„კომპრომისი ყველასათვის რთულია“: შუამავალი ხვალისათვის წინადადებას ამზადებს

© Sputnik / Alexander Imedashviliკრისტიან დანიელსონი
კრისტიან დანიელსონი - Sputnik საქართველო, 1920, 30.03.2021
გამოწერა
შეთანხმება თუ შედგა, ყველა მოგებული იქნება, მაგრამ მთავარი გამარჯვებული ქართველი ხალხი იქნება, განაცხადა დიპლომატმა

თბილისი, 29 მარტი – Sputnik. ყველა მხარისთვის რთულია კომპრომისზე წასვლა, მაგრამ საქართველოს ეროვნული ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას, განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა.

ევროპელი დიპლომატი დანიელსონი უკვე მეორედ ჩამოვიდა თბილისში, რათა გააგრძელოს მოლაპარაკებათა პროცესი და დაეხმაროს საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შეთანხმების მიღწევაში და შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლაში. უშუალოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრების წინ ის საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტს შეხვდა.

ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
ევროპარლამენტის დეპუტატებმა ქართველ პოლიტიკოსებს მიმართეს

კითხვაზე საპასუხოდ, რომელი მხარე ნაკლებად იხრება კომპრომისისკენ - ოპოზიცია თუ ხელისუფლება, ასევე რომელ საკითხებზე აქვთ მხარეებს დაახლოებული პოზიციები, დანიელსონმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

„შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი კომპრომისი ყველასთვის რთულია. ეს საჭიროებს პოლიტიკურ ნებას, რომ გადაიდგას საჭირო ნაბიჯები. მაგრამ ვფიქრობ, მთავარი ინტერესი არის საქართველოს ეროვნული ინტერესი, მთავარია ამ კრიზისიდან გამოსვლა და რეალურ საკითხებზე კონცენტრირება. ეს არის კოვიდპანდენია, ეკონომიკა, ეროვნული უსაფრთხოება და საქართველოს ევროპული გზა“, – განაცხადა კრისტიან დანიელსონმა „პირველი არხის“ ეთერში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა მხარეებს მოუწოდა უზრუნველყონ, რომ „ხვალ საქართველომ გაიმარჯვოს“.

მისი თქმით, შეთანხმება თუ შედგება, იქნებიან მხოლოდ გამარჯვებულები და მთავარი გამარჯვებული იქნება ქართველი ხალხი. ამასთან დიპლომატმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებათა პროცესში აპირებს წარადგინოს დოკუმენტი, რომელიც მთავარი მიზნების მიღწევას შეუწყობს ხელს.

პრესკონფერენცია თემაზე: „საქართველოში პოლიტიკური პროცესების სამართლებრივი შეფასება“ - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
საქართველოში პოლიტიკური კრიზისის ნამდვილი მიზეზი: რატომ შევიდა ჩიხში მოლაპარაკებები

„პროცესში მე ვუთხარი პარტიის ლიდერებს, რომ ხვალ მაგიდაზე დავდებ ტექსტს. ამის მიზანია მდგრადი ჩარჩოს ჩამოყალიბება მომავლისთვის... ეს წინადადება იქნება მიმართული სისტემური რეფორმის საჭიროებისკენ, რომ საზოგადოების ნდობა გაიზარდოს საარჩევნო პროცესისა და მართლმსაჯულებისადმი. საბოლოდ კი მხარეების გადასაწყვეტია პასუხისმგებლობის აღება და ასეთი დოკუმენტის ხელმოწერა. ეს არის შესაძლებლობა ლიდერებისთვის მოახდინონ დემოკრატიული სიმწიფის დემონსტრირება“, – განაცხადა დანიელსონმა.

დასავლელი შუამავლები უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ - პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება.

საქართველოში კრიზისი დაიწყო 2020 წლის 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და თითქმის ხუთი თვის განმავლობაში გრძელდება. პარლამენტის სხდომებში სამოცი ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ ექვსი მონაწილეობს, დანარჩენები უარს ამბობენ არჩევნების შედეგების აღიარებაზე და მოითხოვენ ვადამდელ არჩევნებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია მმართველი პარტიისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0