კახა კალაძე: დიალოგსა და ცივილიზებულ ურთიერთობას ალტერნატივა არ აქვს

© Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
გამოწერა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურსა და პოლიციას ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა.

თბილისი, 23 თებერვალი – Sputnik. საბედნიეროდ, „ნაცმოძრაობის“ ოფისში ნიკა მელიას დაკავების ოპერაციისას არავინ დაშავებულა – ასე შეაფასა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიის ოფისთან განვითარებული მოვლენები. 

ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
კობახიძე: რადიკალური ძალები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ

23 თებერვალს, დილით შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავა. ოპოზიციის წარმომადგენლების მტკიცებით, შტურმის დროს პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, რის შედეგადაც შენობაში მყოფი ადამიანების ნაწილი შეუძლოდ გახდა. პარტიის ოფისთან და ოფისში მელიას ასობით მხარდამჭერი იყო შეკრებილი. სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით პოლიციამ 21 ადამიანი დააკავა.

კალაძის განცხადებით, დღეს განვითარებული მოვლენები მეტყველებს იმაზე, რომ პოლიტიკური მხარეები ჯერ კიდევ ვერ თანხმდებიან ელემენტარულ სახელმწიფოებრივ პრინციპებზე. ვითარების სტაბილიზაციის ერთადერთი საშუალება მხარეებს შორის დიალოგი და ცივილიზებული ურთიერთობაა, დასძინა მან.

„ერთადერთი, რაც ყველაზე დიდი პრობლემაა პოლიტიკური პარტიებისთვის, სახელმწიფოსთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, ეს არის რადიკალიზმი და რადიკალიზაცია, რაც უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში... კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი გუნდის მთავარი მიზანია – რაც შეიძლება მალე გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია", – განაცხადა კახა კალაძემ. 
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.02.2021
პრემიერმა პოლიციას სპეცოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადა

17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა შსს-ს დაევალა. პოლიცია „ნაცმოძრაობის“ ლიდერის დაკავებას 18 თებერვალსაც შეეცადა, მაგრამ ვერ მოახერხა – მელიას დაპატიმრება პრემიერ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის გამო გადაიდო.

გუშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც კანონმდებლების წინაშე პრემიერობის კანდიდატის რანგში წარდგა, პარლამენტის ტრიბუნიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება დააანონსა და განაცხადა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს ყველა ადამიანის მიმართ, ვინც კანონის ფარგლებს გასცდა.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაკავების სპეცოპერაცია დაახლოებით 1,5 საათი გაგრძელდა.

ყველა ახალი ამბავი
0