რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

© photo: Sputnikირაკლი ღრიბაშვილი
ირაკლი ღრიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.04.2021
გამოწერა
რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები მომავალშიც გაღრმავდება. ამასთან მან ირაკლი ღარიბაშვილს „საპასუხისმგებლო სახელმწიფო თანამდებობაზე წარმატებები“ უსურვა.

თბილისი, 27 აპრილი – Sputnik. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ფლორინ-ვასილე კიცუმ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2020
ტურიზმის აღორძინება: რაზე შეთანხმდნენ საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტები

როგორც ფლორინ-ვასილე კიცუს ოფიციალურ მილოცვაშია აღნიშნული, რუმინეთი მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების დაცვის საკითხებში, ასევე ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. გარდა ამისა, რუმინეთის პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას... ვსარგებლობ შემთხვევით, რათა გამოვხატო კმაყოფილება ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგითა და სექტორული თანამშრომლობით. ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, ასევე ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროებში რეგიონული მნიშვნელობის საერთო პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, როგორც ჩვენი საერთო დღის წესრიგის მნიშვნელოვანი პუნქტი“, – ნათქვამია კიცუს გზავნილში.

საქართველოს პარლამენტმა პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით განახლებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა 22 თებერვალს გამოუცხადა.

ყველა ახალი ამბავი
0