დავით ზალკალიანი, მაია ცქიტიშვილი: მასმედიის ვერსიით, ვინ დატოვებს მინისტრის სავარძელს

© Government of Georgiaმთავრობის ადმინისტრაცია
მთავრობის ადმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
გამოწერა
პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას წარადგენს პარტია, რომელმაც არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო, ანუ „ქართული ოცნება“.

თბილისი, 19 თებერვალი – Sputnik. მინისტრთა ახალ კაბინეტში, სავარაუდოდ, ახალი სახეები იქნებიან, იუწყება ქართული მასმედია.

გუშინ ყველასთვის მოულოდნელად გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა, რის მიზეზადაც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ღარიბაშვილის გაპრემიერებას მმართველ გუნდთან ერთად მხარს „ევროპელი სოციალისტებიც" დაუჭერენ

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ყველა მინისტრი მოვალეობის შემსრულებელია. მმართველმა პარტიამ გახარიას გადადგომიდან რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურა წარადგინა.

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა საკანონმდებლო ორგანოს დღის ბოლომდე წარედგინება. სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში პარლამენტი ახალ მინისტრთა კაბინეტს ნდობას გამოუცხადებს.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები იგეგმება. კერძოდ, თანამდებობას დატოვებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრთა ახალ კაბინეტში აღარ იქნება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილიც.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა ცვლილებები ეკონომიკურ გუნდსაც შეეხოს და საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში დეპუტატებმა გადაინაცვლონ. 

პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
კომიტეტები ღარიბაშვილს შაბათ-კვირას მოუსმენენ, ორშაბათს კი მთავრობა დამტკიცდება

ამ წუთებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის შემადგენლობაზე მსჯელობენ.

გაჩნდა ინფორმაცია, რომ პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის საკომიტეტო მოსმენები შაბათ-კვირას გაიმართება, ორშაბათს კი პლენარულ სხდომაზე მთავრობის შემადგენლობა დამტკიცდება.

ნდობის მოსაპოვებლად მთავრობას პარლამენტის მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. თუ პრემიერის კანდიდატურა ხმების საჭირო რაოდენობას ორჯერ ვერ მოაგროვებს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნისა და ახალი არჩევნების დანიშვნის უფლება აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის მხრიდან დამტკიცების შემთხვევაში, მეორედ გახდება. ეს თანამდებობა მას 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 დეკემბრამდე ეკავა.

როგორი იქნება ღარიბაშვილის მიერ წარდგენილი ახალი მინისტრთა კაბინეტი, ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0