თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდებს.
როგორც პარტიის განცხადებაშია აღნიშნული, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ერთადერთი სწორი და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება – შეთანხმდეს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე.
სამართლიანი არჩევნები და ჯანსაღი პოლიტიკური გარემო სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნა და საერთაშორისო პარტნიორების რჩევაა, აღნიშნავენ პარტიაში.
„დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები. ასევე მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, შექმნილ ვითარებაში უმნიშვნელოვანესია თქვენი კიდევ უფრო აქტიური და ქმედითი ჩართულობა შექმნილი კრიზისის დასაძლევად“, – ნათქვამია „ლელოს“ განცხადებაში.
პრემიერმა გიორგი გახარიამ 18 თებერვალს სპეიცალურ ბრიფინგზე თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მან ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო. მან აღნიშნა, რომ გადადგომის მიზეზი მმართველ პარტიასთან უთანხმოება გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე.
გურამ მაჭარაშვილი: ოპოზიცია უნდა დაელოდოს მომავალ არჩევნებს>>
პრემიერის გადადგომის გამო შსს–მ დროებით გადადო „ნაცმოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაპატიმრება სასამართლოს გადაწყვეტილებით.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. პოლიციამ აქტივისტებს გონუვრული ვადა მისცა იმისთვის, რომ მათ პარლამენტის შენობასთან, გზის სავალ ნაწილზე გაშლილი კარავი აიღონ, იუწყება Sputnik–საქართველოს კორესპონდენტი მოვლენების ადგილიდან.
პოლიცია ადგილზე მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აქტივისტებმა კარავი გზის სავალ ნაწილზე დადგეს.
ისინი ხელს ვერ შეგვიშლიან კარვის გაშლაში, რადგან აქ ბევრი ხალხია, განაცხადა ერთ–ერთმა აქტივისტმა ნიკა ნარსიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ კარავი პარლამენტის ტერიტორიაზე ბათუმიდან გადმოიტანა, სადაც საპროტესტო აქცია დღემდე მიმდინარეობდა.
ამ დროისთვის პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი იმყოფება. ნაწილმა კარვები ტროტუარზე გაშალა და ახლა მუსიკას უსმენს.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. საპროტესტო აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიისკენ მიემართებიან, ამავე დროს პარლამენტთან საკონცერტო სცენა და კარვების ქალაქი ეწყობა.
თბილისის ცენტრისკენ ათასობით ადამიანი მსვლელობით გაემართა, შემდეგ გაიმართა აქცია პარლამენტის შენობასთან. ოპოზიციის ლიდერებმა აქ უახლოესი ორი კვირის გეგმა გამოაცხადეს.
ოპოზიციის გეგმებშია პარლამენტისა და სამთავრობო კანცელარიის პიკეტირება, აქციები შსს–სთან და თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. ეს ყველაფერი ახალი მასშტაბური საპროტესტო აქციით დასრულდება.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიისკენ ინაცვლებენ. იქ განაცხადებენ თავიან მოთხოვნებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ, შემდეგ დაბრუნდებიან პარლამენტთან, სადაც საკონცერტო სცენის მოწყობა მიმდინარეობს.
პარლამენტის გვერდით დგამენ კარვებს, სადაც მომიტინგეები ღამის გატარებას აპირებენ.
თბილისი, 26 თებერვალი – Sputnik. თბილისის მერია პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღებას იწყებს, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის მოცულობა გაიზარდა.
„დაფინანსება გაიცემა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ იმ სტუდენტებზე, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 150 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დაფინანსების ოდენობა, რომელიც წლიურად შეადგენს 2.250 ლარს, დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. კერძოდ:
დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს:
რაც შეეხება პირველი სემესტრის სტუდენტებს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მათ უნდა წარადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა.
დოკუმენტაცია და განცხადება სტუდენტმა პირადად უნდა წარადგინოს.