სალომე ზურაბიშვილისა და ანჯეი დუდას შეხვედრა

პოლონეთის პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტი დაასრულა

34
(განახლებულია 23:01 27.05.2021)
ანჯეი დუდას განცხადებით, პოლონეთი მზადაა საქართველოს კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში დაეხმაროს და ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები გადასცეს. ამ საკითხს ის ვარშავაში დაბრუნებისთანავე მიხედავს

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ თბილისში თავისი ორდღიანი ვიზიტი დაასრულა.

დღეს ის საქართველოს პირველ პირებს შეხვდა.

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა მეუღლესთან ერთად თბილისს ოთხშაბათს, 26 მაისს ეწვია. პოლონეთის პირველი პირის ვიზიტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღის საზეიმო აღნიშვნას მიეძღვნა. ის საზეიმო დღესასწაულზე სიტყვით გამოვიდა, ასევე დაესწრო გალა–კონცერტს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, რომელიც დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

ვიზიტის მეორე დღეს გაიმართა ანჯეი დუდასა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა, რომლის შემდეგ ორი სახელმწიფოს მეთაურებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

პოლონეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდა საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აუცილებელია ეკონომიკური და სავაჭრო პოტენციალის ათვისება და რომ პოლონეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბაზარია, ქართული პროდუქცია დიდი პოპულარობით სარგებლობს პოლონეთში.

მხარეები შეთანხმდნენ უახლოეს მომავალში ბიზნეს–ფორუმის ჩატარებისა და ბიზნეს–კონტაქტების გაღრმავების შესახებ. შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ამ მიმართულებით ასევე ხელს შეუწყობს მიმდინარე წლის სექტემბერში დაგეგმილი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი შეხვედრა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სფეროზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო ყოველთვის წარმოადგენდა პოპულარულ მიმართულებას პოლონელი ვიზიტორებისთვის. ღარიბაშვილის განცხადებით, ყველანაირი პირობა შეიქმნება საქართველოში უცხოელი ვიზიტორების და პოლონელი ტურისტების უსაფრთხოდ მოგზაურობისთვის. 

პრეზიდენტ დუდას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საქართველო–პოლონეთის პარლამენტთაშორისი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაზე

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველომ და პოლონეთმა 1992 წლის 28 აპრილს დაამყარეს. ამ ხნის განმავლობაში ქვეყნებს შორის გაფორმდა 15–ზე მეტი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომლებიც არეგულირებს თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.

34
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (303)
გიორგი გახარია

„ქართულ ოცნებაში" განმარტეს თუ როდის დააკავებენ გახარიას

75
(განახლებულია 10:16 17.06.2021)
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახარიამ შექმნა თავისი პარტია და სამიზნე ელექტორალური ჯგუფების თვალსაზრისით „ქართული ოცნების“ კონკურენტი გახდა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ყოფილ პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიასთან მიმართებით გამოძიება მხოლოდ მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

გახარიას მიმართ შესაძლო სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ საუბარი მასმედიაში მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის ლიდერებმა იგი დაადანაშაულეს 2019 წლის 20–21 ივნისის ღამეს პარლამენტზე შტურმის თავიდან აცილების მიზნით სპეცოპერაციის დაგეგმვაში. მანამდე მმართველმა პარტიამ გახარია სახელმწიფო ღალატში დაადანაშაულა.

„როდესაც მან (გახარიამ - რედ.) მოითხოვა მელიას („ნაცმოძრაობის" ლიდერის - რედ.) დაკავების ღონისძიების გადადება ორი-სამი დღით, მაშინ როდესაც გვქონდა ინფორმაცია იმ დღეებში ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, ეს ჩვენთვის ეჭვის საფუძველი გახდა, მაგრამ გამოძიების შესახებ საუბარი შეიძლება მაშინ დაიწყოს თუ კონკრეტული ფაქტები იქნება", - განაცხადა მდინარაძემ.

ივნისის დასაწყისში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გახარიას მხრიდან პრემიერის პოსტის დატოვების თაობაზე სკანდალური დეტალები გაასაჯაროვა და მისი პერსონა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა.

მისი მტკიცებით, ყოფილ მმართველ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა გეგმა ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების ორ-სამ დღეში შეცვლის და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებში იყვნენ ადამიანები, რომლებიც მზადყოფნა გამოთქვამდნენ ალტერნატიული მთავრობის მხარეს გადასულიყვნენ.

კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის" გეგმებთან გახარიას კავშირებზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ვადით, ორი-სამი დღით ითხოვდა გახარია "ნაცმოძრაობის" ლიდერის ნიკა მელიას დაკავების გადავადებას. თუმცა, კობახიძე ასევე ამტკიცებს, რომ არ იცის ძალოვანი სტრუქტურებიდან ვინ იყო მზად გადასულიყო ალტერნატიულ მთავრობაში, მაგრამ მისთვის ზუსტადაა ცნობილი რომ მიხეილ სააკაშვილი 19 თებერვლისთვის გეგმავდა საქართველოში დაბრუნებას.

მმართველი პარტიის საპასუხოდ გახარიას პარტიამ მოითხოვა გამოძიების და მტკიცებულებების წარმოდგენა - პარტიამ საქართველოს პროკურატურასაც მიმართა, კობახიძემ კი გახარიას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად მზადყოფნა გამოთქვა.

75
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ანგარიშს 25 ივნისს ჩააბარებს

33
ღარიბაშვილისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში 2015 წელს მისი გადადგომიდან თითქმის ექვსი წლის შემდეგ.

თბილისი, 16 ივნისი - Sputnik. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ წლიურ ანგარიშს პარლამენტს მომდევნო კვირაში, 25 ივნისს წარუდგენს.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, მთავრობის მეთაურის ანგარიშის მოსმენით პარლამენტი საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მუშაობას დაასრულებს.

პრემიერ მინისტრის 154-გვერდიანი ანგარიში უკვე გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე და მისი დაახლოებით ნახევარი საგარეო პოლიტიკასა და თავდაცვას ეძღვნება. ანგარიშში ასევე ყურადღება ეთმობა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას, ჯანდაცვის, ეკონომიკის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის საკითხებს.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ ღარიბაშვილს დეპუტატების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. პარლამენტის 150 წევრიდან მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" 84 ადგილი აქვს, დანარჩენი ოპოზიციურმა პარტიებმა გადაინაწილეს.

ღარიბაშვილისთვის ეს იქნება პირველი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში თითქმის ექვსი წლის შემდეგ. 2015 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, 2021 წლის თებერვალში მან კვლავ მოიპოვა პარლამენტის ნდობა და ამ პოსტზე გადამდგარი გიორგი გახარია შეცვალა.

ახლა გახარიას პარტიის წევრებს, ისევე როგორც ოპოზიციური სპექტრის სხვა წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ექნებათ ღარიბაშვილისგან მოისმინონ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

33

ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი - ნამდვილი სიყვარულის ისტორია - ფოტო

0
  • ჯეი ლომ და ბენ აფლეკმა ერთმანეთი 2002 წელს გაიცნეს ფილმ „ჯილის“ გადაღებაზე, სადაც მათ მთავარი როლები ერგოთ
  • გაცნობის დროს ლოპესი კრის ჯადის მეუღლე იყო. 2003 წელს ისინი დაშორდნენ - ქორწინებიდან სულ რაღაც 1,5 წლის შემდეგ
  • ლოპესი ირწმუნება, რომ არ სურდა აფლეკთან ურთიერთობის გახმაურებას, თუმცა ტაბლოიდები იმ პერიოდში განსაკუთრებული მონდომებით მუშაობდნენ - პირადი ცხოვრების დამალვას ერთეულები ახერხებდნენ. ჯენიფერის და ბენის წყვილი კი იმდენად პოპულარული იყო, რომ მათ დასახელება „ბენიფერიც“ მოუფიქრეს
  • 2002 წლის ნოემბერში ბენ და ჯენიფერი დაინიშნენ
  • მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჯენიფერ ლოპესი ატარებდა საქორწილო ბეჭედს ვარდისფერი ექვს კარატიანი ბრილიანტით, რომელიც აფლეკმა დამოუკიდებლად შეარჩია და მასში 2,5 მილიონი დოლარის გადახდა არ დაინანა
  • ქორწინებამ წყვილისადმი ინტერესი გაზარდა
  • თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ შეყვარებულმა წყვილმა საერთო განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მათ ქორწილი გადადეს
  • ამბავი სწრაფად გავრცელდა, თუმცა ამას არავინ მოელოდა. აფლეკმა და ლოპესმა მიზეზად მედიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაასახელეს
  • დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოება ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ ყურადღების გადასატანად კეთდებოდა, რა დროსაც ჩატარდებოდა საიდუმლო ქორწინება ტროპიკულ კუნძულზე ვიწრო წრეში, თუმცა, სინამდვილეში, როგორც მოგვიანებით ზოგიერთმა გამოცემამ გაარკვია, ქორწინების გადადების შემდეგ ისინი მალევე დაშორდნენ
  • ბენ აფლეკის და ჯენიფერ ლოპესის განშორებიდან 17 წელი გავიდა. ახლა კი მედიასივრცეში გავრცელდა ინფორნაცია წყვილის ურთიერთობის განახლების შესახებ. ვარსკვლავები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, რითაც კიდევ უფრო აღვივებენ საზოგადოებაში ინტერესს
ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის რომანი სულ ორ წლის განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ამ მოკლე დროში საკმაოდ ხმაურიანიც გახდა. წყვილი იმდენად პოპულარული იყო, რომ მათ მეტსახელად „ბენიფერიც“ დაარქვეს

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის განშორებიდან უკვე 17 წელი გავიდა. ახლა კი მედიასივრცეში გავრცელდა ამბები, რომ, შესაძოა წყვილმა კვლავ განაგრძოს ურთიერთობა.

მართალია თუ არა, რთული სათქმელია: რაციონალური უმცირესობა ყველაფერს პიარით ხსნის, ხოლო ვარსკვლავების თაყვანისმცემლები საუბრობენ მათ რომანტიულ მოგზაურობაზე მონტანაში

თავად ისტორიის გმირები არაფერს ამბობემ, რითაც კიდევ უფრო აღვივებენ ინტერესს საზოგადოებაში.

0
  • ჯეი ლომ და ბენ აფლეკმა ერთმანეთი 2002 წელს გაიცნეს ფილმ „ჯილის“ გადაღებაზე, სადაც მათ მთავარი როლები ერგოთ
    © AFP / Scott Alfieri / Getty Images

    ჯეი ლომ და ბენ აფლეკმა ერთმანეთი 2002 წელს გაიცნეს ფილმ „ჯილის“ გადაღებაზე, სადაც მათ მთავარი როლები ერგოთ

  • გაცნობის დროს ლოპესი კრის ჯადის მეუღლე იყო. 2003 წელს ისინი დაშორდნენ - ქორწინებიდან სულ რაღაც 1,5 წლის შემდეგ

    გაცნობის დროს ლოპესი კრის ჯადის მეუღლე იყო. 2003 წელს ისინი დაშორდნენ - ქორწინებიდან სულ რაღაც 1,5 წლის შემდეგ

  • ლოპესი ირწმუნება, რომ არ სურდა აფლეკთან ურთიერთობის გახმაურებას, თუმცა ტაბლოიდები იმ პერიოდში განსაკუთრებული მონდომებით მუშაობდნენ - პირადი ცხოვრების დამალვას ერთეულები ახერხებდნენ. ჯენიფერის და ბენის წყვილი კი იმდენად პოპულარული იყო, რომ მათ დასახელება „ბენიფერიც“ მოუფიქრეს
    © REUTERS / Mike Blake

    ლოპესი ირწმუნება, რომ არ სურდა აფლეკთან ურთიერთობის გახმაურებას, თუმცა ტაბლოიდები იმ პერიოდში განსაკუთრებული მონდომებით მუშაობდნენ - პირადი ცხოვრების დამალვას ერთეულები ახერხებდნენ. ჯენიფერის და ბენის წყვილი კი იმდენად პოპულარული იყო, რომ მათ დასახელება „ბენიფერიც“ მოუფიქრეს

  • 2002 წლის ნოემბერში ბენ და ჯენიფერი დაინიშნენ
    © REUTERS / Fred Prouser

    2002 წლის ნოემბერში ბენ და ჯენიფერი დაინიშნენ

  • მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჯენიფერ ლოპესი ატარებდა საქორწილო ბეჭედს ვარდისფერი ექვს კარატიანი ბრილიანტით, რომელიც აფლეკმა დამოუკიდებლად შეარჩია და მასში 2,5 მილიონი დოლარის გადახდა არ დაინანა
    © REUTERS / Ben-Ari Finegold / Getty Images

    მომდევნო ორი წლის განმავლობაში ჯენიფერ ლოპესი ატარებდა საქორწილო ბეჭედს ვარდისფერი ექვს კარატიანი ბრილიანტით, რომელიც აფლეკმა დამოუკიდებლად შეარჩია და მასში 2,5 მილიონი დოლარის გადახდა არ დაინანა

  • ქორწინებამ წყვილისადმი ინტერესი გაზარდა
    © AFP / Kevin Winter / Getty Images

    ქორწინებამ წყვილისადმი ინტერესი გაზარდა

  • თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ შეყვარებულმა წყვილმა საერთო განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მათ ქორწილი გადადეს
    © AFP / Kevin Winter / Getty Images

    თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ შეყვარებულმა წყვილმა საერთო განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ მათ ქორწილი გადადეს

  • ამბავი სწრაფად გავრცელდა, თუმცა ამას არავინ მოელოდა. აფლეკმა და ლოპესმა მიზეზად მედიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაასახელეს
    © AP Photo / Amy Sancetta

    ამბავი სწრაფად გავრცელდა, თუმცა ამას არავინ მოელოდა. აფლეკმა და ლოპესმა მიზეზად მედიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება დაასახელეს

  • დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოება ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ ყურადღების გადასატანად კეთდებოდა, რა დროსაც ჩატარდებოდა საიდუმლო ქორწინება ტროპიკულ კუნძულზე ვიწრო წრეში, თუმცა, სინამდვილეში, როგორც მოგვიანებით ზოგიერთმა გამოცემამ გაარკვია, ქორწინების გადადების შემდეგ ისინი მალევე დაშორდნენ

    დიდი ხნის განმავლობაში საზოგადოება ფიქრობდა, რომ ეს მხოლოდ ყურადღების გადასატანად კეთდებოდა, რა დროსაც ჩატარდებოდა საიდუმლო ქორწინება ტროპიკულ კუნძულზე ვიწრო წრეში, თუმცა, სინამდვილეში, როგორც მოგვიანებით ზოგიერთმა გამოცემამ გაარკვია, ქორწინების გადადების შემდეგ ისინი მალევე დაშორდნენ

  • ბენ აფლეკის და ჯენიფერ ლოპესის განშორებიდან 17 წელი გავიდა. ახლა კი მედიასივრცეში გავრცელდა ინფორნაცია წყვილის ურთიერთობის განახლების შესახებ. ვარსკვლავები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, რითაც კიდევ უფრო აღვივებენ საზოგადოებაში ინტერესს
    © AP Photo / Chris Pizzello

    ბენ აფლეკის და ჯენიფერ ლოპესის განშორებიდან 17 წელი გავიდა. ახლა კი მედიასივრცეში გავრცელდა ინფორნაცია წყვილის ურთიერთობის განახლების შესახებ. ვარსკვლავები ჯერჯერობით არაფერს ამბობენ, რითაც კიდევ უფრო აღვივებენ საზოგადოებაში ინტერესს