„ქართული ოცნება“ ცვლილებების ზღვარზეა? - ჭორები და ფაქტები

© Sputnik / STRINGERირაკლი კობახიძე. მმართველი პარტიის ბრიფინგი
ირაკლი კობახიძე. მმართველი პარტიის ბრიფინგი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
გამოწერა
ქართულ მედიაში აქტიურად ვრცელდება ხმები მმართველ პარტიაში მომავალი ცვლილებების შესახებ - საუბრობენ კობახიძის, კალაძის წასვლაზე

თბილისი, 6 აპრილი  – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უახლოეს დროს შესაძლოა დაიკავოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტი, აცხადებენ მასმედიის საშუალებები. მმართველ პარტიაში ამ ინფორმაციას უარყოფენ.

კალაძე პოლიტიკიდან მიდის და მილანში ბრუნდება? >>

მმართველი პარტიის მეთაურის შეცვლის შესახებ ინფორმაცია ტელეარხ Formula-მ გაავრცელა. ეს ტელეკომპანია ბოლო დროს ხშირად ავრცელებს ინფორმაციას „ქართული ოცნების“ კულუარებიდან, რომელიც მოგვიანებით რეალობად იქცევა. მაგალითად, გამართლდა ინფორმაცია გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ, შემდეგ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის თაობაზე, მოგვიანებით კი ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის წასვლის შესახებ.

კრისტიან დანიელსონი - Sputnik საქართველო, 1920, 05.04.2021
შეიცვლება თუ არა მოლაპარაკებების ფორმატი „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის

ახლა ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შესაძლო გადადგომისა და თბილისის მერის კახა კალაძის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ. Formula TV–ს თანახმად, კობახიძის სავარაუდო წასვლის მიზეზი არის უთანხმოება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ადგილობრივი ხელისუფლების მოახლოებული არჩევნების თაობაზე, უფრო სწორად, რეგიონებში მერობის კანდიდატებთან და საკრებულოს დეპუტატთა სიებთან დაკავშირებით.

სწორედ ღარიბაშვილი იკავებს პარტიის პოლიტიკური მდივნის თანამდებობას და პასუხისმგებელია პარტიის რეგიონალურ ოფისებზე და ადგილებზე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაზე.

პარტიის ბოლო პოლიტსაბჭოზე ერთ-ერთი მთავარი იყო არჩევნების თემა, რომელიც ამ წლის შემოდგომაზე გაიმართება. „ქართული ოცნებისთვის“ ეს პირველი არჩევნები იქნება მისი დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის გარეშე, რომელიც ამ წლის იანვარში პოლიტიკიდან წავიდა. პირველად „ოცნებამ" არჩევნებისათვის მზადება გაზაფხულიდანვე დაიწყო და საარჩევნო კამპანიის ფაქტობრივი დაწყებისა და რეგიონებში გასვლის შესახებ განაცხადა.

რაც შეეხება კალაძეს, პოლიტიკიდან მის წასვლას აკავშირებენ ახლახან გამოვლენილ დაავადებასთან, რომლის მიზეზი მისი სპორტული წარსული და დატვირთული სამუშაო გრაფიკია თბილისის მერის თანამდებობაზე.

ოფიციალური განცხადებები

ამავდროულად, მმართველ პარტიაში ორი მთავარი ფიგურის - ღარიბაშვილისა და კობახიძის დაპირისპირების ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრისა და პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. გუნდი მუშაობს და ცდილობს უპასუხოს ეკონომიკურ გამოწვევებს, შეამციროს სიღარიბე და შექმნას სამუშაო ადგილები, აცხადებს თალაკვაძე.

პარტიის კიდევ ერთმა წევრმა, ბექა დავითულიანმა უარყო ინფორმაცია, რომ მმართველ პარტიაში უკვე კანდიდატთა სიებზე მსჯელობენ.

„ამ ეტაპზე მომავალი კანდიდატების განხილვა არ მიმდინარეობს”, - განაცხადა დავითულიანმა.

რაც შეეხება კალაძეს, მმართველ პარტიაში ჯერ კიდევ ჭორების გავრცელებამდე განაცხადეს, რომ თბილისის მერი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს და იმუშავებს ბოლომდე.

ექსპერტის მოსაზრება

პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  „ქართული ოცნებიდან“ კობახიძისა და კალაძის წასვლის შემთხვევაში მმართველი პარტია ძლიერ კადრებს დაკარგავს.

„ქართული ოცნება" ამით ნამდვილად დაკარგავს. პარლამენტში წამყვანი ფიგურაა კობახიძე. აღმასრულებელ სტრუქტურებში, მათ შორის. ადგილობრივ მმართველობაში, რა თქმა უნდა, კალაძე ლიდერია. გამოქვეყნებულ რეიტინგებში კალაძე პატრიარქისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრ გახარიას შემდეგ მესამე ადგილზეა. აი სწორედ ამ მესამე ადგილს დაკარგავს „ქართული ოცნება“, - განაცხადა საყვარელიძემ.

ამასთან, პოლიტოლოგმა მოუწოდა ყველას, არ აჰყვნენ ჭორებს და დაელოდონ მოვლენების განვითარებას.

ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძისთვის კი შიდა პარტიული კონფლიქტები და რყევები „ქართულ ოცნებაში" ბუნებრივი პროცესია.

ტურისტები დედაქალაქში - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
პოლარიზაცია და უსიამოვნო სიურპრიზი: რა აჩვენა IRI-ს გამოკითხვამ საქართველოში

„როდესაც პარტიაში ხდება საკადრო ცვლილებები, განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრის დონეზე, ყოველთვის არის რყევები და გადალაგება“, - განაცხადა ძაბირაძემ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ საკითხი არ არის კალაძის, კობახიძის ან მმართველი პარტიის სხვა წევრების წასვლაში, არამედ მნიშვნელოვანია ის, თუ რას გააკეთებენ ისინი შემდგომში.

„არ აქვს მნიშვნელობა ვინ წავა და ვინ დარჩება, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ რას გააკეთებს შემდგომში ის, ვინც წავა“, - განაცხადა ძაბირაძემ.

მისი აზრით, თუ კობახიძე და კალაძე დატოვებენ „ქართულ ოცნებას“ და პოლიტიკას, ეს გავლენას არ მოახდენს პარტიის რეიტინგზე, რადგან მათ ამომრჩეველს წასასვლელი აღარ ექნება.

ყველა ახალი ამბავი
0