ნიკა მელია თანახმაა ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გამოვიდეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერად
საპროტესტო აქცია რუსთავის ციხესთან ნიკა მელიას მხარდასაჭერად - Sputnik საქართველო, 1920, 26.04.2021
გამოწერა
ნიკა მელია მმართველ პარტიას მოუწოდებს, გაიწვიოს ამნისტიის შესახებ კანონი, ოპოზიციას კი - არ მიიღოს მონაწილეობა მის განხილვაში

თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია თანახმაა, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაო მის ნაცვლად ევროკავშირმა გადაიხადოს.

„პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასა და 6 თვის განმავლობაში ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას შორის კომპრომისული შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია. ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს ნიკა მელიას და ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელს გიორგი რურუას.

ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2021
ამნისტიის შესახებ კანონი 20 ივნისის მოვლენების ყველა ფიგურანტს არ შეეხება

მელიამ თავისი Facebook-გვერდის საშუალებით მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტს, და მოუწოდა მათ არ მიიღონ მონაწილეობა „ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რომელსაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ჰქვია“. 

„არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას“, - დაწერა მან.

მელიას აზრით, „ქართული ოცნება“ ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველასა და ყველაფერზე მაშინაც კი, თუ ოპოზიცია მას ხმას არ მისცემს. ოპოზიცია კი ამ პროცესიდან დისკრედიტირებული გამოვა, მიაჩნია მელიას.

„თუ შეუძლებელია, ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია და ამ შემთხვევაში მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე“, - წერს მელია.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
ნიკა მელია, შესაძლოა, პატიმრობიდან ამნისტიის გარეშე გათავისუფლდეს

ნიკა მელია მიმდინარე წლის 23 თებერვალს პარტიის ცენტრალურ ოფისში დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. მანამდე პროკურატურის მოთხოვნით პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. დღეისათვის ნიკა მელია კვლავ საქართველოს პარლამენტის დეპუტატია.

გათავისუფლების გარანტიების მიუხედავად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებს შეთანხმების ხელმოწერაზე და პარლამენტში შესვლაზე მანამ, სანამ ნიკა მელია საპატიმროდან არ გამოვა.

ყველა ახალი ამბავი
0