„ქართული ოცნების“ ახალი წინადადება და ოპოზიციის რეაქცია: ქართული პოლიტიკის პრობლემები

© photo: Sputnikპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
„ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის ხელმოწერილ მემორანდუმში საუბარია ბარიერის დაწევაზე 0-3%-მდე ფარგლებში.

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ შესთავაზა ოპოზიციას საარჩევნო ბარიერის დაწევა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, რაც ქართული ოპოზიციის შიგნით განხილვის ახალი საგანი და ვაჭრობის ობიექტი გახდა.

დღეისათვის საქართველოს კონსტიტუციაში გაწერილია, რომ საპარლამენტო არჩევნები 2024 წლამდე ტარდება შერეული სისტემით პარტიებისთვის 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში, ხოლო 2024 წლის არჩვენები - პროპორციული სისტემით და 5%-იანი ბარიერით.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2021
საქართველოს პარლამენტმა პლენარული კვირის დღის წესრიგი განსაზღვრა

„ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის ხელმოწერილ მემორანდუმში საუბარია ბარიერის დაწევაზე 0-3%-მდე ფარგლებში. ეს საკითხი განხილვას მოითხოვს და ამას სიჩქარე არ სჭირდება. ჩვენ არ გვაქვს პრინციპული პოზიცია და მზად ვართ განვიხილოთ ეს საკითხი ოპონენტებთან ერთად, რათა შეთანხმებას მივაღწიოთ, განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა.

თუმცა ბარიერის დაწევას საკონსტიტუციო ცვლილებები სჭირდება, რისთვისაც, თავის მხრივ, დარბაზში თუნდაც 113 დეპუტატის ყოფნაა საჭირო, რაც არსებული რეალიების გათვალისწინებით ძალიან პრობლემურია.

დღეისათვის სულ 99 დეპუტატია, რომელიც თანახმაა იმუშაოს პარლამენტში, აქედან სხდომებს 96 ესწრება. დანარჩენები მანდატების გაუქმების შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

ხატია დეკანოიძე აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
„სრული სიგიჟეა“: ოპოზიციონერი დეპუტატები დეკლარაციების შევსებას არ აპირებენ

შესაბამისად, კონსტიტუციაში ცვლილებების მისაღებად მმართველ პარტიას და პარლამენტში შესულ ოპოზიციას სჭირდება იმ დეპუტატების თანხმობა, რომლებიც მზად არიან უარი თქვან მანდატებზე.

თუმცა, ისინი არ აპირებენ პარლამენტში შესვლას და კონსტიტუციის შეცვლას.

„ქართულ ოცნებას“ ჩვენ ასევე შევთავაზეთ ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება. თუ საქართველოს მოსახლეობა იტყოდა, რომ მას არ სურს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ოპოზიცია ვალდებული იქნებოდა, ჩვენი თანამოქალაქეების აზრი, მოწოდება გაეთვალისწინებინა და ოპოზიცია შევიდოდა პარლამენტში. ისე კი ვადამდელ არჩევნებს მოვითხოვთ“, - განაცხადა პარტია „ლელოს“ წარმომადგენელმა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტიაში „ევროპული საქართველო“ ასევე არ ეთანხმებიან ასეთ კომპრომისს.

„ევროპული საქართველოს“ და სხვა მთელი სპექტრის, მცირე გამონაკლისებით, პოზიცია არის იგივე, რაც ჩვენ მივიღეთ, რომ მხოლოდ ვადამდელ ნორმალურ არჩევნებს შეუძლია განმუხტვა ამ კრიზისის და გადარჩენა ამ ქვეყანაში იდეის, რომ არჩევნებია გზა ხელისუფლების შეცვლის ან ხელისუფლების შენარჩუნების“, - განაცხადა პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

ცესკოს თავმჯდომარის ფაქტორი

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო გაართულებს პოლიტიკურ ცხოვრებას ქვეყანაში - ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას ფაქტორია.

კარლ ჰარცელი - Sputnik საქართველო, 1920, 03.02.2021
კარლ ჰარცელმა „ქართული ოცნების" გადაწყვეტილება შეაფასა

პარლამენტში შესული პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, თუმცა მმართველ პარტიაში ასეთ მიდგომას არ ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ კანონის წინააღმდეგ ვერ წავლენ.

საქმე ისაა, რომ ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი 5 წლის ვადით ნიშნავს და მისი გადაყენება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში. თამარ ჟვანიას კანონით აქვს უფლება შეინარჩუნოს ეს თანამდებობა 2023 წლის დეკემბრამდე, რადგან 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს.

ყველა ახალი ამბავი
0