ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით პარტია „ლელომ“ ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

© Sputnik / Vladimir Umikashviliმამუკა ხაზარაძე. „ლელომ“ ახალი აქცია დაიწყო
მამუკა ხაზარაძე. „ლელომ“ ახალი აქცია დაიწყო - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
გამოწერა
საქართველოში პოლიტიკური კრიზისი თითქმის ხუთი თვე გრძელდება - გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

თბილისი, 25 მარტი - Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით კამპანია „მოითხოვე ვადამდელი არჩევნები“ დაიწყო.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კამპანია მიზნად ისახავს, ხელისუფლებას აჩვენოს ქართველი ხალხის ნება.

„პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ქვეყნის გადასატვირთად ერთადერთი გზა არის ვადამდელი არჩევნები; ეს არის ჩვენი საზოგადოების დაკვეთა. ვადამდელ არჩევნებზე გადის ქვეყნის განვითარების, ჩვენი ევროპული არჩევანის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისათვის ბრძოლის გზა“, - აღნიშნულია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოპოზიციურმა პარტია ლელომ 25 მარტს თბილისში ახალი საპროტესტო აქცია გამართა - Sputnik საქართველო, 1920, 25.03.2021
ოპოზიციურმა პარტია "ლელომ" 25 მარტს თბილისში ახალი საპროტესტო აქცია გამართა

კამპანიის ფარგლებში, „ლელო“ პოლიტიკურ ლიდერებთან, აქტივისტებთან და მხარდამჭერებთან ერთად  მთელი საქართველოს მასშტაბით  ხელმოწერებს შეაგროვებს.

„პირადი შეხვედრების გარდა, ონლაინ-პლატფორმის, ინტერნეტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით მოხდება ჩვენი მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ არ აღიარებს მათ შედეგებს და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს. ხელისუფლება განიხილავს ამ საკითხს „წითელ ხაზად“, არჩევნების გაყალბების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და ოპოზიციას მოლაპარაკებებზე ყურადღების სხვა საკითხებზე გამახვილებას სთავაზობს.

დასავლელი შუამავლებიც უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობენ გავლენა მოახდინონ საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ – პოლიტიკური კრიზისი სულ უფრო ღრმავდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0