პარლამენტის პიკეტირება – დაკავებულია აქციის ერთი მონაწილე

© Sputnik / STRINGERპოლიცია პარლამენტის გვერდით შესასვლელთან
პოლიცია პარლამენტის გვერდით შესასვლელთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
გამოწერა
დეპუტატებს დღეს რთულ ვითარებაში მოუწევთ მუშაობა – საპროტესტო აქცია პარლამენტთან უფრო და უფრო ხმაურიანი ხდება

თბილისი, 2 მარტი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის შესასვლელთან, სადაც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მათმა მომხრეებმა საკანონმდებლო ორგანოს პლენარული სხდომის დღეს პიკეტირება მოაწყვეს, შეხლა–შემოხლა მოხდა, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დააკავეს.

დაკავებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბესო გაზდელიანი.

სამართალდამცველები პარლამენტის გვერდით შესასვლელთან - Sputnik საქართველო, 1920, 02.03.2021
პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული

პიკეტირება დილის ცხრა საათზე დაიწყო. თითოეული დეპუტატის გამოჩენა პიკეტის მონაწილეთა მძაფრ რეაქციას იწვევს. აქციის მონაწილეები დეპუტატებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავენ. ამან გამოიწვია სწორედ პოლიციის თანამშრომლებთან შეხლა–შემოხლა.

როგორც „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, პიკეტის ზოგიერთ მონაწილეს ხელში ფაიერები უკავია.

უფრო ადრე ოპოზიციამ განაცხადა, რომ ეს მშვიდობიანი საპროტესტო აქცია იქნება, რომელზეც კიდევ ერთხელ განაცხადებენ თავიანთ მოთხოვნებს – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

„დიალოგი გაგრძელდება“: შეხვედრა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დასრულდა>>

ოპოზიციის მომდევნო აქციების გეგმა ასეთია: 5 მარტი – მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტი, 9 მარტი – აქცია შსს-სთან, 11 მარტი – აქცია თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, 13 მარტი – შემაჯამებელი დიდი საპროტესტო აქცია პარლამენტთან.

ყველა ახალი ამბავი
0