აქცია

პარლამენტის წინ ღარიბაშვილის „მეორედ მოსვლას“ აპროტესტებენ

45
(განახლებულია 15:04 22.02.2021)
დემონსტრანტები პარლამენტთან ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ–მინისტრის თანამდებობაზე ხელმეორედ არჩევას აპროტესტებენ

თბილისი, 22 თებერვალი - Sputnik. მოძრაობის „სირცხვილია“ აქტივისტები პარლამენტთან „მეორედ მოსვლის“ საპროტესტო აქციას მართავენ, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი ადგილიდან.

„დამიჯერეთ მე...“ – ღარიბაშვილი პარლამენტიდან ოპოზიციას მიმართავს>>

საქართველოს პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების საკითხი განიხილება. პრემიერის პოსტზე ღარიბაშვილის კანდიდატურა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.

დემონსტრანტები პრემიერ–მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის ხელმეორედ არჩევას ეწინააღმდეგებიან, რომელსაც ეს თანამდებობა უკვე ეკავა 2013–2015 წლებში.

აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის განცხადებით, ეს, რეალურად, სასაცილო ფაქტია, რადგან ბიძინა ივანიშვილს არ ჰყავს ახალი კადრები და არ იცის, ვინ ვისით შეცვალოს.

მისი თქმით, მინისტრთა ახალი კაბინეტი ისევე, როგორც პარლამენტი და საქართველოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, სხვა არაფერია, თუ არა კარიკატურა.

45
თემები:
მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება

17
(განახლებულია 12:38 26.02.2021)
ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები უკვე მიიღო. კანცელარიისა და პარლამენტის ეზოებში პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს მზადება მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ლოზუნგით „თავისუფლებისთვის“ – დაიძრნენ კოლონები რეგიონებიდან, პარლამენტის შენობასთან სცენა მონტაჟდება.

აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით გაემართებიან, შემდეგ პარლამენტთან ძირითადი მიტინგი გაიმართება, ხოლო შემდეგ აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და პროტესტს იქ დაასრულებენ.

აქციაზე რეგიონების წარმომადგენლებს ელოდებიან. ავტომობილების კოლონების ნაწილი უკვე გამოემართა თბილისისკენ, ხოლო ნაწილი წამოსასვლელად ემზადება. აქციისთვის ემზადებიან ასევე თბილისის ცენტრის სხვადასხვა ნაწილში და შემდეგ ძირითად მსვლელობას შეუიერთდებიან.

ამავდროულად, სახელმწიფომ უკვე მიიღო უსაფრთხოების ზომები. კანცელარიისა და პარლამენტის ეზოებში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. პოლიციელები ასევე დაიცავენ წესრიგს აქციის ჩატარების ადგილზე.

პროტესტის მიზეზი 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებაა. აქციაზე ისინი მოითხოვენ მელიასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას თბილისში არეულობების საქმეზე შეუფარდეს, რადგან ეს უკანონობად მიაჩნია. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აპტიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეექვს დღეს დააკავეს, რამაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. აქციის წინ გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მელიას გაათავისუფლებს, თუ ის გირაოს თანხას გადაიხდის. მელია კი გირაოს გადახდას არა პირებს.

17
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ხატია დეკანოიძე

გადაიხდის თუ არა გირაოს ნიკა მელია - დეკანოიძე პროკურატურის განცხადებას ეხმაურება

97
(განახლებულია 20:58 25.02.2021)
პროკურატურა მზად არის, რომ გირაოს გადახდის შემთხვევაში ნიკა მელიას სასამართლოსთან პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე უშუამდგომლოს.

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე გენერალური პროკურატურის განცხადებას ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მელიას გადაწყვეტილება გირაოს გადაუხდელობასთან დაკავშირებით არ იცვლება, იუწყება „პირველი არხი“.

„ნიკა მელიას გადაწყვეტილება იგივე რჩება... ნიკა არის ძალიან მხნედ, ძალიან კარგად“, - განაცხადა დეკანოიძემ.

დღეს გენერალურ პროკურატურაში გააკეთეს განცხადება, რომ უწყება მზად არის მიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე, თუ ის 2020 წლის ნოემბერში მისთვის დაკისრებულ 40 ათასიან გირაოს გადაიხდის.

უწყებაში გაკეთებული განცხადების პასუხად ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მთლიანად ემსახურება პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, ხოლო მელიასთვის გირაოს დაკისრება უსამართლო ოყო.

„პროკურატურის ეს შეშინებული განცხადება ემსახურებოდა მხოლოდ და მხოლოდ იმას, მათ როგორმე მიაღწიონ სასურველ მიზანს, რომ ნიკა მელიამ გადაიხადოს გირაო და მხოლოდ ამ უსამართლობაში თანამონაწილეობით მიიღოს თავისუფლება.

შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმმა მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის ოფისში 23 თებერვალს დააკავა. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა.

მელიას დაკავებამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა და გაამწვავა. ოპოზიციის მომხრეები პარასკევს 26 თებერვალს თბილისში მასშტაბურ აქციას გეგმავენ, სადაც ოპოზიცია თავის მოთხოვნებს გააჟღერებს, მათ შორის ნიკა მელიას გათავისუფლებას მოითხოვს.

97
ეკა ხოფერია

„მინისტრი ჯანზე უნდა იყოს!“- ეკა ხოფერიას თამამი განცხადება - როგორ ვარჯიშობს ჟურნალისტი?

0
(განახლებულია 12:50 26.02.2021)
ამ ამპლუაში ყოფილი ჟურნალისტი პირველად გაგვეცნო. ეკა ხოფერია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად დაინიშნა. საქმიანობის პარალელურად სოციალურ ქსელში თამამი განცხადება გაავრცელა.  

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრად, ჟურნალისტი ეკა ხოფერია დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ 29 დეკემბერს გავრცელდა, ახლა კი, ეკა „ჯანზე“ ყოფნას აპირებს და ამის შესახებ საკუთარ გვერდზე წერს.

პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების გამო, ცნობილი ჟურნალისტი მოდუნდა და საკუთარ სხეულს უპირატესობას სათანადოდ ვერ ანიჭებს. ამის მიზეზი სპორტდარბაზების დახურვა გახდა. ამიტომ ეკა ხოფერია Instagram- ის გვერდზე განცხადებას ავრცელებს. „მზად ვარ სკაფანდრით ვივარჯიშო, ოღონდ ვივარჯიშო... მინისტრი ჯანზე უნდა იყოს!“- აღნიშნავს მინისტრი.

ხოფერიების ოჯახი აფხაზეთიდანაა. ეკა ხოფერია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ჟურნალისტია. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტელევიზიაში მუშაობდა, მათ შორისაა „იბერია", „რუსთავი2", „იმედი". ეკა ხოფერია ჟურნალ „სითის“ დამფუძნებელია და მას 11 წელია უძღვება.

ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა სოციალური ქსელი უფრო მეტად გაააქტიურა. მან ისიც აღნიშნა, რომ მისი ცხოვრების ეტაპზე ამ თანამდებობამ სავიზიტო ბარათიც აჩუქა, რაც პირველად მოხდა. „რაც არ უნდა გასაკვირი იყოს - ეს ჩემ ცხოვრებაში პირველი სავიზიტო ბარათია და მე ამით ამაყი ვარ...“, - შეახსენა მან ფოლოვერებს.

0
თემები:
სელებრითების ცხოვრება