დუბლი ორი: „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან შეთანხმების ახალ ვარიანტს ხელს მოაწერს

© Sputnik / STRINGERარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება მორიგ შემხვედრ ნაბიჯს დგამს და შეთანხმების ახალი პირობების ხელმოწერის მზადყოფნას გამოთქვამს.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხელს მოაწერს ოპოზიციასთან შეთანხმების განახლებულ ვარიანტს, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

„გუნდში გვქონდა მსჯელობა და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე იმ შემთხვევაში წავა, თუ საერთაშორისო პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სამართლიანობისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვით, როგორც ეს OSCE/ODIHR-ის დასკვნაშია აღნიშნული. 

კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2021
შარლ მიშელმა ქართველ პოლიტიკოსებს კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი შეთანხმება შესთავაზა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის ახალი ვერსია, ისევე, როგორც მისი წინა ვარიანტი, ხუთი პუნქტისგან შედგება. თუმცა, მათგან ორ პუნქტში არსებითი ცვლილებები შევიდა – პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნები.

პირველი – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს.

16 აპრილს მმართველმა პარტიამ საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტის წინა ვარიანტს. როგორც მაშინ „ქართულმა ოცნებამ“ თავად განაცხადა, თუ თვითმართველობის არჩევნებში ხმების 40%-ს ვერ აიღებს, არჩევნების ჩატარებაზე ოპოზიციის მოთხოვნას დათანხმდება. 

მეორე – შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.  კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულის მიმართ. ასევე პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

ყველა ახალი ამბავი
0