პარლამენტის სხდომა

პარლამენტის თავმჯდომარის მეოთხე მოადგილედ ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს

52
(განახლებულია 22:10 02.02.2021)
საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ მიერ ვიცე–სპიკერის პოსტზე წარდგენილ ავთანდილ ენუქიძის კანდიდატურას 82-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ოპოზიციის კვოტით ვიცე-სპიკერის პოსტზე „ევროპელი სოციალისტების“ წევრი ავთანდილ ენუქიძე აირჩიეს, იუწყება „პირველი არხი“. 

ამჟამად 60 ოპოზიციური ადგილიდან პარლამენტში მხოლოდ ექვსია დაკავებული: ოთხი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი წევრების მიერ, რომლებმაც ახალი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ დააფუძნეს და ორი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლების მიერ, რომლებიც დღეს პირველად შეუდგნენ საპარლამენტო საქმიანობას.

ავთანდილ ენუქიძე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე რეგლამენტში ახლახან შეტანილი ცვლილების საფუძველზე გახდა.

კერძოდ, 28 იანვარს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა ცვლილება, რომლის თანახმად, მიმდინარე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ, უფრაქციო პარლამენტის წევრთა ჯგუფს.

პარლამენტის თავმჯდომარეს ამ დრომდე სამი მოადგილე ჰყავდა - გია ვოლსკი, კახა კუჭავა და დავით სერგეენკო.

დღეს კანონმდებლებმა ასევე იმსჯელეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე – 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.

ელისაშვილი: ამ დარბაზამდე მძიმე გზა გამოვიარეთ,  ბევრი სიძულვილი კიდევ წინ გველის>>>

კენჭისყრაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, „ევროპელი სოციალისტებისა“ და „მოქალაქეების“ დეპუტატები მონაწილეობდნენ. კანონმდებლებმა, რეგლამენტის შესაბამისად, თითოეული დეპუტატის განცხადება ინდივიდუალურად განიხილეს და არც ერთზე დადებითი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მმართველი პარტიამ საკითხის კენჭისყრაზე დაყენებისგან თავის შეკავებისა და ოპოზიციისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატებს მოუწოდა  „არ მიეცნენ ერთპარტიული მართვის ცდუნებას“ და „მისცენ დრო ოპოზიციას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად“.

52
თემები:
საქართველოს პარლამენტი (293)
არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: სირცხვილია, როდესაც საერთო პასუხისმგებლობას ტოვებ

29
(განახლებულია 15:51 14.04.2021)
„ქართული ოცნების“ უმრავლესობის დატოვების შემდეგ აღნიშნული პირები პარლამენტში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებენ.

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე  ექვსი დეპუტატის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ეხმაურება და ყოფილი თანაპარტიელების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს პასუხისმგებლობიდან გაქცევა უწოდა. 

პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგები ექვსმა დეპუტატმა -  გიორგი ხოჯევანიშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანა ბუჩუკურმა, ალექსანდრე მოწერელიმ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ დატოვეს და ისინი საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში გააგრძელებენ. როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა განმარტა, ისინი ყოფილი პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და დღეიდან  პარტიის მშენებლობის ეტაპზე გადადიან. 

„სამწუხაროა, რომ ჩვენმა კოლეგებმა პირადი ურთიერთობები აირჩიეს იმ სახელმწიფო ინტერესების ნაცვლად, რომელიც ერთად მივეცით საზოგადოებას და რაზეც ერთად გვქონდა აღებული პასუხისმგებლობა... ვწუხვართ, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გიორგი გახარიამ თავის დროზე და დღეს უკვე მისმა მეგობრებმა, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, „ქართული ოცნება“ და ხელისუფლება დგას იმ ვალდებულებების, პირობების უკან, რომელიც ჩვენ მივეცით საზოგადოებას“, – განაცხადა თალაკვაძემ. 

მისი განმარტებით, ის არათანმიმდევრულობა, რომელიც ექს–პრემიერმა გიორგი გახარიამ ბოლო რთული გადაწყვეტილების მიღებისას და გუნდთან ურთიერთობაში გამოავლინა, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ გიორგი გახარიამ იხელმძღვანელა პირადი ინტერესებით და მან თავისი მეგობრებიც დაარწმუნა ამაში.  როდესაც კონსოლიდაცია, ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება იყო საჭირო,  გახარიამ სწორედ მაშინ დატოვა გუნდი, შემდეგ კი მისმა მეგობრებმა დატოვეს საპარლამენტო უმრავლესობა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობიდან ექვსი დეპუტატის გასვლის შემდეგ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 წევრი ჰყავს.

გახარიამ პრემიერის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 18 თებერვალს გააკეთა, რაც ყველასთვის, პირველ რიგში კი საკუთარი გუნდისთვის დიდი მოულოდნელობა იყო. ექს-პრემიერმა მიზეზად თავის გუნდთან – „ქართულ ოცნებასთან“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე უთანხმოება დაასახელა. მარტის ბოლოს ექს-პრემიერმა დუმილი დაარღვია და განაცხადა, რომ არ აპირებს პოლიტიკიდან წასვლას და მისი სამომავლო გეგმების შესახებ ცნობილი მალე გახდება.

 გახარიას მთავრობის მეთაურის პოსტი 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის 18 თებერვლამდე ეკავა.

29
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
სალომე ზურაბიშვილი და არმენ სარქისიანი

საქართველოს ხვალ ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ეწვევა

14
(განახლებულია 15:03 14.04.2021)
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრებს გამართავს.

 

თბილისი, 14 აპრილი - Sputnik. სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი  15 აპრილს ოფიციალური ვიზიტით თბილისს ეწვევა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სომხეთის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის, ნუნე სარქისიაის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ხუთშაბათს ორბელიანების სასახლეში გაიმართება.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  იგეგმება სომხეთის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრები, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პირველი პირები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

გარდა ამისა,  სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძესაც შეხვდება.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში სარქისიანი სომხურ საკათედრო ტაძარსაც დაათვალიერებს.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები ბევრ სფეროში თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, ხოლო სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორთა ათეულში შედის.

14
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
ხედი მოსკოვზე ბიზნეს-კომპლექს „მოსკოუ-სითიდან“

კონკურსი „რუსეთის ლიდერები“: როგორ მიიღებენ უცხოელები რუსეთის მოქალაქეობას

0
(განახლებულია 17:24 14.04.2021)
პრეზიდენტის პლატფორმა „რუსეთი — შესაძლებლობების ქვეყანა“ უკვე რამდენიმე წელია ატარებს კონკურსს „რუსეთის ლიდერები“.

დანარა კურმანოვა

 14 აპრილს ორგანიზატორებმა გამოაცხადეს, რომ ახალ მიმართულებას — ტრეკ „საერთაშორისოს“ აამოქმედებენ. მასი მონაწილეობას 55 წლამდე ასაკის უცხოელები შეძლებენ, სააგენტო Sputnik–ი მოგითხრობთ, როგორია კონკურსის პირობები და რას აძლევს მასში მონაწილეობა ახლო საზღვარგარეთის მოქალაქეებს.

მთავარია ნიჭი

პროექტის მთავარი მიზანი თავად პლატფორმის სახელწოდებაშია ჩადებული — რუსეთის შესაძლებლობების ქვეყანა უნდა გახდეს, თანაც არა მარტო საკუთარი მოქალაქეეებისთვის. ამაში დარწმუნებულია რუსეთის პრეზიდენტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე სერგეი კირიენკოც.

„2018 წელს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გზავნილში გახმოვანდა, რომ რუსეთის განვითარების პრონციპული პირობა არის ადამიანების თვითრეალიზაციის შესაძლებლობა, — განაცხადა მან ტრეკ „საერთაშორისოს“ პრეზენტაციაზე. — და რაც ადრე შეძლებს ადამიანი თვითრეალიზებას, მით უკეთესი“.

კირიენკოს თქმით, იმის თაობაზე, რომ კონკურსი „რუსეთის ლიდერები“ ნამდვილად ეხმარება ადამიანებს საკუთარი თავის პოვნაში, ციფრები მეტყველებს. პროექტის არსებობის სამი წლის განმავლობაში მონაწილეობაზე განაცხადი ხუთმა მილიონმა ადამიანმა წარადგინა. კირიენკოს მიაჩნია, რომ მიმდინარე წელს მაჩვენებლები აშკარად გაიზრდება — დიდწილად Россия сегодня–ს თანამშრომლის, სააგენტო Baltnews–ის შეფრედაქტორ ალინა გერლინიას წყალობით.

საქმე ისაა, რომ მანამდე, 26 მარტს, ალინა გერლინიამ ვლადიმირ პუტინს მიმართა წინადადებით, შემოეღო კონკურსში „რუსეთის ლიდერები“ ცალკე სპეციალიზაცის უცხოეთის მოქალაქეებისთვის, მათ შორის, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლების კურსდამთავრებულებისთვის, და ამასთან გაემარტივებინა რუსეთის მოქალაქეობის მიღება მისი ნიჭიერი თანამემამულეებისთვის. პრეზიდენტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა.

„უნდა ითქვას, რომ ალინა გერლინია ბალტიისპირელია, — ამბობს კირიენკო. — მან გაბედულად წამოაყენა წინადადება, ჩვენს კონკურსში კი ბევრ უცხოელს სურს მონაწილეობის მიღება. ჩვენ სოციოლოგიური კვლევა ჩავატარეთ და მისი შედეგებით, გამოკითხულთა 93%-ს რუსეთში დარჩენა სურს საცხოვრებლად და საუშაოდ. 80%-ს მიაჩნია, რომ კონკურსი — ეს ზუსტად ისაა, რაც საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას მისცემს“.  

მაგრამ, როგორც თავად ალინა გერლინიას მიაჩნია, ყველა უცხოელი ვერ არის ისეთი ჯიუტი, რომ ყველა ბიუროკრატიული წინააღმდეგობა გადალახოს და ქვეყანაში დარჩეს. „რუსეთში ნიჭიერი ადამიანები უნდა მოხვდნენ. ზოგჯერ მათთვის ბიძგის მიცემაა საჭირო და კონკურსი „რუსეთის ლიდერები“ ამის შესანიშნავი შესაძლებლობაა“, — თქვა მან.

ბინადრობის უფლება თუ მოქალაქეობა ბონუსად

კონკურსისი საერთაშორისო მიმართულებაში მონაწილეობისთვის რამდენიმე მოთხოვნა არსებობს: უნდა იყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 55 წელს, უნდა გქონდეთ არანეკლებ ორწლიანი მენეჯერული გამოცდილება. ტრეკის ფინალისტებისა და გამარჯვებულებისთვის პრიზებს შორისაა: საგანმანათლებლო გრანტი ერთ მილიონ რუბლზე, მუშაობა მენტორთან, რომელიც რუსული ბიზნესიდან ან სახელმწიფო მართვიდან იქნება შერჩეული, ასევე რუსეთის მენეჯერულ საკადრო რეზერვში მოხვედრის შანსი.

თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყველა მონაწილე, რომლებიც ფინალში გავლენ, გარანტირებულად მიიღებენ ბინადრობის უფლებას, ხოლო გამარჯვებულები რუსეთის მოქალაქეები გახდებიან დაჩქარებული წესით.

აღნიშნული პრაქტიკა უცხოელებისთვისაც სასარგებლოა და რუსეთისთვისაც, — მიაჩნია ალექსეი კომისაროვს და დასტურად ისიც სტატისტიკას იშველიებს. უცხოელები მანამდეც მონაწილეობდნენ კონკურსში „რუსეთის ლიდერები“, თუმცა რუსეთის მოქალაქეებთან თანაბარ პირობებზე, და ყველაზე აქტიურად განაცხადები ახლო საზღვარგარეთის მოქალაქეებს შემოჰქონდათ. ტოპ–5–ში მოხვდნენ: უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ლატვია.

„მიაქციეთ ყურადღება უცხოელი მონაწილეების განათლების დონესაც. მათი 36%-ზე მეტი მაგისტრია, არიან მეცნიერებათა კანდიდატები — 2,2%“.

ანტირუსული ფობიები აღარ მუშაობს

1990-იან წლებში პოსტსაბჭოთა სივრცე დიდი ხნით იქცა სხვა ქვეყნებში „ტვინების გადაქაჩვის“ უძირო ჭად — აშშ–დან სამხრეთ კორეამდე. დღე სეს ვითარება უნდა გამოსწორდეს, — მიაჩნია ტელეარხ RT–ს, სააგენტო Россия сегодня–სა და სააგენტო Sputnik–ის მთავარ რედაქტორ მარგარიტა სიმონიანს.

„ვის აღარ მიჰყავდა ჩვენი IT–სპეციალისტები თუ ექიმები? ახლა დროა, ჩვენც წამოვიყვანოთ ნამდვილად წარმატებული ადამიანები ჩვენკენ, — ამბობს ის. _ ტელეარხი RT დაფუძნების პირველივე დღიდან მუშაობს უცხოელებთან. როცა ყველაფერი იწყებოდა, როცა ის–ის იყო, ხალხს ვ კრებდით, გაოგნებული ვიყავი, რაოდენ ბევრ უცხოელს სურდა ჩვენთან სამუშაოდ ჩამოსვლა. არადა მაშინ, 2005 წელს რუსეთი ესოდენ მიმზიდველი ქვეყანა არ იყო — მაშინ ჯერ არც ვაქცინა Sputnik V იყო გამოგონებული და არც სხვა ბევრი კარგი რამ“.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი მიხაილ შვიდკოი ამბობს, ყურადღება სხვა მნიშვნელოვან მომენტზეც უნდა გამახვილდეს: კონკურსის საერთაშორისო მიმართულება თავის სახელწოდებას ინარჩუნებს, ანუ უცხოელები ასევე შეიძლება იყვნენ რუსეთის ლიდერები.

„რუსეთი აღმოჩენების ქვეყანაა და ეს პროექტი აჩვენებს, რომ რუსოფობიული მოდელები არ მუშაობს, ისინი ფასს კარგავს, — ამბობს შვიდკოი. —  ადამიანები შეიძლება სხვა ქვეყნებშიც ცხოვრობდნენ, იყვნენ სხვა ეროვნებისა, მაგრამ იციან ენა და თავს რუსებად გრძნობენ. ეს არის კიდეც რუსული სამყარო“.

0
თემები:
რუსეთი დღეს