არასამთავრობოები ნიკა მელიას საქმეზე შსს-ს მიმართავენ

© Sputnik / STRINGER„ნაცმოძრაობის" ოფისთან
„ნაცმოძრაობის ოფისთან - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
ნიკანორ მელიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა იქამდე უნდა შეჩერდეს, სანამ დაცვის მხარე კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას არ გამოიყენებს, აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. ხელისუფლების ნაბიჯები ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას და კიდევ უფრო აღრმავებს დემოკრატიის კრიზისს ქვეყანაში, კრიზისის სიმძაფრეზე კი პრემიერ-მინისტრის გადადგომის გადაწყვეტილებაც მიუთითებს. ნიკა მელიას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„პირველი გამარჯვება“ – ოპოზიციის რეაქცია გახარიას გადადგომაზე>>

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერ ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
არის თუ არა „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილება – თალაკვაძის განმარტება

აღნიშნულ საკითზე არასამთავრობო ორგანიზაციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავენ, რომ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე არ დაიწყოს, სანამ დაცვის მხარე კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას არ გამოიყენებს.

ორგანიზაციები განმარტავენ, იმ შემთხვევაში, თუ დაცვის მხარე გაასაჩივრებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა. ორგანიზაციები თვლიან, რომ ეს იქნება არსებული მძიმე კრისიზის განმუხტვის ყველაზე ლეგიტიმური გზა.

„მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში აღნიშნული ნორმის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება და ამ პროცესის სააპელაციო სასამართლოს მიერ ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნება. კერძოდ, დაცვის მხარის მიერ პატიმრობის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ განხცადებას ხელს აწერს 17 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო - TI Georgia“, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI“, „ღია საზოგადოების ფონდი - OSGF“, „საზოგადოება და ბანკები“, „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება - ISFED“ და სხვ.

დღეს დილით  ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ნიკა მელიასთვის სასამართლო განჩინების ჩასაბარებლად სამართალდამცველები მივიდნენ, თუმცა იქ შეკრებილებმა შსს-ს წარმომადგენლებს ოფისის კარი ჩაუკეტეს და არ შეუშვეს.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
დავითულიანი: ახლა ნიკა მელიამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და წარდგეს სამართლის წინაშე

ამასთან, დღეს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ ყველასთავის მოულოდნელად პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ გაუმართლებლად მიაჩნია ნიკა მელიას – ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის – დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც არსებობს პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე. 

გახარიას გადადგომის შემდეგ მელიას დაკავება დროებით გადაიდო.

ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.

დანაშაული, რომელიც მელიას ბრალდება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0