რა საკითხები განიხილა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვის ელჩთან შეხვედრისას

© Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 22.03.2021
გამოწერა
ჯუანშერ ბურჭულაძემ შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში ლიეტუვასთან მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების იმედი გამოთქვა.

თბილისი, 22 მარტი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩთან ანდრიუს კალინდრასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ვილნიუსი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
ლიეტუვის საგარეო უწყება: კონფლიქტის გამწვავება კიდევ უფრო დააზიანებს ქვეყნის მომავალს

თავდაცვის მინისტრმა ლიეტუვას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობის საკითხებსა და ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) წარმატებით განხორციელებაში ლიეტუვის როლზე იმსჯელეს.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოსა და ლიეტუვას შორის სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა სამხედრო განათლებაზე, სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.

საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1994 წლის 16 სექტემბერს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში.

ქართულ ენაში 2018 წლის მაისში ოფიციალურად დამკვიდრდა ლიტვის ავთენტური დასახელება — ლიეტუვა (Lietuva), რაც წარმოადგენს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მხრიდან საპასუხო ჟესტს იმაზე, რომ 3 მაისიდან ლიეტუვურ ენაში საქართველოს ავთენტური სახელწოდება დამკვიდრდა. ლიეტუვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოსთან მიმართებაში სახელწოდება „საქართველას" გამოიყენა.

ყველა ახალი ამბავი
0