პარლამენტს სამი ახალი დეპუტატი ჰყავს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
სამივე დეპუტატის უფლებამოსილება პარლამენტში დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით ცნეს.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტმა სამი ახალი დეპუტატის უფლებამოსილება ცნო – ორი მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდანაა“, ერთი – პარტია „გირჩიდან“. 

პარლამენტის დეპუტატები - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2021
საქართველოს პარლამენტის სამ დეპუტატს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა

ახალი დეპუტატები ირაკლი სესიაშვილს, მარიამ ქვრივიშვილსა და სალომე მუჯირს ჩაანაცვლებენ, რომლებმაც საკანონმდებლო ორგანო დატოვეს.

მმართველი პარტიიდან დეპუტატის სავარძელი დაიკავეს გელა სამხარაულმა და ხათუნა კვიციანმა, „გირჩიდან“ კი სანდრო რაქვიაშვილმა.

სესიაშვილი და ქვრივიშვილი აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადავიდნენ – სესიაშვილი პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გახდა, ქვრივიშვილი კი ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა. რაც შეეხება სალომე მუჯირს, მან მანდატზე უარი თანაპარტიელის სასარგებლოდ განაცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0