პარლამენტიდან მთავრობაში – მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

© press-service of the Georgian National Tourism Administrationმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2021
გამოწერა
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი აღმასრულებელ ხელისუფლებაში ბრუნდება, ახალ თანამდებობაზე ის კურირებას გაუწევს ტურიზმს, ასევე ავიაციასა და კურორტებს.

თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ პარლამენტის დეპუტატი მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ქვრივიშვილი კურირებას გაუწევს ტურიზმს, ავიაციასა და კურორტებს.

მთავრობის კანცელარია - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
დაზვერვის სამსახურს შალვა ლომიძე უხელმძღვანელებს

31 წლის ქვრივიშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრია. აქამდე პარლამენტში მას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა, ასევე იყო დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი.

პარლამენტის დეპუტატად არჩევამდე ქვრივიშვილი 2019 წლის თებერვლიდან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. 2012-2014 წლებში ის ამავე უწყების ხელმძღვანელის მოადგილე იყო.

ქვრივიშვილი 2014-2019 წლებში ტუროპერატორი კომპანია „ვოიაჟერის" დირექტორი, პარალელურად კი ავიაკომპანია Flydubai-ს რეგიონული მენეჯერი იყო.

მანამდე ის ეკონომიკის სამინისტროში უფროს მრჩევლად მუშაობდა. დაამთავრა ჰაასის ბიზნესის სკოლა (ბერკლი, კალიფორნიის უნივერსიტეტი).

ახალ სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტი მის უფლებამოსილებას უახლოეს პერიოდში შეწყვეტს.

ყველა ახალი ამბავი
0