაკლისი გახდება ის, ვისაც ბრალი ედება წამებაში, წამების მუქარაში, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში. ამ შემთხვევაში ამნისტიის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, რომელიც საქმეს იხილავს.

აგრეთვე სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას უკვე მსჯავრდებული პირების ამნისტიის შესახებ.

სასამართლოებს ყველა საქმეს კანონის ძალაში შესვლიდან ერთი კვირის შემდეგ გადასცემენ.

კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
რა საკითხები განიხილეს კარლ ჰარცელმა და კახა კუჭავამ

თუ ბრალდებული არ მოითხოვს ამნისტიას, სასამართლო პროცესები მის წინააღმდეგ გაგრძელდება, მაგრამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის შემდეგ პირს თავისი გადაწყვეტილების (უართან დაკავშირებით) შეცვლის უფლება ექნება.

ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოდიოდა ოპოზიციის ნაწილი, რომელიც საკუთარი ვარიანტის მიღებას მოითხოვდა, რომლის მიხედვით თანხმობა იყო საჭირო არა ბრალდებულების, არამედ პოლიციელთა ქმედებების შედეგად დაზარალებულების მხრიდან.

ოპოზიციის წარმომადგენლები მმართველი პარტიის პროექტს მიკერძოებულს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის ანიჭებს ინდულგენციას პრაქტიკულად ყველა პოლიციელს და ამავე დროს მიმართულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას წინააღმდეგ, რომელიც პარლამენტის შტურმის ორგანიზების საქმის ფიგურანტია.

ვახტანგ გომელაური - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2021
გომელაური: ამნისტია ყველას, მათ შორის პოლიციელებსაც უნდა შეეხოს

თავად მელიამ განაცხადა, რომ არასდროს არ მოითხოვს ამნისტიას.

როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, კანონმდებლებს ექნებათ ორი კვირა იმისათვის, რომ დახვეწონ კანონპროექტი და მასში სარედაქციო ცვლილებები შეიტანონ.

ამ მომენტისათვის კანონპროექტს ოპოზიციიდან მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა პარტიამ - „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - გირჩმა“.

ყველა ახალი ამბავი
0