საქართველოს თავდაცვის მინისტრი უნგრეთის ელჩს შეხვდა

© Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
მხარეებმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ამასთან, ბუდაპეშტის სამხედრო–სამედიცინო ცენტრთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო შეხვედრების საკითხებიც განიხილეს.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვიქტორია ჰორვატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

პიტერ სიიარტო - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

თავდაცვის მინისტრმა უნგრეთს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხებსა და ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებაში უნგრეთის როლზე იმსჯელეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და უნგრეთს შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლებაზე, სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მარტს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.

საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით 2013 წლიდან ფუნქციონირებს სახელმწიფოთაშორისი კომისია ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.

ყველა ახალი ამბავი
0