გაერო თბილისში მოვლენების განვითარებას შეშფოთებული აკვირდება

© Sputnik / Vladimir Umikashviliოპოზიციის აქცია
ოპოზიციის აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.02.2021
გამოწერა
გაერო მხარეებს პოლიტიკური საკითხების დიალოგის მეშვეობით მოგვარებისკენ მოუწოდებს, რათა დაცული იყოს კანონის უზენაესობა.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. გაეროში შეშფოთებით აკვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მხარეებს პოლიტიკური უთანხმოების დიალოგით გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ბრიფინგზე გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ოპოზიციას შეხვდნენ: რა განცხადებები გაკეთდა>>

ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გუშინ პარტიის ოფისში დააკავეს. რამდენიმე საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებს იწყებს. მის გეგმებშია პარასკევს მასობრივი აქცია–მსვლელობის გამართვა.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
დასავლეთმა მელიას დაკავება დაგმო – თბილისს პასუხი არ დაუყოვნებია

„შეშფოთებით ვაკვირდევით მოვლენების განვითარებას თბილისში. ძალზე მნიშვნელოვანია სიმშვიდე, რათა გადაუჭრელი პოლიტიკური საკითხები გადაწყდეს დიალოგის გზით, რომ დაცული იყოს კანონის უზენაესობა და, რა თქმა უნდა, დემოკრატიული პროცესი“, – განაცხადა დიუჟარიკმა, იუწყება РИА Новости.

ყველა მხარეს ძალადობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს ასევე აშშ.

„რიტორიკა, ძალადობა და აგრესია არ არის საქართველოში პოლიტიკური უთანხმოებების გადაწყვეტის გზა. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ ქმედებებს, რომლებსაც შემდგომი ესკალაციის გამოწვევა შეუძლია და დაიწყონ პატიოსანი მოლაპარაკებები ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისის გადასაწყვეტად“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ნედ პრაისის წერილობით განცხადებაში.

მან შეშფოთება გამოთქვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკა მელიას დაკავების გამო.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
„ჩვენთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე“: რას სთავაზობს ოპოზიციას ღარიბაშვილი

ასევე პრაისმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ოპოზიციონერების დაკავება „ეწინააღმდეგება საქართველოს განცხადებას ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ“.

მელიას დაკავებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში. თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და საქართველოს დასავლელმა პარტნიორმა მხარეებს დიალოგისკენ მოუწოდა. მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა ოპოზიციას შესთავაზა ასევე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც, ამასთანავე, წინა დღეს სამთავრობო პროგრამის პარლამენტში წარდგენისას ოპოზიცია მკაცრად გააკრიტიკა.

ყველა ახალი ამბავი
0