პარლამენტის კომიტეტმა დააკმაყოფილა 49 ოპოზიციონერის მოთხოვნა მანდატების გაუქმების შესახებ

© photo: Sputnikპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის შემცირებული შემადგენლობა საქართველოს პარლამენტს კონსტიტუციის შეცვლის, კონსტიტუციური კანონების მიღებისა და მიწის შესახებ კანონის შეცვლის შესაძლებლობას დაუკარგავს.

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა.

პარლამენტში სხდომა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტების მიერ გამართული აქციის ფონზე გაიმართა. აქციის მონაწილეებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის საქმიანობას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. 

აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო
პარლამენტის შენობის წინ სადეპუტატო მანდატები ჰაერში „ააფრინეს"

ოპოზიციის 55-მა დეპუტატმა მანდატების გაუქმების შესახებ განცხადებით პარლამენტს დეკემბერში მიმართა.

უფრო ადრე პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ „პატრიოტთა ალიანსის“ ოთხ დეპუტატთან დაკავშირებით მიიღო, რომლებიც შემდეგ მათი პარტიული სიის წევრებმა ჩაანაცვლეს. ამ უკანასკნელებმა პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.

გუშინ კი კომიტეტმა ოპოზიციის კიდევ ორი დეპუტატის – შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის განცხადება დააკმაყოფილა სადეპუტატო მანდატების გაუქმების შესახებ.

ოპოზიციიდან გასულ კვირაში პარტია „მოქალაქეების“ წევრებმა პარლამენტში შესვლისა და კუთვნილი ორი ადგილის დაკავების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადეს. პარტია „გირჩის“ კიდევ სამი წევრი აცხადებს, რომ როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელებას ცდილობენ, თუმცა პარლამენტში შესვლას ჯერჯერობით არ გეგმავენ და ისინი ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.

ოპოზიციის წარმომადგენლების უმრავლესობამ პარლამენტის დატოვება პროტესტის ნიშნად არჩევნების გაყალბების გამო გადაწყვიტა.

როგორც საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა სხდომაზე განაცხადა, დღევანდელი გადაწყვეტილება ბიუროს გადაეგზავნება, 2 თებერვალს კი საკითხი პლენარულ სხდომაზე გავა.

2 თებერვალს ჩატარებული კენჭისყრის შემდეგ საქართველოს პარლამენტში 150-დან ოფიციალურად 99 დეპუტატი დარჩება.

ყველა ახალი ამბავი
0