გიორგი გახარია

რადიკალიზმი უნდა დასრულდეს გახარია პოლიტიკურ კრიზისზე

93
(განახლებულია 12:34 31.03.2021)
გიორგი გახარია პოლიტიკურ სპექტრს მოუწოდებს  გადაწყვეტილებების მიღებისას სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით იმოქმედონ

 

თბილისი, 31 მარტი – Sputnik. რადიკალიზმი და რადიკალური პოზიციები კვლავაც ის დამაზიანებელი ფაქტორია, რომელიც ხელს უშლიდა და უშლის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობას –  ასე შეაფასა  ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის გუშინ გამართული მოლაპარაკებების შედეგები  საქართველოს ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ. 

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის დარეგულირების მიზნით გამართული შეხვედრები კვლავ უშედეგოდ დასრულდა – ევროსაბჭოს წარმომადგენელმა  ძირითად საკითხებთან დაკავშირებით ვერ შეძლო ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დარწმუნება. კრისტიან დანიელსონმა საქართველო უკვე დატოვა.

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ რადიკალიზმი  სახელმწიფოს მშენებლობის ხელშემშლელი ფაქტორია... ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური პოლარიზაცია და ვიზრუნოთ წარმატებული სახელმწიფოს შენებაზე“, – დაწერა გახარიამ Facebook–გვერდზე.

გიორგი გახარიამ სოციალურ ქსელში ასევე გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ექს–პრემიერი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საფლავს ყვავილებით ამკობს – 31 მარტი ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.


93
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (373)
არჩილ თალაკვაძე

დუბლი ორი: „ქართული ოცნება“ ოპოზიციასთან შეთანხმების ახალ ვარიანტს ხელს მოაწერს

6
საქართველოს ხელისუფლება მორიგ შემხვედრ ნაბიჯს დგამს და შეთანხმების ახალი პირობებზე ხელმოსაწერად მზადყოფნას გამოთქვამს

 

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik.  მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ხელს მოაწერა ოპოზიციასთან შეთანხმების განახლებულ ვარიანტს, განაცხადა პარლამენტის სპოკერმა არჩილ თალაკვაძემ ორშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

 „გუნდში გვქონდა მსჯელობა და ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული დოკუმენტის ხელმოწერაზე პრინციპული მზადყოფნა გვაქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯზე იმ შემთხვევაში წავა, თუ საერთაშორისო პარტნიორები კიდევ ერთხელ მკაფიოდ დააფიქსირებენ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სამართლიანობისა და დემოკრატიის პრინციპების დაცვით, როგორც ეს ეუთო/ოდირის დასკვნაშია აღნიშნული.

6
ისრაელის და საქართველოს დროშები

ისრაელში საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების კვოტა, შესაძლოა, გაიზარდოს

40
(განახლებულია 14:25 19.04.2021)
ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების სპეციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის პროცესი 12 აპრილს დაიწყო.

 

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის  გათვალისწინებული კვოტა, შესაძლოა, გაიზარდოს, განაცხადა საქართველოში ისრაელის ელჩმა რან გიდორმა ჟურნალისტებთან.

აპრილის დასაწყისში ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს ათასამდე მოქალაქე ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებს. 

ისრაელში ლეგალურად დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების  რეგისტრაცია შრომითი მიგრაციის სპეციალურ პორტალზე http://workabroad.moh.gov.ge/  12 აპრილს დაიწყო და 24 საათში 760 მოქალაქე დარეგისტრირდა. რეგისტრაციის პროცესი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება.  

„ჩვენ დავიწყეთ კვოტირება საქართველოს ათასი მოქალაქით. ვიმედოვნებთ, რომ თუ ეს მიზანი წარმატებით და შეუფერხებლად იქნება მიღწეული, შესაძლოა, განვიხილოთ კვოტის გაზრდის საკითხი. ეს არის მთელი რიგი პროექტები და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მისი ლიმიტირებული კვოტით დაწყება“, – განაცხადა რან გიდორმა.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელში სამუშაოს ხანგრძლივობა იქნება 6 სამუშაო დღე კვირაში, თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42-საათიანი სამუშაო გრაფიკით კი 5300 შეკელი.

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. 

დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს: უნდა იყოს 25-დან 45 წლამდე ასაკის, საშუალო განათლების, უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი. ამასთან, საკომუნიკაციო დონეზე უნდა ფლობდეს ინგლისურ ან რუსულ ენას.

გარდა ამისა, დასაქმების მსურველი უნდა იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი, ნასამართლეობის არმქონე, არ უნდა ჰქონდეს ისრაელში მუშაობის და არალეგალურად ცხოვრების ისტორია, მისი ოჯახის წევრები არ უნდა ცხოვრობდნენ ან მუშაობდნენ ისრაელში.

ამასთან, კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა, რომ ისრაელში შესვლამდე გაივლის COVID-19-ის ტესტს საქართველოში და ასევე თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ COVID-19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

40
რომი

იტალია ქვეყანაში ჩამსვლელებისთვის ახალ რეგულაციას აწესებს

0
(განახლებულია 15:38 19.04.2021)
საქართველოს საელჩო იტალიაში აფრთხილებს თანამოქალაქეებს, რომ იტალიაში ჩასვლისთვის ათდღიანი კარანტინის გავლაა საჭირო.

თბილისი, 19 აპრილი - Sputnik. იტალიამ COVID-19 -ის პერიოდში ქვეყანაში შესვლის წესები შეცვალა, იუწყება საქართველოს საელჩო იტალიაში.

უცხოელებმა, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებმა, იტალიის ტერიტორიაზე შესასვლელად 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ან ანტიგენურ სავალდებულო ტესტირების შედეგები უნდა იქონიონ თან.

ტესტირების პასუხები მათ თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარუდგინონ გადამზიდავს ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს, აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გარადა ამისა, პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე საქართველოდან შედიან, ექვემდებარებიან 10–დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას აქამდე არსებული 14–დღიანი თვითზიოლაციის ნაცვლად, ხოლო ამ პერიოდის დასრულების შემდეგ კი PCR ან ანტიგენური ტესტირება უნდა ჩაიტარონ.

საელჩოს ცნობით, საქართველოდან ჩასული ვიზიტორები ასევე  ვალდებულნი არიან შეავსონ ელექტრონული ანკეტა.

წესების სრული ტექსტის გაცნობა შესაძლებელია ამ ბმულზე.

ეს ცვლილებები ეხება იმ ქვეყნებს, რომლებსაც იტალიის ჯანდაცვის სამინისტრო მიაკუთვნებს C, D, E კატეგორიებს ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შესაბამისად.

თვითონ იტალიაში კოვიდ–საფრთხის მიხედვით რეგიონებს „ფერების" მიხედვით ყოფენ კატეგორიებად: თეთრი, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი. ქვეყანაში ასევე მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი.

იტალიაში დღე–ღამეში კორონავირუსის საშუალოდ 12 ათასი შემთხვევა ვლინდება.

შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა ქვეყანაში 26 აპრილიდან უნდა დაიწყოს.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში