ნიკა მელია კვლავ სასამართლოს წინაშე წარდგება

© Sputnik / Alexander Imedashviliნიკა მელია
ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2021
გამოწერა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ადვოკატებმა აღნიშნეს, რომ სასამართლო სხდომაზე მელიას გათავისუფლებას არ ელოდებიან.

თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო ხუთშაბათს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმის განხილვას განაგრძობს.

პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2021
მედლის ორი მხარე - რა წერია ამნისტიის პროექტებში

პროკურატურის ვერსიით, მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20–21 ივნისის ღამეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, როდესაც საპროტესტო აქცია არეულობასა და პარლამენტის შტურმის მცდელობაში გადაიზარდა.

პოლიტიკოსის ადვოკატები არ ელოდებიან, რომ მელიას ამ სხდომაზე გაათავისუფლებენ.

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება ხელისუფლების ხელშია, მაგრამ ისინი ამას არ ელოდებიან.

ამასთან, თავად ნიკა მელიამ ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ თანახმაა, პროკურატურის მიერ მოთხოვნილი გირაოს თანხა ევროკავშირმა გადაიხადოს, რაც ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა ევროკავშირის შუამავლობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების დროს.

თუმცა გირაოს გადასახდელად საჭიროა სასამართლოს გადაწყვეტილება აღკვეთის ზომის შეცვლის შესახებ, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მელიას აღკვეთის ზომად გამოძიების პერიოდში პატიმრობა შეუფარდა.

საპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერად - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
ნიკა მელია თანახმაა ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გამოვიდეს

მელია 23 თებერვალს დააკავეს მას შემდეგ, რაც მან ხელმეორედ განაცხადა უარი გირაოს გადახდაზე. პროკურატურის მოთხოვნით პარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. თუმცა ამ დროისათვის მელია საქართველოს პარლამენტის წევრთა რიგებში ირიცხება.

ნიკა მელიას დაპატიმრებამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. ამჟამად პარლამენტში მზადდება კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომელიც 20–21 ივნისის ღამის მოვლენებში ყველა ბრალდებულს, მათ შორის მელიასაც შეეხება.

ყველა ახალი ამბავი
0