რას ურჩევს გიორგი კვირიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს

© photo: press-service of Goverment of Georgiaგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
საქართველოს ექს-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის ამჟამინდელ მეთაურს ქვეყანაში შექმნილი დაძაბული პოლიტიკური ვითარებიდან გამოსვლის გზებს სთავაზობს.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. ხელისუფლება რთული არჩევანის წინაშე დადგა და ახლა უნდა გამონახოს სამართლებრივი გზა ნიკა მელიას გასათავისუფლებლად – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, რაც ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფაქტს მოჰყვა. 

პოლიცია  „ნაცმოძრაობის“ ოფისთან - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
შსს „ნაცმოძრაობის“ ოფისში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებს ასაჯაროებს

17 თებერვალს სასამართლომ მელიას დაკავების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 23 თებერვალს, დილით შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, შტურმის დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი შეუძლოდ გახდა. პარტიის ოფისთან და ოფისში დიდი რაოდენობით მელიას მხარდამჭერი იყო მობილიზებული. სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა.

შსს-მ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, პოლიციამ დაკისრებული მოვალეობის აღსრულებისას იძულების კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენა.

„იმ მოცემულობაში, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა, ხელისუფლებას აქვს რთული არჩევანი, მაქსიმალურად მოკლე დროში გამონახოს იურიდიული ინსტრუმენტები და პატიმრობიდან გაათავისუფლოს ნიკა მელია, შემდეგ გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოძებნოს ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას თავიდან ააცილებს ურთულეს კონფრონტაციულ სპირალში შესვლას”, – დაწერა კვირიკაშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე. 
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
თალაკვაძე: მომხდარზე პასუხისმგებლობა ნიკა მელიას თანაგუნდელებს ეკისრება

კვირიკაშვილის თქმით, ოპოზიციის ლიდერის დაკავება მნიშვნელოვანი უკუსვლა და გადახვევაა იმ ტრაექტორიიდან, რომელიც წარმოადგენს ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არჩევანს – საქართველომ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი დემოკრატიული ქვეყნების დიდ ოჯახში. ამასთან, როგორც ექს-პრემიერმა აღნიშნა, მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ფასეულობებითა და ლიდერების მოქმედების მანერებით.

გარდა ამისა, კვირიკაშვილი არ ამართლებს 2019 წლის 20–21 ივნისს რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციისას დემონსტრანტების ერთი ჯგუფის მიერ პოლიციის კორდონზე მიტანილ თავდასხმას, მაგრამ სრულიად სოლიდარულია იმ პროტესტის მიმართ, რომელიც პარლამენტში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის, კომუნისტური პარტიის წევრის სერგეი გავრილოვის გამოჩენას მოჰყვა.

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა.

პოლიცია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის დაკავებას 18 თებერვალსაც შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა – მელიას დაპატიმრება პრემიერ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის გამო გადაიდო.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კანონმდებლების წინაშე პრემიერობის კანდიდატის რანგში წარდგა, პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დააანონსა და განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს გასცდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0