ირაკლი ღარიბაშვილი

„დამიჯერეთ მე...“ ღარიბაშვილი პარლამენტიდან ოპოზიციას მიმართავს

97
(განახლებულია 19:38 22.02.2021)
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხალხს აინტერესებს მწვავე პრობლემების გადაჭრის გზები და არა საარჩევნო კოდექსის დეტალები.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიცია დესტრუქციულობაში დაადანაშაულა და მათ საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნებისკენ მოუწოდა. 

პარლამენტში შესული 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საკანონმდებლო საქმიანობაში მხოლოდ ექვსი მონაწილეობს, დანარჩენები უარს აცხადებენ სადეპუტატო მანდატებზე და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ.

 „ის, რაც ხდება დღევანდელ პარლამენტში, კატეგორიულად მიუღებელია. ის, რომ ოპოზიციად წოდებული დესტრუქციული ძალა არ შემოდის საქართველოს პარლამენტში, არის მიზანმიმართული საბოტაჟი ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. მსურს მათ მივმართო, რადგანაც ვიცი, რომ არ შეიძლება არსებობდეს იმაზე მეტი საფუძველი კონსენსუსისთვის, ვიდრე ჩვენი ქვეყნის მომავალია. ჩვენი პოლიტიკური პოზიციები შეიძლება ვერასდროს დაუახლოვდეს ერთმანეთს და ღმერთმა დაიფაროს, დაუახლოვდეს მათ პოზიციებს, მაგრამ ჯანსაღი ოპონირება და სამუშაო რეჟიმში დისკუსია დაგვეხმარება მათ დახვეწაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება სიმართლის დემონსტრირების გზით დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას გაააქტიურებს.

„დამიჯერეთ, ხალხს ყველაზე ნაკლებად აინტერესებს, მაგალითად, საარჩევნო კოდექსის დეტალები და თუ როგორ მოხვდებიან ადამიანები პარლამენტში, თუ ამ შენობიდან და ამ ტრიბუნიდან მათი ხმა არ გაჟღერდება“, – დასძინა მან.

ღარიბაშვილმა ცოტა ხნის წინ პარლამენტს თავისი პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ წარუდგინა, რომელიც მთავრობის ყოფილი მეთაურის გიორგი გახარიას დროს დამტკიცდა და ახლა ის უცვლელი დარჩა.

ამ დროისათვის პრემიერობის კანდიდატი მმართველი პარტიის წარმომადგენლების კითხვებზე პასუხების გაცემისთვის ემზადება.

ამის შემდეგ ღარიბაშვილის მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

97
თემები:
მთავრობის ახალი შემადგენლობა: ვინ ჩაიბარებს მინისტრის პორტფელს
შარლ მიშელი

პლებისციტი არჩევნების ნაცვლად? შარლ მიშელმა ქართულ ოპოზიციას მიმართა

9
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა თბილისში ვიზიტისას ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა.

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქართული ოპოზიციის ლიდერებს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად კომპრომისისკენ მოუწოდა, განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სტუმართან შეხვედრის შემდეგ.

ოპოზიცია პარლამენტთან მშვიდობიან პროტესტს აანონსებს >>

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კვირას ეწვია. მისი ვიზიტი პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კრიზისი გამწვავდა და ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა. ის ვადამდელ არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.

„გარკვეულ შეთანხმებამდე უნდა მივიდეთ. ჩვენს მხარესთან იყო თხოვნა, რომ უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. ჩვენ ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად, შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ეს, ჩემი აზრით, ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს“, - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, ვაშაძემ არ გამორიცხა, რომ მსგავსი შეთანხმების მიღწევა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარე თვის ბოლომდეა შესაძლებელი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, შეხვედრაზე ოპოზიციას დაპირდნენ, რომ ევროკავშირი აქტიურად მიიღებს მონაწილეობას პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის პროცესში.

„ყველას ესმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არის აუცილებლად მოსაძებნი... ევროკავშირს პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად ჩვენს ქვეყანაში აქვს გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ინტერესი. სწორედ ამიტომ ჩვენ გვქონდა ძალიან საფუძვლიანი საუბარი იმაზე, როგორ შეიძლება ევროკავშირის ფუნქცია გაძლიერდეს ამ კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად“, - აღნიშნა სამადაშვილმა. 

პლებისციტს მხარი დაუჭირა ასევე ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

„ჩვენ პლებისციტს მხარს ვუჭერთ, როგორც სერიოზულ კომპრომისს. პოლიტიკური ფასი შეიძლება იყოს ცუდი ან ძალიან ცუდი თუ კრიზისის რეალურად განმუხტვაზე არ წამოვლენ, რაც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნების დანიშნვას გულისხმობს“, - განაცხადა ბოკერიამ.

ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ შეხვედრაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე.წ. ეროვნული თანხმობის დოკუმენტის გაფორმების წინადადება წამოაყენა.

„ჩვენ გვჭირდება დიალოგი, გაერთიანება ჩვენი ქვეყნის გარშემო“, - აღნიშნა მან.

როგორც შარლ მიშელმა ამასწინათ განაცხადა, მისი ვიზიტი მიმდინარეობს მწვავე პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც მეტად აწუხებს ევროკავშირს და პირადად მას. ამიტომ ევროკავშირი მხარეებს მოუწოდებს, ინტენსიურად იმუშაონ ვითარების განსამუხტად.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს.

შარლ მიშელი ქვეყანას 2 მარტს დატოვებს.

საქართველოში ვიზიტამდე შარლ მიშელი იმყოფებოდა მოლდავეთში. თბილისიდან კი კიევში გაემგზავრება.

 

9
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი

შარლ მიშელმა საქართველოს პრემიერი და ოპოზიციის ლიდერები მოლაპარაკებებზე მიიწვია

22
პრემიერი დასთანხმდა ევროპული საბჭოს წარმომადგენლის წინადადებას ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაუყოვნებლივ შეხვედრაზე

თბილისი, 1 მარტი - Sputnik. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი და ოპოზიციის ლიდერები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ერთობლივ შეხვედრაზე მიიწვია, ამის შესახებ მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიშელმა მხარეებს მოლაპარაკების ორშაბათს, საღამოს გამართვა შესთავაზა.

„ეს ყველაფერი თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში და თქვენი კოლეგების ძალისხმევითაც და ოპოზიციის ლიდერების ძალისხმევითაც უნდა გამოსწორდეს, უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ლიდერული თვისებები და გამოწვევებს გაუსწოროს თვალი და საქართველოს ინტერესებისთვის იმოქმედოს. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისათვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს“, - აღნიშნა მიშელმა.

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინადადებას იღებს და მზადაა დაუყოვნებლივ შეხვდეს ოპოზიციის წარმომადგენლებს.

„მინდა, გამოვეხმაურო შარლ მიშელის მიერ გაჟღერებულ ბრწყინვალე ინიციატივას, რომელიც შეეხება შესაძლო შეხვედრას ჩემსა და ოპოზიციას შორის. მინდა, დავადასტურო საჯაროდ – მე ვარ მზად, ამ შეხვედრას დავესწრო“, - განაცხადა ბრიფინგზე ღარიბაშვილმა.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა. ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა და ორი კვირის განმავლობაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს. ოპოზიციის ლიდერების თქმით,  აქციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება, თუ განახლდება მოლაპარაკების პროცესი მმართველ პარტიასთან.

მომიტინგეები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კარვებში დარჩენას აპირებენ და მასშტაბურ აქციებს აანონსებენ.

22