საქართველოში ლიეტუვის ელჩი „ნაციონალების“ ოფისში მივიდა

© Sputnik / STRINGERლიეტუვის ელჩი
ლიეტუვის ელჩი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
ლიეტუვას ელჩი ანდრიუს კალინდრა შეხვედრას, სავარაუდოდ, ნიკა მელიასთან და ოპოზიციის სხვა ლიდერებთან გამართავს 

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. მე აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ მოვლენის მიმართ, რაც ხდება, განაცხადა ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ, რომელიც ოპოზოციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა.

გიორგი გახარიამ თანამდებობა დატოვა>>

დღეს დილით  ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის განჩინების ჩასაბარებლად სამართალდამცველები მივიდნენ, თუმცა იქ შეკრებილებმა შსს-ს წარმომადგენლებს ოფისის კარი ჩაუკეტეს და არ შეუშვეს. დღესვე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე  განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. მან გადაწყვეტილება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო.

ნიკა მელია - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
ნიკა მელია ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

ელჩის განცხადებით, ის შეშფოთებულია, რომ მოვლენებთან დაკავშირებით შესაძლოა, არაპროპორციული ზომები იქნას მიღებული.

„ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ლიეტუვა საქართველოს მტკიცე მხარდამჭერია. ჩვენ ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რათა ქვეყანა იყოს წარმატებული ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. აქ ვარ იმისთვის, რომ სოლიდარობა გამოვხატო ყველა იმ მოვლენის მიმართ, რომელიც ხდება“, - განაცხადა კალინდრამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 17 თებერვალს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერ ნიკა მელიას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა პოლიციის პრეროგატივაა.

გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
პრემიერი გადადგა – რა იქნება შემდეგ?

რა ბრალდებას უყენებენ მელიას

ოპოზიციური პარტიის ლიდერს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტზე შტურმის დროს ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. იმ ღამეს თბილისის ცენტრში გაიმართა საპროტესტო აქცია პარლამენტში რუსეთის სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის საპასუხოდ.

ბრალდება ამტკიცებს, რომ მელიას წინააღმდეგ გამოძიების მასალები გამყარებულია ვიდეოჩანაწერებით და მოწმეთა ჩვენებებით. არეულობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მელიამ მომიტინგეებს მიმართა: „მინდა გკითხოთ, რატომ უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიყოთ პარლამენტის შენობაში?“

დანაშაული, რომელიც მელიას ბრალდება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0