პროკურატურის შენობა

ნიკა მელიას საქმე სასამართლოშია: პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა მოითხოვა

80
(განახლებულია 21:25 16.02.2021)
პროკურატურამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, განაცხადა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ.

საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი ცოტა ხნის წინ დაუჭირა.

„მხედველობაში ვიღებთ, რომ ბრალდებულმა არ გადაიხადა გირაო, არ შეასრულა სასამართლოს განჩინებები და დაკისრებული ვალდებულებები. ერთადერთი ღონისძიება, რაც სისხლის სამართლებრივ სივრცეში მის სათანადო ქცევასა და პროცესის მიზნების შესრულების უზრუნველყოფას მოახდენს, რჩება პატიმრობა და, აქედან გამომდინარე, შევიტანეთ ეს დასაბუთებული შუამდგომლობა. დაველოდებით სასამართლოს სხდომას, რომელზეც ყველასთვის ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ როდის მოხდება მელიას საქმის განხილვა, პროკურორის თქმით, სასამართლოს ამისთვის 24-საათიანი ვადა აქვს.

2 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს პატიმრობით შეცვლის თაობაზე სასამართლოსთვის მიმართვასთან დაკავშირებით პარლამენტს თანხმობის მისაღებად მიმართა. ასეთი გადაწყვეტილება პროკურატურამ მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ უარი თქვა გირაოს გადახდაზე, რომელიც სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დააკისრა.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 2 კი წინააღმდეგი იყო.

საკითხის პლენარულ სხდომაზე გასვლამდე მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა დაუჭირეს.

საქართველოში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე იღებს. მაგრამ ამ შემთხვევაში მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს მიმართვამდე პროკურატურამ პარლამენტის ნებართვა უნდა მიიღოს.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც საკანონმდებლო ორგანომ მსგავს გადაწყვეტილება მიიღო ერთსა და იმავე საქმეზე – 2019 წლის 20 ივნისის ღამეს „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“.

პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.

2019 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა. მას ასევე საჯაროდ გამოსვლა აეკრძალა. მაშინ ის ამ წესებს დაემორჩილა, მათ შორის, გირაოს თანხაც გადაიხადა.

მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთ მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი თავიდან დააკისრეს.

80

მოძრაობამ „საქართველოსთვის“ ივანიშვილის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გამართა - ვიდეო

31
მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა საპროტესტო მსვლელობა გამართეს პარლამენტთან მოწყობილი კარვების ქალაქიდან მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე

მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის რეფორმაა.

დემონსტრანტების თქმით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა, ის განაგრძობს ქვეყანაში პროცესების მართვას და მსვლელობით სწორედ ამასთან დაკავშირებით გამოხატეს პროტესტი.

 

31
არჩილ თალაკვაძე

დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა ბიუროს დღეს წარედგინება

42
(განახლებულია 18:11 01.03.2021)
არჩევნებზე დარღვევების შესასწავლად შექმნილ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის კვოტებს ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი დაიკავებენ.

თბილისი, 1 მარტი – Sputnik. 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა დღეს ბიუროს წარედგინება. 

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთ-ერთი პირობა იყო, რომელიც მმართველმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ ოპოზიციას მისცა. უმრავლესობამ პირობა დადო – შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა და დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ ხმების დათვლაში ცდომილება თუნდაც 1%-ს შეადგენს. 

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა სამი დღის ვადაში გაიმართება, რომელზეც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს და მდივანს აირჩევენ. ასევე დაამტკიცებენ კომისიის წესდებას.

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია ოთხი წევრისგან იქნება დაკომპლექტებული, რომელშიც ოპოზიცია და უმრავლესობა ადგილებს თანაბრად გადაინაწილებენ – მმართველი გუნდიდან კომისიაში გივი მიქანაძე და ალუდა ღუდუშაური იქნებიან, „ევროპელ სოციალისტებს“ კი დავით ზილფიმიანი და ფრიდონ ინჯია წარმოადგენენ.

პარლამენტში მყოფი მეორე ოპოზიციური პარტია „მოქალაქეები“ კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. დროებით საგამოძიებო კომისიას ასევე უნდობლობას უცხადებენ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციური პარტიები.

კომისიაში ჩაერთვებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დეპუტატებს დარღვევების შესახებ მათ ხელთ არსებულ მასალებს მიაწვდიან.

დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა და კვოტები საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განსაზღვრა.

17 თებერვლის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა 78 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მიიღო დადგენილება „2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ“. საგამოძიებო კომისიის უფლებამოსილების ვადა 3 თვით განისაზღვრა.

დადგენილების განმარტებითი ბარათის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისია სიღრმისეულად შეისწავლის 2020 წლის პარლამენტის არჩევნებს და საბოლოოდ გასცემს პასუხს, არსებობდა თუ არა ისეთი დარღვევები, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ამომრჩეველთა ნების გამოხატვასა და არჩევნების საბოლოო შედეგებზე.

 

42
თემები:
საქართველოს პარლამენტი

თბილისში რკინიგზის სადგურზე ავზს ცეცხლი მოეკიდა - ვიდეო

0
(განახლებულია 19:50 01.03.2021)
თბილისი რკინიგზის სადგურზე მაზუთის ავზს ცეცხლის წაეკიდა. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

„საქართველოს რკინიგზას“ ისანი-სამგორის რაიონში მომხდარი ხანძრისგან მინიმალური ზარალი მიადგა. იქ ძველი ავზი აალდა, რომელშიც მაზუთის ნარჩენები იყო. მაგრამ ხანძრისგან წარმოქმნილი კვამლი იმდენად დიდი იყო, რომ ლამის ქალაქის ცენტრიდანაც კი ჩანდა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და სპეცტექნიკა. ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაზარალებულა. აალების მიზეზები დგინდება. 

0