საპროტესტო აქვია ბთუმში

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ბათუმში „ცოცხების აქცია“ გამართეს

110
თითოეულ ცოცხზე გაკრული იყო ოპოზიციის ლიდერების ფოტოები, მათ შორის იყო ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოც

თბილისი, 4 აპრილი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ოფისთან ცოცხები მიიტანეს და შენობაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამოსახულებით სტიკერების გაკვრა სცადეს. მათი თქმით, ამ აქციით მათ ოპოზიციის მომხრეთა გუშინდელ ქმედებებზე უპასუხეს.

„გუშინ დაარღვიეს კომენდანტის საათი, მოცვივდნენ ჩვენს ოფისთან, სტიკერები გააკრეს, ეს ქცევა ნორმალურია და ჩვენი აქცია არა? ესენი არიან მიშას მონები“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა აქტივისტმა ტელეარხ „აჭარის ტელევიზიის“ ეთერში.

ენმ-ის ოფისთან მისვლამდე მომიტინგეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა გამართეს და შეჩერდნენ სხვა ოპოზიციური პარტიების შტაბებთან, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ ოფისთან.

თითოეულ ცოცხზე გაკრული იყო ოპოზიციის ლიდერის ფოტო, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფოტოც იყო.

ამავე დროს, აჭარაში „ენმ“-ის წევრ მირდატ ქამადაძის თქმით, მას არ ესმის, რას აპროტესტებენ პარტიის ოფისთან მისული ადამიანები.

„მთელი ქალაქი გამოიარეს, მოვიდნენ აქ და რა პრეტენზია აქვთ, არ იციან. ჰქონდათ დავალება, რომ აქ ხმაური აეტეხათ. არავითარი აგრესია ჩვენი მხრიდან არ ყოფილა“, – განაცხადა მირდატ ქამადაძემ.

ენმ-ის ოფისთან მობილიზებულია პოლიცია.

შაბათს მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს, შემდეგ კი შეიკრიბნენ „სირცხვილიას“ ოფისში, სადაც „დაუმორჩილებლობის წვეულება“ მოაწყვეს.

აქტივისტების თქმით, ისინი პოლიციამ დაშალა, რამდენიმე ადამიანი კი დააკავა.

110
სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი მზადაა გიორგი რურუა გარკვეული პირობებით შეიწყალოს

30
(განახლებულია 17:02 19.04.2021)
გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რასაც ხელისუფლებას პარლამენტში შესვლის წინაპირობად ოპოზიცია უყენებდა.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. თუ მმართველი გუნდი და ოპოზიცია ხელს მოაწერს ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე შეთანხმებას, პრეზიდენტი ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელ გიორგი რურუას შეიწყალებს, განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლება ერთ-ერთი მოთხოვნაა, რასაც ოპოზიცია ხელისუფლებას პარლამენტში შესვლის წინაპირობად უყენებს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეცია და არა მოლაპარაკებების საგანი. თუმცა, საკუთარ შეხედულებებზე მაღლა აყენებს ქვეყნის ინტერესებს და მზადაა, მიიღოს სკანდალური გადაწყვეტილება.

„გაკვირვებული ვარ მმართველი პარტიის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, რომელიც ჩემი ნებართვისა და თანხმობის გარეშე, ჩემს სახელს იყენებს და აკავშირებს ერთი კონკრეტული შეეწყალების თემას... ამ გადაწყვეტილებას ვღებულობ შემდეგი პირობით. ჩემი გადაწყვეტილება განხორციელდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ერთი მხრივ, პარტიები ხელს მოაწერენ საბოლოო დოკუმენტს და შევლენ პარლამენტში და მეორე მხრივ, ევროკავშირისა და აშშ-ის წარმომადგენლები გამოაცხადებენ, რომ შეთანხმება შედგა, ამ განცხადებიდან ერთი კვირის ვადაში ხელს მოვაწერ შეწყალების აქტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის ივლისში რურუა ბრალდებულად ცნო და ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა. 

გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას ახალი, ხუთპუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. ახალ დოკუმენტში დაზუსტებულია ორი ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და ვადამდელ არჩევნებს.

როგორც დღეს მმართველმ პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ განაცხადა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებაში გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხის ასახვა არის მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითი და თუ პრეზიდენტი გადაწყვეტს მის შეწყალებას, პარტია კრიტიკულ პოზიციას არ დააფიქსირებს.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მზადყოფნა გამოთქვა შარლ მიშელის მედიაციით მომზადებული დოკუმენტის განახლებულ ვარიანტს ხელი მოაწეროს. აღნიშნულ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“  ლიდერებმა. დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა გამოთქვა ასევე ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“.

30
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
გირჩი

„გირჩმა“ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ წინადადებას ხელი მოაწერა

13
(განახლებულია 15:49 19.04.2021)
ახალ დოკუმენტში დაზუსტებულია ორი ძირითადი შეუთანხმებელი პუნქტი, რომელიც ეხება პოლიტიზებულ მართლმსაჯულებას და ვადამდელ არჩევნებს.

 

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერებმა ვახტანგ მეგრელიშვილმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა და იაგო ხვიჩიამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელი პირდაპირ ეთერში მოაწერეს. 

მანამდე კი  „გირჩის“ დეპუტაცია პარლამენტში შევიდა – ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ საკანონმდებლო საქმიანობაში, თუმცა, ისარგებლებენ საქართველოს პარლამენტის წევრის პრივილეგიებით. კერძოდ, ისინი არ გეგმავენ ხელფასის და არც პარტიული დაფინანსების მიღებას ბიუჯეტიდან, არ დაესწრებიან და არ მიიღებენ მონაწილეობას საპარლამენტო სესიებისა და საკომიტეტო სხდომების მუშაობაში და არ განახორციელებენ არც ერთ პროცედურულ საქმიანობას, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული. თუმცა, ისარგებლებენ დეპუტატის იმუნიტეტით და იარაღის ტარების უფლებით.

პარტიის ერთ–ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განმარტებით, ისინი საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ  ხელისუფლება მოაწერს ხელს შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ ახალ დოკუმენტს, ან „გირჩის“ შვიდი საკითხიდან ერთი მაინც დაკმაყოფილდება. „გირჩის“ მოთხოვნებს შორისაა: ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით. პარტია, რომელიც ცნობილია თავისი არაორდინარული გადაწყვეტილებებით, ასევე მოითხოვს მარიხუანის სრულ ლეგალიზაციას და მულტისავალუტო რეჟიმის დაშვებას ქვეყანაში.

გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას  ახალი, ხუთპუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. შეთანხმება  მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ვადამდელ არჩევნებს. 

 

როგორც მეგრელიშვილმა განაცხადა, თითოეულმა ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ემხრობა თუ არა  შეთანხმებას და ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას.

„ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა თავიანთი წინადადება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანეს. მოდით, ჩვენ  სხვებს მაგალითი მივცეთ იმისა, რომ ეს შესაძლებელია - მოვაწეროთ ხელი ამ ფორმალურ დოკუმენტს“, - განაცხადა მეგრელიშვილმა.

შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებული ახალი დოკუმენტის მიხედვით, „ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების შესაბამისად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“  მიიღებს  პროპორციული ხმების 43% -ზე ნაკლებს.

რა შემთხვევაში მოაწერს „გირჩი“ ხელს დანიელსონის დოკუმენტს>>>

ასევე, აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით, შეთანხმების გაფორმებიდან ერთ კვირაში მხარეებმა პოლიტიზებულად აღქმული ორი საქმე უნდა განიხილონ.  კერძოდ, პარლამენტში წარმოდგენილი მხარე მოახდენს ამნისტიის შესახებ კანონის ინიცირებას 2019 წლის 19-21 ივნისის საპროტესტო აქციებით გამოწვეული ყველა დარღვევისა და მსჯავრდებულისთვის. ასევე,  პარლამენტმა პოლიტიზებული მართლმსაჯულების აღქმის პრობლემა კანონმდებლობის საშუალებით უნდა გადაწყვიტოს და საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს ცვლილებები რეგლამენტში.

16 აპრილს მმართველმა პარტიამ საჯაროდ ცალმხრივად მოაწერა ხელი დოკუმენტს პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა შესთავაზა. დოკუმენტი ითვალისწინებს სისტემური საარჩევნო რეფორმების გატარებას, ცვლილებებს მართლმსაჯულების სფეროში, ასევე პარლამენტში უფლებამოსილებების გადანაწილებას.

ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციით შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელმოწერის მზადყოფნა გამოთქვა მმართველმა პარტია „ქართული ოცნება–დემოკრატიულმა საქართველომ“ და ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის".

13
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
მიკროფონი

მინაშვილი: ვერ ვხედავთ, რომ ეს დოკუმენტი არის გამოსწორების გზა

0
(განახლებულია 15:54 19.04.2021)
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ პარტია შარლ მიშელის შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს.
მინაშვილი: ვერ ვხედავთ, რომ ეს დოკუმენტი არის გამოსწორების გზა
„ხელმოწერა და რაღაც დოკუმენტის არსებობა არ არის თვითმიზანი. ჩვენი მიდგომაა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უნდა ემსახურებოდეს ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამოსწორებას. ჩვენი აზრით, ვერ ვხედავთ, რომ ეს დოკუმენტი არის გამოსწორების გზა. ამიტომ, ამ მდგომარეობით, ამ დოკუმენტს ჩვენ ხელს არ მოვაწერთ“, - ამბობს მინაშვილი.

გუშინ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას  ახალი, ხუთპუნქტიანი შეთანხმება შესთავაზა. შეთანხმება  მისი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს წარდგენილ დოკუმენტში აზუსტებს ორ ძირითად შეუთანხმებელ პუნქტს - პოლიტიზებულ მართლმსაჯულებასა და ვადამდელ არჩევნებს.

 

0