ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის ელჩს შეხვდა

© photo : Gakharia / FBირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.03.2021
გამოწერა
შეხვედრისას მხარეებმა ქვეყნების სტრატეგიული პარტნიორობა განიხილეს. საუბარი შეეხო ასევე ეკონომიკურ და გლობალური პანდემიის საკითხებსაც.

 

თბილისი, 12 მარტი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  საქართველოში თურქეთის ელჩ  ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური. 

Давид Залкалиани - Sputnik საქართველო, 1920, 03.03.2021
​დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს თურქეთს ეწვევა

 შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს განიხილეს. აღინიშნა, რომ ერთობლივი რეგიონული პროექტები, საქართველოსა და თურქეთს შორის ეფექტური სტრატეგიული პარტნიორობის, მდგრადი განვითარების და საიმედო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია.

გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა COVID-19-ის პანდემიისას შექმნილ გამოწვევებზე და აღინიშნა, რომ პარტნიორებთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით კვლავაც პრიორიტეტულია, ვინაიდან გლობალური პანდემიის დამარცხება მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

საქართველომ და თურქეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 21 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, ენერგეტიკის, რეგიონული უსაფრთხოების, განათლების სფეროში და ერთმანეთს სტრატეგიულ პარტნიორებად მიიჩნევენ.

თურქეთი საქართველოს ყველაზე მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ინარჩუნებს.

ყველა ახალი ამბავი
0