კონგრესმენი კონოლი კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ულოცავს

© Sputnik / STRINGERკახა კუჭავა
კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2021
გამოწერა
პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან არჩილ თალაკვაძის გადადგომის შემდეგ, 27 აპრილს მისი ადგილი კახა კუჭავამ დაიკავა.

თბილისი, 30 აპრილი - Sputnik. აშშ–ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარე,  კონგრესმენი ჯერი კონოლი კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას ულოცავს. 

კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს

„ვულოცავ კახა კუჭავას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას. მოველი მისი ხელმძღვანელობით ევროკავშირის მედიაციით მომზადებული შეთანხმების სრულად განხორციელებას და ნათელ მომავალს ქართველი ხალხისთვის",- დაწერა კონგრესმენმა Twitter-ის გვერდზე.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარეობის თანამდებობაზე  27 აპრილს აირჩიეს.

მმართველმა პარტიამ  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე არჩილ თალაკვაძის გადადგომის შემდეგ წარადგინა. თავად თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერის პოსტი დაიკავა.

ყველა ახალი ამბავი
0