აშშ-ის საელჩო: მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა

© Government of Georgiaაშშ–ის და საქართველოს დროშები
აშშ–ის და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
საქართველოში აშშ–ის დიპლომატიურმა უწყებამ პირველი განცხადება გუშინ, გვიან ღამით გაავრცელა და საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდა

 

თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საქართველოში აშშ–ის საელჩომ,  მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მეორედ შეაფასა ქვეყანაში შექმნილი ვითარება. 

ამ დროისთვის მელია პარტიის სათავო ოფისში იმყოფება. პოლიცია მისთვის სასამართლო განჩინების ჩასაბარებლად  პარტიის ოფისის ტერიტორიაზე დღეს დილით მივიდა, თუმცა, ადგილზე შეკრებილმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მომხრეებმა მათ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

„არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა“,- აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოში აშშ–ის დიპლომატიურმა უწყებამ პირველი განცხადება გუშინ, გვიან ღამით გაავრცელა, რომელშიც საელჩო ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ, რამეთუ „ძალადობა მხოლოდ იმათ აძლევს ხელს, ვინც ქვეყანაში სტაბილურობის წინააღმდეგია“.

ყველა ახალი ამბავი
0