შალვა ნათელაშვილი

ლეიბორისტები ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბების წინადადებით გამოდიან

37
„ლეიბორისტრული პარტიის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ქვეყანას პოლიტიკური კრიზისიდან მხოლოდ ვადამდელი არჩევნები გამოიყვანს, მაგრამ ის ტექნიკურმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათეალაშვილი ხელისუფლებას, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებმადე, ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს.

„ლელო“ მმართველ პარტიას ვადამდელ არჩევნებზე დათანხმებისკენ მოუწოდებს>>

როგორც ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, ლეიბორისტები უერთდებიან მთელი ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნას ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. ის ამ ნაბიჯს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლისთვის ერთადერთ გონივრულ ნაბიჯად მიიჩნევს.

„მოვითხოვთ ტექნიკურ მთავრობას და ტექნიკურ პრემიერ-მინისტრს. არავითარი პარტიული, სახელგატეხილი, ტარტაროზი ფიგურა პრემიერ-მინისტრად და მით უფრო პოლიტიზებული მინისტრები“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მომავალი მთავრობა უნდა იყოს კოალიციური და მიმართული ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისკენ.

„ახლა დადგა ჟამი, მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას, გავატაროთ ძირეული საარჩევნო რეფორმა და უახლოეს ხანში ჩავატაროთ ახალი საპარლამენტო არჩევნები მრავალპარტიული კოალიციური მთავრობის შექმნის პერსპექტივებით, რომლის მთავრობაც იმუშავებს ხალხზე, სიღატაკის დაძლევაზე, ქვეყნის ფეხზე წამოყენებაზე და არა საკუთარ ჯიბეზე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ისეთი შოკი, როგორიც პრემიერის გადადგომაა, მმართველ პარტიაში მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს მოხდა.

პრემიერმა გიორგი გახარიამ, რომელიც მთავრობას 2019 წლის სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა,18 თებერვალს სპეციალურ ბრიფინგზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო. მან აღნიშნა, რომ გადადგომის მიზეზი მმართველ პარტიასთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე.

37
თემები:
გიორგი გახარიამ პრემიერ–მინისტრის პოსტი დატოვა (13)
ოპოზიციის აქცია

თბილისის ცენტრალური გამზირი გადაიკეტა ოპოზიციამ მსვლელობა დაიწყო

14
საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიას დაკავებას აპროტესტებენ. ოპოზიცია მის გათავისუფლებასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვს

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თბილისის ცენტრალური გამზრირი დაახლოებით 10 ათასამდე ადამიანმა გადაკეტა. ისინი მსვლელობას აწყობენ საქართველოს პარლამენტისკენ.

მსვლელობას წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიუძღვებიან ბანერით ხელში, რომელზეც არის წარწერა „თავისუფლებისთვის“.

მსვლელობაში მონაწილეობენ როგორც თბილისელები, ისე რეგიონებიდან პროტესტის გამოსახატავად სპეციალურად ჩამოსული ადამიანები.

აქციაზე შეიკრიბნენ ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ისინი აპროტესტებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრებას. ასევე მოითხოვენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ფილარმონიასთან შეიკრიბა. ისინი პარლამენტთსან მივლენ, სადაც ძირითადი მიტინგი გაიმართება და გამოცხადდება ოპოზიციის სამომავლო გეგმა.

ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება>>

შსს–მ თბილისის ცენტრში შეზღუდვების თაობაზე განცხადება უკვე გააკეთა და მძღოლებს გადაადგილების ალტერნატიული გზები შესთავაზა.

14
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან

ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება

19
(განახლებულია 12:38 26.02.2021)
ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები უკვე მიიღო. კანცელარიისა და პარლამენტის ეზოებში პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული

თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დაიწყეს მზადება მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ლოზუნგით „თავისუფლებისთვის“ – დაიძრნენ კოლონები რეგიონებიდან, პარლამენტის შენობასთან სცენა მონტაჟდება.

აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობით გაემართებიან, შემდეგ პარლამენტთან ძირითადი მიტინგი გაიმართება, ხოლო შემდეგ აქციის მონაწილეები სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლებენ და პროტესტს იქ დაასრულებენ.

აქციაზე რეგიონების წარმომადგენლებს ელოდებიან. ავტომობილების კოლონების ნაწილი უკვე გამოემართა თბილისისკენ, ხოლო ნაწილი წამოსასვლელად ემზადება. აქციისთვის ემზადებიან ასევე თბილისის ცენტრის სხვადასხვა ნაწილში და შემდეგ ძირითად მსვლელობას შეუიერთდებიან.

ამავდროულად, სახელმწიფომ უკვე მიიღო უსაფრთხოების ზომები. კანცელარიისა და პარლამენტის ეზოებში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. პოლიციელები ასევე დაიცავენ წესრიგს აქციის ჩატარების ადგილზე.

პროტესტის მიზეზი 23 თებერვალს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებაა. აქციაზე ისინი მოითხოვენ მელიასა და სხვა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ასევე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას თბილისში არეულობების საქმეზე შეუფარდეს, რადგან ეს უკანონობად მიაჩნია. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აპტიმრობა შეუფარდა.

ოპოზიციონერი ლიდერი სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეექვს დღეს დააკავეს, რამაც დიდი საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. აქციის წინ გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა, რომ მელიას გაათავისუფლებს, თუ ის გირაოს თანხას გადაიხდის. მელია კი გირაოს გადახდას არა პირებს.

19
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
კორონავირუსის ტესტი

ცერცვაძე: ზუსტად ერთი წელი საქართველოში კორონავირუსის გამოჩენიდან - რა გააკეთა ქვეყანამ?

0
(განახლებულია 13:14 26.02.2021)
ზუსტად ერთი წლის წინ, 26 თებერვალს, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროის განმავლობაში ქვეყანამ იმაზე ბევრად მეტი გააკეთა, ვიდრე შეეძლო, მისი რესურსების გათვალისწინებით, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

ექიმის სიტყვებით, ამ მასშტაბის პანდემია XXI საუკუნეში არ ყოფილა, მან მთელ მსოფლიოში 2,5 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 12 მილიონზე მეტი კი დაინფიცირდა.

„შარშან, 26 თებერვალს დაფიქსირდა კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში... როცა პანდემია იწყებოდა, ყველას ჰქონდა განცდა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექცია, დაახლოებით ისეთი, როგორიც არის გრიპი. შემდეგში, ძალიან მალე გახდა ცნობილი მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის და რაც დრო გადის მით უფრო იკვეთება ამ დაავადების ის თავისებურება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რესპირაციული ინფექციონია. თუნდაც იმიტომ, რომ ის აზიანებს არა მარტო ფილტვებს, არა მარტო სასუნთქ სისტემას, არამედ აზიანებს პრაქტიკულად ყველა ორგანოს და ორგანოთა სისტემას ადამიანის ორგანიზმში“, - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ითვლება, რომ დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს ახალგაზრდებში და იმ ადამიანებში, ვისაც არ აქვს მძიმე თანმხლები დაავადებები, მაგრამ ეს არის მხოლოდ ტენდენცია. დიახ, უფრო ხშირად ასეა, მაგრამ არა ყოველთვის. საკმაოდ ხშირია სასიკვდილო შემთხვევები ახალგაზრდებში, მათ შორის ძალიან ახალგაზრდებშიც და იმ პაციენტებშიც, ვისაც არანაირი თანმხლები დაავადებები არ ჰქონდა.

„ვისწავლეთ ის, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად იმ შემთხვევაშიც, თუ პაციენტი არ წარმოადგენს რისკის ჯგუფს, რამეთუ ის შეიძლება ძალიან სწრაფადაც დამძიმდეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მსუბუქი დაწყების შემთხვევაშიც კი, ავადმყოფი შეიძლება, სწრაფად დამძიმდეს“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, საქართველოში პანდემიის დაწყებისთანავე შეიმუშავეს და დანერგეს მულტიდისციპლინური მიდგომა.

საქართველოში კორონავირუსს ერთი წელი შეუსრულდა - რა ხდებოდა გავრცელების პირველი დღიდან>>

„ყველა ჩვენ კოვიდკლინიკებში ავადმყოფს ნახულობს და მკურნალობს არა ერთი, არამედ სხვადასხვა პროფილის ექიმებისგან შემდგარი გუნდი. ეს ძალიან სერიოზული მომენტი იყო, რათა გაგვეუმჯობესებინა გამოსავლები და შეგვემცირებინა სიკვდილობის და გაგვეზარდა გადარჩენის მაჩვენებელი“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ნოუჰაუ და ხარვეზები

მოკლე დროში ქვეყანაში კოვიდპაციენტებისთვის შვიდი ათასი საწოლი მომზადდა. ცერცვაძის მტკიცებით, მილიონ მოსახლეზე ამდენი საწოლი არც ერთ ქვეყანას არ ჰქონდა.

„საქართველოს ნოუჰაუ იყო კოვიდსასტუმროები. ეს დღემდე მხოლოდ საქართველოშია დანერგილი და ინგლისმა დაიწყო ახლა დანერგვა საქართველოს მაგალითით“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

ქვეყნის მთავარი ინფექციონისტის სიტყვებით, საქართველოს ევროპაში აქვს ევროპის 45 ქვეყანაზე უფრო დაბალი სიკვდილობის პროცენტი. ეს, ცერცვაძის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის სისტემა და კლინიკური ჯგუფი წარმატებით მუშაობს.

„თუ ჩვენ არ ჩავთვლით სამკვირიან პერიოდს, რომელიც იყო პიკის პერიოდი, ნოემბერი-დეკემბერი, როცა იყო ძალიან დიდი გადატვირთვა და გადაძაბვა კლინიკური სექტორის, დღეში ხუთი ათასი ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. მაშინ იყო დაგვიანებები სასწრაფოსი, ოჯახის ექიმების, ჰოსპიტალიზაციის პრობლემები, მაგრამ ეს პრობლემები მაშინაც კი იყო გაცილებით ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში“, - აღნიშნა ცერცვაძემ.

„ხარვეზების გარეშე შეუძლებელია, რომ ასეთი დიდი ომი მოიგო“, - თქვა ცერცვაძემ.

კატეგორიული მოთხოვნა - ნიღბებით სიარული

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ დღევანდელი ვითარების შესანარჩუნებლად და შეზღუდვების თავიდან ასაცილებლად.

„მთავრობა ცდილობს, ოქროს ბალანსი იპოვოს. გაიაროს დანის პირზე, რომ შეზღუდვები მოხსნას იმდენად, რომ არ მივიღოთ მესამე ტალღა, არ გავიმეოროთ ის შეცდომა, რაც მოხდა ზაფხულში და თან იმდენად მოხსნას, რომ ადამიანებს ცხოვრების საშუალება მიეცეს...", – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, არ შეიძლება, ერთი მხრივ, გინდოდეს და მთავრობას სთხოვდე შეზღუდვების მოხსნას და მეორე მხრივ, არ გინდოდეს პირბადის კეთება.

„გააცნობიერეთ, რომ ეს ორი რამე შეუთავსებელია. თუ გინდათ შეინარჩუნოთ მოხსნილი შეზღუდვები და ნორმალური ცხოვრება, უნდა ატაროთ პირბადე უფრო მეტად, ვიდრე ატარებდით. 90 პროცენტზე უნდა ავიდეთ. თუ თქვენ არ ატარებთ პირბადეს, ძალიან მალე ქვეყანა იძულებული გახდება ხელახლა შემოიღოს შეზღუდვები. კატეგორიულად გთხოვთ გამოიყენოთ პირბადე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში და მაშინ შემთხვევების მატება არ იქნება, შესაბამისად, შევინარჩუნებთ გახსნილ ეკონომიკას და ცხოვრების უკეთეს პირობებს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 270.137-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 264.047 ადამიანი, ხოლო 3.485 გარდაიცვალა.

0
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები