ირაკლი ქადაგიშვილი

„ბოიკოტი უნდა დასრულდეს" პარტია „გირჩი“ მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

49
(განახლებულია 15:21 06.04.2021)
საკანონმდებლო ორგანო შეიძლება კიდევ ერთი ოპოზიციური ძალით შეივსოს – დიალოგისთვის „გირჩი“ მზადყოფნას გამოთქვამს

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციურ პარტია „გირჩთან“ მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა. 

პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი–გირჩი“ სხვა ოპოზიციური პარტიებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა და დეპუტატის მანდატებზე უარის თქმას არ აპირებდა.

 „ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკებებისა და გონივრული კომპრომისის მიღწევისთვის. ამიტომაც ჩვენ კარი ყოველთვის ღიაა. ამის დასტურია მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი ნაყოფიერი თანამშრომლობა იმ ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებიც ახლა პარლამენტში არიან წარმოდგენილი. თუ სხვა პარტიებსაც ექნებათ ანალოგიური სურვილი, ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ქვეყნის დემოკრატიული განვითარება ვაჭრობის საგნად არ უნდა იქცეს – არის საკითხები, რომელთა მიმართებითაც შეიძლება შეთანხმება, აღნიშნა დეპუტატმა.

 „რაც შეეხება მათ მოთხოვნებს, საარჩევნო ბარიერის დაწევაზე საკონსტიტუციო ცვლილებები  უკვე ინიცირებულია და ეს ის თემაა, რაზეც საუბარი ყოველთვის შეიძლება. ოქროს შუალედი უნდა დავიჭიროთ, როცა მცირე პარტიებს უფლებას ვაძლევთ პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი. ამავე დროს  უნდა იყოს გონივრული საარჩევნო ბარიერი, რომელიც განსაზღვრულია ევროპული პარლამენტარიზმის გამოცდილებით“, – განაცხადა ქადაგიშვილმა. 

ოპოზიციის ბოიკოტი დესტრუქციული იყო და უკვე ნათელია, რომ ეს პროცესი აუცილებლად უნდა დასრულდეს, განაცხადა პარტია „გირჩის“ წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

 „ჩვენ, ფაქტობრივად, ჩიხში ვიმყოფებით. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დასრულდება. ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ რამდენიმე კვირის შემდეგ ეს ისტერია დასრულდება, რადგანაც ამ რეჟიმში გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ... ადრე თუ გვიან ის პარტიები, რომლებიც ადრინდელ ტაქტიკას შეინარჩუნებენ, ამომრჩევლის თვალში ყველაზე მეტად დაზარალდებიან“, – განაცხადა რაქვიაშვილმა ჟურნალისტებთან.

დღეისთვის პარლამენტის სხდომებზე ოპოზიციურ ფრთას „მოქალაქეები“ და „ევროპული სოციალისტები“ წარმოადგენენ.

დანარჩენი პარტიები ამ დრომდე არ აღიარებენ  2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და უარს აცხადებენ საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობაზე.

49
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (363)
გიორგი გახარია

გახარიას პარტია - ივანიშვილის გეგმა „ბ“ თუ რეალური ოპოზიცია 

43
(განახლებულია 11:37 15.04.2021)
დღეს უკვე ნათელია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელსაც, ბოლო სოციოლოგიური კვლევებით, საკმაოდ კარგი რეიტინგი ჰქონდა, ნამდვილად და სერიოზულად აპირებს პარტიის შექმნას და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას.

პარლამენტში უკვე გაჩნდა 6 კაციანი ჯგუფი, რომელთაც არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ ის საპარლამენტო თანამდებობობიც დატოვეს, რომელიც უმრავლესობის ქვოტით ჰქონდათ მიღებული და ეს კომიტეტის თავმჯდომარეების პირველი მოადგილის ავტომობილითა და სხვა ამქვეყნიური სიკეთეებით სავსე პოსტებია. სავარაუდოდ, გახარიას ქვოტით პარლამენტში გაცილებით მეტი ადამიანი უნდა იყოს და თუ რომელიმეს კიდევ გაუჩნდა რაიმის მიმართ პროტესტის გრძნობა, ეს შემადგენლობა ერთ კარგ 7 კაციან ფრაქციასაც შექმნის, თუმცა ეს მაინც არ წყვეტს პარლამენტის ლეგიტიმურობის პრობლემას, სადაც მინიმუმ 113 დეპუტატის ყოფნა მაინცაა სასურველი.

და მაინც, რა მიზნები აქვს და როდის განაცხადებს ამის შესახებ გახარია? სავარაუდოდ, მაისის ბოლოს უკვე ცნობილი უნდა გახდეს მისი პარტიის სახელწოდება, მიზნები, ამოცანები და მიზნისაკენ სვლის გზები. რადგან ახლადშექმნილი პარტიისათვის 5-6 თვე ნამდვილად საჭიროა, რათა არჩევნებისთვის კარგად მოემზადოს.

როგორც ამბობენ, გახარიამ შესაძლოა, ზუგდიდში ან თბილისში გამოსცადოს საკუთარი რეიტინგი. როგორც ირკვევა, ზუგდიდში მას უეჭველ გამარჯვებას ჰპირდებიან, თბილისში კი შესაძლოა, უფრო გაუჭირდეს მაკო გომურისა და 20 ივნისის მოვლენების გამო. თავის მხრივ, ბევრი ხმა დადის იმის თაობაზე, რომ თბილისის მერის არჩევნებზე სერიოზული კონკურენციაა მოსალოდნელი და დიდი გრეჩიხიდან დაწყებული, პატარა პარტიებით დასრულებული, ყველა აპირებს ძალების მოსინჯვას.

ოპოზიციაში ჯერ კიდევ ფიქრობენ, დაუჯერონ თუ არა ყოფილ პრემიერს ოპოზიციური ზრახვები. თუმცა ამ შემთხვევაშიც კი სურთ, გახარიას პარტიამ ხმები მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ გაუყონ. ბევრს სჯერა, რომ გახარიას პარტია ივანიშვილის გეგმაა „ქართული ოცნების“ იმედგაცრუებული ნაწილისათვის და სწორედ მისი მეშვეობით გეგმავს ჯერ მესამე ძალის, შემდეგ კი კოალიციის შექმნას 2024 წელს.

„ჯერჯერობით ჩვენ გახარიასგან და მისი გარემოცვიდან რაიმე პოლიტიკური პოზიცია არაფერზე არ მოგვისმენია. ამიტომ, მე არ ვარ შეთქმულების თეორიების მომხრე, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ ვერსიას, რომ ეს ყველაფერი არის მცდელობა “ბ“ გუნდის გაკეთების ივანიშვილის გარშემო, საფუძველი აქვს. თუ ეს ასე არ არის გვაჩვენონ თავისი მოქმედებებით. თუ მთავრობის უნდობლობას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს უჭერენ მხარს, ძალიან კარგი. ამასთან, გიორგი გახარიამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს. ჩრდილში ყოფნა და მოლოდინის რეჟიმის შექმნა არასერიოზულად გამოიყურება“,-  აცხადებს „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია.

ხელისუფლებაში კი დარწმუნებულები არიან, რომ გახარიას რეალური შედეგის მიღწევა გაუჭირდება და მისი მაღალი რეიტინგი „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრობით იყო გამოწვეული. ასეა თუ ისე, ქართულ პოლიტიკაში მალე საინტერესო სიახლეების მომსწრე გავხდებით. რა ნიშას აირჩევს გახარია, სულ მალე გამოჩნდება. ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ის რადიკალიზაციის წინააღმდეგია და გუნდიც საკმაოდ მოძლიერებული ჰყავს სხვადასხვა პოზიციებზე.

43
ავტოკოლონა

ოპოზიცია რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებს

19
(განახლებულია 11:56 15.04.2021)
მასშტაბური საპროტესტო აქციის სამზადისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ერთად მოივლიან რეგიონებს.

თბილისი, 15 აპრილი - Sputnik. ქართული ოპოზიციური სპექტრი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს დღეიდან, 15 აპრილიდან იწყებს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ამ დღეებში „ლელოს“ ოფისში  შეიკრიბა, რათა 15 მაისისთვის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმა განეხილა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მიზანი მაისში დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობის მობილიზებაა. 

პირველი რეგიონი, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს, კახეთია – დილიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან. შეხვედრები დაგეგმილია როგორც თელავში, ისე მუნიციპალიტეტის სოფლებში.

„15 მაისი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში უმნიშვნელოვანესი თარიღია, იმიტომ რომ ეს იქნება უამრავი, ათობით ათასი ადამიანისთვის შესაძლებლობა გამოხატოს თავისი პროტესტი, გამოხატოს თავისი ბრაზი. ჩვენი პირველი ნაბიჯი იქნება ის, რომ ჩვენ რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დავიწყოთ და მათ გავაცნოთ ჩვენი გეგმები, თუ როგორ აპირებს ოპოზიცია გააგრძელოს ბრძოლა რიგგარეშე არჩევნების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ქვეყანაში რეფორმების დაწყებისათვის“, - განაცხადა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ

ოპოზიციურმა პარტიებმა  სამომავლო მოქმედების შესათანხმებლად სპეციალური შტაბი უკვე შექმნეს.  წინასწარი მონაცემებით, საპროტესტი აქციები უვადო იქნება, რომელზეც ოპოზიცია ძირითად მოთხოვნებს – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება – კვლავ გააჟღერებს. 

საპარლამენტო არჩევნებიდან თითქმის ექვსი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს კენჭისყრის შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.
დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება.
მოლაპარაკების მორიგი რაუნდი მარტის ბოლოს გაიმართა, მაგრამ შედეგი ვერ გამოიღო. თბილისში კრიზისის მოგვარების მიზნით მეორედ იყო ჩამოსული ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მაგრამ მისი წინადადებები მხარეებმა უარყვეს.

 

19
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (363)
არ გადაკვეთო დანაშაულის ადგილი!

ბათუმში „ნაცმოძრაობის“ ოფისი დააზიანეს

0
(განახლებულია 13:15 15.04.2021)
მსხვილი ოპოზიციის წარმომადგენლები მომხდარს მმართველი პარტიის მხრიდან  პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ.

 

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. ბათუმში ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთი ოფისი დააზიანეს, იუწყება პირევლი არხი.

შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე გუშინ, გვიან ღამით მოხდა – ჩამსხვრეულია ოფისის კარის მინები.

პარტიის ერთ–ერთი ლიდერის გიორგი კირთაძის განცხადებით, მათ ვანდალურ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე მიაწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს.

„ადგილზე კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები არიან მისული და ფაქტს სწავლობენ. თუმცა, არ გვაქვს მოლოდინი, რომ ვინმეს დაკავება მოხდება“, – განაცხადა კირთაძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

 

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში