ზურაბიშვილის განცხადებამ რურუას შეწყალების შესახებ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

© photo: courtesy of Giorgi Ruruaგიორგი რურუა
გიორგი რურუა - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
„მთავარი არხის“ თანამფლობელის, გიორგი რურუას ციხიდან გათავისუფლება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც „მთავარი არხის“ თანამფლობელის, გიორგი რურუას შეწყალებას ეხება, ოპოზიციის ლიდერებმა შეაფასეს. 

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გიორგი რურუას შეიწყალებს იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება და ოპოზიცია ხელს მოაწერენ  შეთანხმებას, რომელიც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად შემუშავდა.

სალომე ზურაბიშვილია - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
პრეზიდენტი მზადაა გიორგი რურუა გარკვეული პირობებით შეიწყალოს

რურუას გათავისუფლება ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციის ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნას წარმოადგენს.

რურუა გლდანის №8 საპატიმროში იხდის სასჯელს. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2020 წლის ივლისში იგი დამნაშავედ ცნო იარაღის უკანონო შენახვა-მოხმარება-ტარებაში და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტის მიმართვის ფორმას არასწორი უწოდა, რადგან „ზეპარტიული ადამიანისთვის“ ულტიმატუმის ფორმით საუბარი შეცდომაა.

„თუ ასე იქნება, მოვაწერ, არ იქნება - არ მოვაწერ. რას ნიშნავს ეს? ძალიან უცნაური განცხადებაა. ზურაბიშვილმა არათუ ულტიმატუმები არ უნდა დააყენოს, არამედ თავისი გადაწყვეტილებით ხელი უნდა შეუწყოს გარკვეულ ნაბიჯს ოპოზიციის მხრიდან. ულტიმატუმის წამოყენებას არასწორად მივიჩნევ ზეპარტიული პრეზიდენტის მხრიდან“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.04.2021
 პრეზიდენტი სიძულვილის ენაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით გამოდის

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერისგან განსხვავებით, სახელმწიფოს მეთაურის განცხადება დადებითად შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ რურუას გათავისუფლებისთვის ყველა წინაპირობა არსებობს.

„ახლა ის მომენტია, როცა ყველამ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რათა რაღაც თანხმობისკენ მივიდეთ და ეს ახალი პოლიტიკური კულტურა ვუჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს. მართლაც საოცარი შრომა გაწიეს ამ ექვსი თვის განმავლობაში. ასე რომ, იმედი მაქვს, შეთანხმება მალე გაფორმდება და მალე ვიხილავთ გიორგი რურუას თავისუფალს, ამისთვის ყველა წინაპირობა არსებობს. რაც შეეხება ნიკა მელიას, დარწმუნებული ვარ, მალე ვიხილავთ ნიკა მელიას თავისუფალს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დადებითად შეაფასა პრეზიდენტის განცხადება რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა ხათუნა სამნიძემაც. მისი თქმით, სწორედ პრეზიდენტმა გადაწყვიტა პირველი ნაბიჯის გადადგმა კრიზისის განსამუხტად.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
„ბრძოლა არ დასრულებულა" – ოპოზიცია სამომავლო გეგმებზე საუბრობს

„პრეზიდენტის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მან დაინახა ფართო შეთანხმების შესაძლებლობა. რურუას საკითხი იყო ერთ-ერთი საკვანძო, რათა ჩვენ დაგვენახა, რომ ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი. ამ შემთხვევაში, ქალბატონმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა, კრიზისის განმუხტვის პირველი ნაბიჯი გადაედგა, პირველი გადაწყვეტილება მიეღო, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიური იმისთვის, რომ პროცესი უფრო პოზიტიურად გაგრძელდეს, ანუ ფართო შეთანხმებას მივაღწიოთ“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

ზურაბიშვილის განცხადება უყურადღებოდ არც მმართველ პარტიაში დაუტოვებიათ. პარლამენტის ვიცესპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი გადაწყვეტილების მიღებამდე უმრავლესობასთან და უმცირესობასთან გაივლიდა კონსულტაციას.

„პრეზიდენტს რომ მეტი კონსულტაციები ჰქონდეს უმრავლესობასა და უმცირესობასთანაც, უკეთესი იქნება. ასეთი პრინციპული საკითხის გადაწყვეტა პრეზიდენტის დისკრეციაა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით მოსალოდნელია  შეფასებების სხვადასხვა ვარიაცია, ესეც უნდა ცოდნოდა. გაბედულია, თავის თავზე აიღო, მაგრამ მნიშვნელობა ამას აქვს, რას ფიქრობს ხალხი, ვინც დღეს პასუხისმგებლობას არ იზიარებს საზოგადოების და ხალხის წინაშე, თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
საქართველოს პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ახალი პირობები – მომხრეები და მოწინააღმდეგეები

გუშინ თბილისში გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული შეთანხმების ახალი ვარიანტი. ახალი დოკუმენტის მიხედვით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ. კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულის მიმართ. აგრეთვე პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

ყველა ახალი ამბავი
0