ვინ ითხოვს თავშესაფარს საქართველოში: ახალი მონაცემები

© Sputnik / Alex Shlamovუცხოელი თბილისში
უცხოელი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2021
გამოწერა
იანვრიდან მარტამდე პერიოდში საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო 11-მა ადამიანმა, ხოლო ლტოლვილის სტატუსი - მხოლოდ ორმა.

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით 134-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ მასალებში.

შსს-ს მონაცემებით, მაძიებელთა უმრავლესობა - 18-დან 40 წლამდე ასაკის პირები არიან (79 უცხოელი). აქედან 65 მამაკაცია, 14 - ქალი. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, საქართველოს თავშესაფრის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით 14-მა ადამიანმა მიმართა.

დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2021
ნიგერიის მოქალაქეებს საქართველოში პატიმრობა შეეფარდათ

მაგრამ ყველა მაძიებელი ვერ იღებს საქართველოს მთავრობის თანხმობას. აღნიშნულ პერიოდში უარი 71-მა უცხოელმა მიიღო.

იანვრიდან მარტამდე პერიოდში საქართველოში ჰუმანიტარული სტატუსი მიიღო 11-მა ადამიანმა, ხოლო ლტოლვილის სტატუსი - მხოლოდ ორმა.

ასევე, ამ პერიოდში საქართველოდან 8 ქვეყნის 9 მოქალაქე გააძევეს. მათ შორის არიან - მაროკოს ორი მოქალაქე, აზერბაიჯანის, ბელარუსის, ეგვიპტის, იორდანიის, კოტ-დივუარის, პაკისტანის და უკრაინის მოქალაქეები.

ყველა ახალი ამბავი
0