გიორგი გახარია

პირველი განხეთქილება „ქართულ ოცნებაში“ გახარია შეტევაზე გადადის?

211
(განახლებულია 17:13 15.04.2021)
მიუხედავად იმისა, რომ გახარია ჯერ დუმილს ინარჩუნებს და გეგმებს არ ასაჯაროებს, მის ირგვლივ მითქმა-მოთქმა არ წყდება.

საქართველოს ყოფილ პრემიერს პარტია ჯერ არ შეუქმნია, მმართველი პარტია კი უკვე რამდენიმე დეპუტატმა დატოვა და გახარიას გუნდში გადასვლა გადაწყვიტა. ახლა მმართველ პარტიას პარლამენტში 84 დეპუტატი დარჩა და საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვისგან ცხრა ადამიანი აშორებს.

„ქართული ოცნება“ ოთხშაბათს ყველასთვის მოულოდნელად ექვსმა დეპუტატმა დატოვა. მათ შორის არიან ყოფილი ომბუდსმენი, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლები და სამი მსხვილი რეგიონის – სამეგრელო–ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის ყოფილი ხელმძღვანელები.

ყველა მათგანი მთავრობის ყოფილი მეთაურის გიორგი გახარიას თანამოაზრე იყო და ახლა მათ ღიად განაცხადეს, რომ მისი გუნდის წევრები გახდებიან.

„ჩვენ ვართ გიორგი გახარიას გუნდის წევრები, თანამოაზრეები და გვაერთიანებს საერთო ღირებულებები და ფასეულობები. ახალი ამბავი გახლავთ ის, რომ ჩვენ დღეიდან გახარიასთან ერთად ერთობლივი გადაწყვეტილებით გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – აღნიშნა „ოცნებიდან“ წასულმა ერთ-ერთმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მოგვიანებით ერთ-ერთ ტელეინტერვიუში ხოჯევანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ გახარიას და მისი პარტიის გეგმებში არჩევნებში მონაწილეობა შედის.

„იქნება ეს თვითმმართველობის არჩევნები თუ სხვა არჩევნები, ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზადებას დაიწყებს ამ არჩევნებისთვის და, შესაბამისად, მონაწილეობას მიიღებს არჩევნებში“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ახლო მომავალში გაიმართება პარტიის პრეზენტაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება მისი აქტივი და ამის შემდეგ პოლიტიკური ძალა მოემზადება შემოდგომის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის.

გახარიას გუნდის კიდევ ერთმა წევრმა გიორგი ლილუაშვილმა მომავალი პოლიტიკური ძალის გეგმებზე ისაუბრა.

„პოლიტიკური პარტიის მშენებლობის პროცესი ასევე ნებისმიერ მომდევნო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას მოიაზრებს და ჩვენ ამისთვის ვემზადებით. ჩვენ რადიკალებთან არაფერი გვაქვს საერთო, დანარჩენებთან დაკავშირებით მომავალში გვექნება საუბარი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ რეაქცია

მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა გახარიას გადაწყვეტილების გამო იმედგაცრუება გამოთქვეს.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ აქტიურმა წევრმა დიტო სამხარაძემ კი ისიც შეახსენა ყოფილ თანაგუნდელებს, ვინ მოიყვანა გახარია პოლიტიკაში.

„ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ გახარიას, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა“, – განაცხადა სამხარაძემ.

რატი იონათამიშვილმა კი აღნიშნა, რომ გახარიას პარტიის ადგილი პარლამენტში საერთოდ არ არის.

„საპარლამენტო უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს საპარლამენტო მანდატის დატოვებას კანონი არ ავალდებულებს, თუმცა მორალურად ეს სწორი ნაბიჯი იქნებოდა. მანკიერი პრაქტიკაა, როცა ადამიანები ერთი პარტიის რესურსით სარგებლობენ, როცა არჩევნებს იგებენ და შემდეგ პარტიიდან გასული ადამიანები ოპონირებას იმ მანდატით იწყებენ, რომელიც მათთვის ამომრჩეველს არ მიუნიჭებია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

„ქართული ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა კახა კახიშვილმა აღნიშნა, რომ პარტიიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლის შემდეგ განხეთქილება გარდაუვალი იყო.

„როცა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნებიდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, დარჩნენ ადამიანები, ვინც მისი მხარდამჭერები იყვნენ და „ქართულ ოცნებაში" მისი ფაქტორის გამო იყვნენ. შესაბამისად, დღეს სხვა მოცემულობაა. ვფიქრობ, გიორგი გახარია არსად წავიდოდა პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი რომ ყოფილიყო“, – განაცხადა კახიშვილმა.

ამასთან მან დასძინა, რომ მიმდინარე მოვლენები განხეთქილების მხოლოდ დასაწყისია.

პარტიის ლიდერები, თავის მხრივ, ირწმუნებიან, რომ განხეთქილება არ მოხდება.

„ქართული ოცნების" გუნდს ექნება სრული უმრავლესობა ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისთვის, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენ საზოგადოებას. აქედან გამომდინარე, რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას" არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები... ასეთი რისკები გამორიცხულია“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ანრი ოხანაშვილმა.

გახარიას ფაქტორი

ამჟამად გახარია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართველი პოლიტიკოსი და გადამდგარი პრემიერ-მინისტრია. ნებისმიერი მისი გამოჩენა სოციალურ ქსელში ათასობით მოწონებას აგროვებს, რაც ქართული პოლიტიკისთვის რეკორდია.

IRI-ს მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის ბოლო კვლევაში გახარიამ ყველაზე პოპულარული ადამიანების რეიტინგში კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა.

პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ გახარია იქნება არა მმართველი პარტიის, არამედ იმათი კონკურენტი, ვინც თავს მესამე ძალად წარმოაჩენს.

„უნდა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. გახარიას აქვს პოპულარობა, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა, „ქართულ ოცნებას“ ბევრი ხმა წაართვას. „ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლების ერთგული კოჰორტა ჰყავს – დაახლოებით 35%. „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ ხმებს შეინარჩუნებს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არსად წავა, მაგრამ გახარიამ სერიოზული დარტყმა შეიძლება მიაყენოს იმ პარტიებს, რომლებიც თავს მესამე ძალას უწოდებენ“, – აღნიშნა სიხარულიძემ „Sputnik-საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ექსპერტმა აღნიშნა, რომ ჯერ გაუგებარია, კონკრეტულად რას შესთავაზებს გახარია საზოგადოებას და ახლა მას მოუწევს კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის საკითხზე ჩამოყალიბება.

„ამ საკითხში შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ორი პოზიცია: მელიას ციხეში დატოვება ან გათავისუფლება. გახარიას მესამე, ალტერნატიული პოზიცია ვერ ექნება“, – აღნიშნა სიხარულიძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, მათ გახარია შეაფასეს, როგორც ივანიშვილის პროექტი.

„მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა „ბ“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

გიორგი გახარია კი ჯერჯერობით დუმილს ინარჩუნებს და გეგმებზე არ საუბრობს.

211
გიორგი ვაშაძე

ID-ბარათები თუ ძველი პირადობის მოწმობები: რაზე მსჯელობენ ოპოზიცია და მმართველი პარტია

45
მხარეების მთავარი ამოცანა პოზიციების დაახლოებაა და OSCE/ODIHR-ის და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის ასახვა საარჩევნო რეფორმაში

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოში მომავალი არჩევნები შესაძლოა ID-ბარათების და არა ძველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გამოყენებით გაიმართოს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ საარჩევნო სისტემის რეფორმა განიხილეს სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც კაჭრეთში სასტუმრო „ამბასადორში“ გაიმართა.

„ერთი კონკრეტული შედეგი შემიძლია გითხრათ, პრინციპში, რაზეც უკვე შევთანხმდით კიდეც – ძველი პირადობის მოწმობებით არჩევნებში მონაწილეობა აღარ იქნება, მხოლოდ ID-ბარათი იქნება, რაც არის უკვე ძალიან მაგარი მიღწევა ერთი საათის მუშაობის შედეგად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფს არჩევნებზე მხოლოდ ID ბარათების გამოყენებაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

„ერთ-ერთ საკითხად განიხილება ისიც, რომ ხომ არ იქნება სწორი, გადავიდეთ მეტი ინტენსივობით ID-ბარათების გამოყენებაზე, თუმცა, ამას თან სდევს გარკვეული პრაქტიკული პრობლემები, აღსრულების ნაწილი და ა.შ. რაზეც ვმსჯელობთ. ჯერ ამ საკითხზე არ შევთანხმებულვართ. ვმსჯელობთ, გარკვეული კონტექსტის გათვალისწინებით, მოქალაქეების ნების საწინააღმდეგო ხომ არ იქნება“, – გააცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ამოცანა არჩევნების ორგანიზაციის ეფექტიანობის ამაღლებას მოიცავს.

„ჩვენი მთავარი საზრუნავია, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტიანად და მოქნილად შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს კომფორტული სერვისი, რომ ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდეს საარჩევნო პროცესში ჩართვა“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ინიცირებული ცვლილებები ამომრჩეველთა რეგისტრაციის და ხმების დათვლის ელექტრონული სისტემების დანერგვას გულისხმობს, იზრდება საარჩევნო საკითხთან დაკავშირებული საჩივრების შეტანისა და განხილვის ვადები. მომდევნო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-ზე ქვემოთ დადგინდება. კონკრეტული ზღვარი განისაზღვრება შესაბამის საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით გამართული საჯარო და საპარლამენტო დებატების შედეგად.

ადგილობრივი თვითმმართველობის მომდევნო არჩევნებზე თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის თვითმმართველ ქალაქებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ოთხი პროპორციული წესით არჩეული წევრი, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში ყოველ ერთ მაჟორიტარ წევრზე იქნება ორი პროპორციული წესით არჩეული წევრი.

საარჩევნო ბარიერი ქალაქის თვითმმართველობებში – თბილისის საკრებულოს შემთხვევაში შეადგენს 2,5%-ს, სხვა თვითმმართველობებში – არაუმეტეს 3,2%-ს. OSCE/ODIHR-ის რეკომენდაციების შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად განახლდება.

45
საპარლამენტო არჩევნები

როგორ ჩატარდება საქართველოში არჩევნები? „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია მუშაობას შეუდგნენ

31
(განახლებულია 22:40 10.05.2021)
მხარეების მთავარი ამოცანა პოზიციების დაახლოება და საარჩევნო რეფორმაში OSCE/ODIHR-ის და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის ასახვაა.

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. ოპოზიცია და მმართველი პარტია განიხილავენ საარჩევნო სისტემის რეფორმას სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ იმართება.

შეხვედრაში მონაწილეობენ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერები, ასევე იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის კომპრომისულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებიან.

ვფიქრობ, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, სადაც საჭიროა ჩვენი პოზიციების დაახლოება. მეორეა - ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რა მასშტაბითაც და რა ფორმითაც შესაძლებელია. ჩვენ მივიღებთ საარჩევნო ადმინისტრაციის გაცილებით უფრო გამართულ მუშაობას, საჩივრების განხილვის გამართულ სისტემას, აღნიშნა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მათ საარჩევნო სისტემის რეფორმაზე 40-მდე წინადადება აქვთ მომზადებული.

„რამეზე თუ უნდა შევთანხმდეთ, ისაა, როგორ ჩავატაროთ არჩევნები, რომ მომავალი არჩევნები არ იყოს კითხვებით სავსე და პოლიტიკური კრიზისის წყარო. ეს ცვლილებები უზრუნველყოფს იმას, რომ შემოგვაქვს ელექტრონული დათვლის და ანაბეჭდების მექანიზმი, ასევე 10 პროცენტის სავალდებულო გადათვლა, საჯარიმო სანქციებია შეკრებაზე და იზრდება საარჩევნო უბნებთან გადაადგილების რადიუსი. ეს ყველაფერი იმის განცდას გააჩენს, რომ საქართველოში არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნება. დარღვევები იქნება, მაგრამ, მთავარია, ამან გავლენა არ მოახდინოს არჩევნების შედეგებზე“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დეპუტატმა ოპოზიციური პარტიიდან „მოქალაქეები“ ლევან იოსელიანმა.

სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ორ დღეს გასტანს. მისი მუშაობის შედეგად საარჩევნო კანონმდებლობაში OSCE/ODIHR-ის და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია უნდა აისახოს.

მაისის დასაწყისში ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა გამოაქვეყნეს დასკვნა საქართველოს საარჩევნო კოდექსში მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით და უარყოფითად შეაფასეს ცესკოს წევრთა შერჩევის პრინციპი და დამკვირვებლებისადმი მოთხოვნები.

ვენეციის კომისიამ და OSCE/ODIHR-მა ამჟამად მოამზადეს სრული ანგარიში ცვლილებებზე და კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე უამრავი შენიშვნა გამოთქვეს. შენიშვნების ძირითადი ნაწილი საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესს ეხებოდა.

ერთ-ერთი მთავარი შენიშვნა ეხება პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიებში. ვენეციის კომისიის თვალსაზრისით, არსებული მოდელი ვერ აღმოფხვრის მმართველი პარტიის დომინირების საკითხს საარჩევნო კომისიებში.

ასევე უკმაყოფილება გამოიწვია ცვლილებებში გაწერილმა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის პროცესმაც. ცვლილებების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აღარ დაეკითხება სამოქალაქო საზოგადოებას კანდიდატის არჩევისას, რაც, კომისიის თვალსაზრისით, მიზანშეწონილი არაა საზოგადოებაში ცესკოს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობისადმი დაბალი ნდობის ფონზე.

31
ბათუმის ბოტანიკური ბაღი

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 მაისი

0
(განახლებულია 09:16 10.05.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 11 მაისია, სამშაბათი. ახალმთვარეობა კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.

დღეს გრძნობები გაბატონდება გონებაზე. თუ ნეგატივს ავყვებით და გულში წყენას შევუშვებთ, ის ღრმა კვალს დატოვებს დიდი ხნით. და თუ პოზიტიურ მომენტებზე შევაჩერებთ გულისყურს და უარყოფით წვრილმანებს არ მივაქცევთ ყურადღებას, დღე ძალიან პროდუქტიული იქნება, ამ დღისთვის დამახასიათებელი ენერგიულობა, შრომისუნარიანობა წარმატებების კარს გახსნის.

რას ნანობენ ზოდიაქოს ნიშნები?>>

ვერძი: დღევანდელი დღე მოითხოვს, რომ ფინანსური საკითხები მოაგვაროთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემები შეიძლება შეგექმნათ, უბრალოდ ფულთან დაკავშირებული საკითხები ყურადღებას მოითხოვს. კარგი დღეა იმისთვის, რომ გაერკვიოთ თქვენს ბიუჯეტში, დაითვალოთ შემოსავლები და შეადგინოთ ბიზნეს–გეგმა უახლოესი კვირების ან დღეებისთვის. თუ ამ რჩევას გაითვალისწინებთ, მოგებაში დარჩებით.

კურო: იმდენად შრომისუნარიანი ხართ, რომ ეს თავადაც გაგაკვირვებთ, არამცთუ კოლეგებსა და ახლობლებს. ნებისმიერ პრობლემაში ძირეულად გაერკვევით და მისი გადასაჭრელად უნივერსალურ გასაღებს მოძებნით. სამეცნიერო ძიებანი, სწავლა და ნებისმიერი სამუშაო, რომელიც ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს, დღე ისე იოლად გამოგივათ, როგორც არასდროს. ერთადერთი – განწყობამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ და გამოამჟღავნოთ გაღიზიანება მათ შორის უმიზეზოდაც.

ტყუპი: ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღეს გარშემომყოფების მხრიდან დიდ ყურადღებას მოერიდოთ. არ ხართ იმგვარ განწყობაზე, რომ თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოთ, ამიტომ, თუ დრო ამის საშუალებას გაძლევთ, დაელოდეთ. სამაგიეროდ იდეალური დღეა იმისთვის, რომ მომავალ წარმატებას საძირკველი მოუმზადოთ. იმუშავეთ საკუთარ პროექტზე, მოამზადეთ საჭირო მასალები, მოიფიქრეთ არგუმენტები და როდესაც ყურადღების ცენტრში აღმოჩენის დრო დადგება, ყველას გაოცებას შეძლებთ.

კირჩხიბი: ერთნაირად ხელსაყრელი დროა საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის. ბევრთან შეგიძლიათ კონტაქტის დამყარება, იცით, რას გრძნობენ ადამიანები. ახალი ნაცნობობით შეიძლება სათავე დაედოს მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს. ეს ბევრად იქნება დამოუკიდებული იმაზე, მოისურვებთ თუ არა ინიციატივის გამოჩენას. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრა ადამიანთან, რომელიც ძალიან მოგენატრათ.

ლომი: აუცილებელია მუშაობა, მაგრამ სამუშაო გარემოს შექმნა შეიძლება გაგიჭირდეთ. დღე თქვენგან ყურადღების კონცენტრაციასა და დაგროვებულ საქმეებთან გამკლავებას მოითხოვს. მზად ხართ, თავი აჩვენოთ, მაგრამ გარშემომყოფები ხშირად ამოგაგდებენ კალაპოტიდან და ხელს შეგიშლიან. ყველაფერი ისე რომ გააკეთოთ, როგორც დაგეგმილი გაქვთ, დროებით მაინც უნდა გაერიდოთ ხმაურსა და ორომტრიალს, მოძებნოთ წყნარი ადგილი – სულ ეს გჭირდებათ იმისთვის, რომ საქმეები ფრიადზე შეასრულოთ.

ქალწული: გულწრფელი ურთიერთობების დიდი სურვილი გაგიჩნდებათ. ჩვეულებრივმა საქმიანმა საუბრებმა, შესაძლოა, გაგაღიზიანოთ და დაპირისპირებებიც კი გამოიწვიოს. თუ ვინმეს ახლოს გაცნობა გსურთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღეს გააკეთოთ. არა აქვს მნიშვნელობა, ვინაა ეს ადამიანი – ახლობელი, კოლეგა თუ პარტნიორი. ისაუბრეთ მასთან გულახდილად, გაიგეთ, რას ფიქრობს ის და რისკენ ისწრაფვის. ეს შეიძლება თქვენ შორის განსაკუთრებული ურთიერთობების პირველი ნაბიჯი აღმოჩნდეს.

სასწორი: დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ მთელი ძალებით ცდილობთ კონფლიქტებს აარიდოთ თავი, მაგრამ კონფლიქტები თვითონ გეძებენ და გპოულობენ. დაპირისპირებები, წყენა ცარიელ ადგილზე – ეს ყველაფერი მოსალოდნელია იქ, სადაც თქვენ გაჩნდებით. სინამდვილეში კი გაუგებრობების მიზეზი თქვენ ხართ თქვენი გაძლიერებული ემოციებით და საკმარისია მცირე ნაპერწკალიც, რომ „ცეცხლი აგიზგიზდეს“. თუ არ გინდათ მთელი დღის კამათში გატარება, ყველა წვრილმანს ნუ გამოედევნებით.

მორიელი: ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს არანაირი გრანდიოზული ამოცანა არ დაისახოთ. ეს ის დღეა, როცა არ ღირს არაფრის დამტკიცება არც საკუთარი თავისა და არც სხვებისთვის. რაღაც საქმეები უკვე გაკეთებული გაქვთ, რაღაც კი მოიცდის. სჯობს, დაისვენოთ, მოდუნდეთ. მაგრამ თუ ერთ ადგილას ვერ ისვენებთ, ისეთი საქმე გააკეთეთ, რომელიც მინიმალურ სულიერ ძალას მოითხოვს. მაგალითად, მიხედეთ სახლის საკიტხებს, ან დიდი პროექტის ერთ რომელიმე ნაწილს.

მშვილდოსანი: დღეს თქვენი კონტაქტები გარშემომყოფებთან მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. და ამაში „დამნაშავე“ თავად თქვენ იქნებით. გაგიჭირდებათ ადამიანებთან ურთიერთობები. თუნდაც თავს ძალა დაატანოთ, ამისგან მაინც არაფერი გამოვა – ხართ გაღიზიანებული და ჩხუბის პროვოცირება შეგიძლიათ. აქედან გამომდინარე, ვარსკვლავები გირჩევენ, დღეს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და გააკეთოთ ის საქმეები, რომლებსაც მარტოც გაუმკლავდებით და სხვების დახმარება არ გჭირდებათ.

თხის რქა: დღეს ძირეულად შეიგრძნობთ ფრაზას „ცხოვრება თეატრია“, რადგან სწორედ თქვენ ითამაშებთ სპექტაკლში მთავარ როლს. შეგრძნება, რომ დგახართ პროჟექტორებით გაჩახჩახებულ სცენაზე, მთელი დღე გექნებათ და ეს შესაბამისად, ანუ დემონსტრაციულ მოქმედებას გაიძულებთ. უფრო მეტიც, შეიძლება ტრაგიკული როლიც მოირგოთ და მიანიშნოთ გარშემომყოფებს, თუ როგორ არ გაფასებენ და გიგებენ ისინი. ტრაგედია რომ კომედიად არ გადაიქცეს, ზედმეტიც არ მოგივიდეთ საკუთარი თავის შეცოდებაში.

მერწყული: წყნარი და მშვიდი დღე გელოდებათ, რომელიც სჯობს საოჯახო საზრუნავში ან სამომავლო გეგმების დაწყობაში გაატაროთ. დაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ სახლი და ამასთან, ფიქრებიც. არ გაწყენთ ბოლო ხანს გაკეთებული საქმეების შეჯამება და შემდეგ უახლოესი დროის მოქმედებების გეგმის შედგენა. ახლობელ ადამიანებთან დაპირისპირებას კი აუცილებლად უნდა მოერიდოთ – მცირე წყენაც კი მძიმე დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს.

თევზები: დღეს მომატებული ცნობისმოყვარეობა და სხვისი საიდუმლოს გაგების სურვილი მოგეძალებათ. თუ ჩვეულებრივ დღეებში მაინცდამაინც არ გაწუხებთ, თუ რას მალავენ გარშემომყოფები თქვენგან, ახლა მზად ხართ, ამის გასაგებად ძალ–ღონე არ დაიშუროთ. სხვათა შორის, სიტუაცია შეიძლება ისე აეწყოს, რომ უნებურად სხვისი საიდუმლო შეიტყოთ ან საკუთარი შემთხვევით წამოგცდეთ. ეს რომ არ მოხდეს, ენას კბილი უნდა დააჭიროთ და ჭორიკანა ადამიანებს გვერდი აუაროთ.

0