„ევროპელი სოციალისტები“ ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერენ

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2021
გამოწერა
ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს 2 თებერვალს საქართველოს პარლამენტის გაზაფხულის პირველ სხდომაზე უყრიან კენჭს

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. საპარლამენტო პარტია „ევროპელი სოციალისტები“ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადამდე შეწყვეტის წინააღმდეგი არიან, ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

მხედრით სვლა „მოქალაქეებისგან“ – რა ხდება საქართველოს პარლამენტში >>

პარლამენტი 51 დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას აპირებს მათი პირადი განცხადებების საფუძველზე. ესენი არიან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“ ბლოკის (36 მანდატი), „ევროპული საქართველოს“ (ხუთი მანდატი), „სტრატეგია აღმაშენებლის“ (ოთხი მანდატი), „ლელო საქართველოსთვის“ (ოთხი მანდატი) და ლეიბორისტული პარტიის (ერთი მანდატი) წარმომადგენლები. ასევე ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც კენჭს იყრიდა პარტია „გირჩის“ სახელით. კენჭისყრაზე საკითხს 2 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე გაიტანენ.

„ევროპელი სოციალისტები“ მივმართავთ როგორც საპარლამენტო უმრავლესობას, ასევე საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, გამონახონ გამოსავალი არსებულ ვითარებაში და კონსტრუქციულ, ურთიერთშეთანხმების ფორმატში მიიღონ გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.

პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 28.01.2021
პარლამენტში შესულ ოპოზიციას უფლებამოსილება გაეზარდა

საქართველოს პარლამენტში პარტია „ევროპელი სოციალისტები“ წარმოდგენილია ოთხი დეპუტატით. მათ კენჭი იყარეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით, თუმცა პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, პარლამენტში შევიდნენ და გაემიჯნენ პარტიას.

ცოტა ხნის წინ პარტია „გირჩმა“ მმართველ პარტიას მოუწოდა, არ შეუჩეროს სადეპუტატო უფლებამოსილება ოპოზიციის წარმომადგენლებს და დაუტოვოს დრო მოლაპარაკებების გასაგრძელებლად.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თუ მმართველი პარტია კოლეგებს უფლებამოსილებას შეუჩერებს, პარტია „გირჩის“ წარმომადგენლები, რომლებიც პარლამენტში არჩევნების შედეგად მოხვდნენ, დაუყოვნებლივ შეიტანენ განცხადებებს მათთვის მანდატების გაუქმების შესახებ.

რას სთხოვს „გირჩი“ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას" >>

სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეჩერებას 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

დღესდღეობით 60 ოპოზიციური ადგილიდან პარლამენტში მხოლოდ ექვსია დაკავებული: ოთხი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დეპუტატების მიერ, რომელთაც ახალი პარტია შექმნეს, და ორი პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლების მიერ. დანარჩენმა ოპოზიციონერებმა, რომლებიც პარლამენტში მოხვდნენ, საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტი გამოუცხადეს და ხელისუფლება არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს.

ყველა ახალი ამბავი
0