დაახლოვდება თუ არა პოზიციები: პარლამენტში „ამნისტიის შესახებ“ კონსულტაციები მიმდინარეობს

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
გამოწერა
თუ მხარეები კონსენსუსის მიღწევას დღესაც ვერ შეძლებენ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონმდებლებს პირველი მოსმენით ორივე პროექტი წარედგინებათ.

თბილისი, 27 მაისი - Sputnik. საპარლამენტო ოპოზიცია „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან შეხვედრას მართავს.

საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრას ესწრებიან ოპოზიციური პარტიების „ლელო საქართველოსთვის“, „მოქალაქეების“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „გირჩის“ წარმომადგენლები. დისკუსიის საგანია – ვის უნდა შეეხოს ამნისტია და უნდა მოხდეს თუ არა კანონპროექტების კორექტირება. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2021
შეეხება თუ არა ნიკა მელიას ამნისტია – პოლემიკა გრძელდება

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტების შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია. 20–21 ივნისის საპროტესტო აქცია ანტისამთავრობო მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. ჯგუფური ძალადობის ბრალდებით აქციის 20-მდე მონაწილე, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით კი ორი პოლიციელი დააკავეს.

ამ დროისათვის პარლამენტში დარეგისტრირებულია ამნისტიის შესახებ ორი კანონპროექტი, ერთი უმრავლესობამ შეიმუშავა, მეორე – ოპოზიციამ. მმართველი პარტიის და ოპოზიციის დოკუმენტების ვერსიები ერთმანეთისგან განსხვავდება, მხარეებს თავად ამნისტიის პროცესის განსხვავებული ხედვა აქვთ. 

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2021
შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში? ნიკა მელიამ განცხადება გააკეთა

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მიერ ინიცირებული ორი დამოუკიდებელი დოკუმენტი უკვე განიხილეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და იურიდიულ საკითხთა საკომიტეტო სხდომებზე. ორივე კომიტეტმა მმართველი გუნდის მიერ წარდგენილ პროექტს დაუჭირა მხარი, ოპოზიციის ალტერნატიული კანონპროექტი კი, რომელიც ოპოზიციური ფრაქციის „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა შალვა შავგულიძემ წარადგინა, ჩავარდა.

ორივე კანონპროექტში ძირითად განსხვავებას წარმოადგენს პუნქტი ამნისტიაზე თავად ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა თანხმობის შესახებ.

მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ ასეთი თანხმობა აუცილებელია, ოპოზიცია კი ამ პუნქტს არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ კანონპროექტში ასეთი პუნქტი სპეციალურად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებული ნიკა მელიას გამო მიიღეს, რომელიც თავად კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამნისტიას.

რა წერია კანონპროექტებში

მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული დოკუმენტის ვერსიაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ყველა, ვინც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დანაშაული ჩაიდინა და თანახმაა ამნისტირებაზე. ასევე პასუხისმგებლობისგან, ჯარიმისგან და პირობითი მსჯავრისგან თავისუფლდება ყველა, ვინც ამ პერიოდში დანაშაულის მომზადებასა და მცდელობაშია დამნაშავე.

ერთადერთი გამონაკლისი გახდება ის, ვისაც ბრალი ედება წამებაში, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში.

ოპოზიციის კანონპროექტში საუბარია ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა ამნისტიის შესახებ.  

რაც შეეხება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულ პირებს, ჩინოვნიკებსა და პოლიციელებზე ამნისტია აქციაზე დაზარალებულთა თანხმობის შემთხვევაში გავრცელდება.

ყველა ახალი ამბავი
0