რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია ემიჯნება

© Sputnik / STRINGERოპოზიციის აქცია. 26/02/2021
ოპოზიციის აქცია. 26/02/2021 - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
გამოწერა
ოპოზიცია გეგმავს პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის პიკეტირებას, ასევე აქციებს შსს-სთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან.

თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილის კარვებით გადაკეტვის იდეას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დისკომფორტი არა მოქალაქეებს, არამედ ხელისუფლებას უნდა შეექმნას.

ოპოზიცია ხელისუფლებას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ორკვირიან ვადას აძლევს >>

პარასკევს ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ „მოძრაობა საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ორკვირიანი ვადა მისცა, წინააღმდეგ შემთხვევაში აქტივისტები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ. აქციის ორგანიზატორები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, პოლიტიკური დევნის შეჩერებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელახალ დაკომპლექტებას ითხოვენ.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, არაძალადობრივი წინააღმდეგობის მთავარი იდეა არის ის, რომ ოპოზიციამ ხმა მიაწვდინოს და დისკომფორტი შეუქმნას ხელისუფლებას და არა ხალხს.

„ჩვენ მოძრაობის ლიდერებს დაველაპარაკებით და ჩვენს არგუმენტებს ვეტყვით. თუმცა, ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი" არ ვემხრობით მოქალაქეებისთვის დისკომფორტის შექმნას. მათ შორის არც კარვების გადმოტანას სავალ ნაწილზე", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მამუკა ხაზარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2021
„კატეგორიულად ვემიჯნები“: მამუკა ხაზარაძე აქტივისტების პოზიციას არ ეთანხმება

პარასკევს დედაქალაქში ოპოზიციურმა პარტიებმა ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მათი მხარდამჭერებიც შეუერთდნენ. ოპოზიციამ ორი კვირის განმავლობაში თბილისში საპროტესტო აქციებისა და პიკეტების მოწყობა დააანონსა.

ოპოზიციურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ მიუხედავად დაანონსებული აქციების, ხელისუფლების მხრიდან დათმობების შემთხვევაში, აქციების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს.

„თუ ხელისუფლება წამოვა გარკვეულ დათმობებზე, თუ პოლიტპატიმრები გათავისუფლდება, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ცდილობს სიტუაციის განმუხტვას, რა თქმა უნდა, შეიძლება, შევიდეს ცვლილებები ამ აქციების განრიგში, ეს არ არის რაღაც ქვაში გამოკვეთილი, ჩვენ ვართ საკმაოდ მოქნილები და საკმაოდ კონსტრუქციულად განწყობილები“, – განაცხადა ჩიხლაძემ.

რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გაემიჯნა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვისაც“. პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ისინი კატეგორიულად ემიჯნებიან ყველა იმ ქმედებას, რომელმაც შეიძლება ქვეყნის პარალიზება გამოიწვიოს.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციურ სპექტრს, იმ შემთვევაში, თუ ხელსიუფლება არ შეასრულებს პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნებს, ქმედებები იქნება რაც შეიძლება მკაცრი, თუმცა კონსტიტუციისა და სამართლის ჩარჩოებში. ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა.

პარლამენტის შენობასთან ამ დროისათვის 11 კარავია გაშლილი.

 

ყველა ახალი ამბავი
0