გახარიამ ვიცე-პრემიერები დაასახელა – ვინ გახდა პრემიერის ახალი მოადგილე

© photo: Government of Georgia / FBმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერმა მისი მხოლოდ ერთი მოადგილე შეცვალა – აღნიშნულ თანამდებობაზე თეა წულუკიანის ნაცვლად დავით ზალკალიანი დასახელდა.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს ახალ მთავრობაში ვიცე-პრემიერები იქნებიან, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე. 

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობაში საკადრო როტაცია იგეგმება?

ცქიტიშვილს აღნიშნული თანამდებობა მთავრობაში მანამდეც ეკავა, ზალკალიანმა კი იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი შეცვალა, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა.

„ბატონებო, მინდა მოგილოცოთ! ასეთი კრიზისის პერიოდში დიდი პასუხისმგებლობაა – იყო მთავრობის წევრი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა – იყო ვიცე-პრემიერი. დარწმუნებული ვარ, თქვენ შეძლებთ ამ გამოწვევის მიღებას და თქვენი მუშაობა წარმატებული იქნება“, – აღნიშნა გახარიამ.

2012 წელს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, დიპლომატი დავით ზალკალიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ექვსი წლის შემდეგ მას აღნიშნული უწყების მინისტრის პორტფელი ჩააბარეს.

2014–2018 წლებში მაია ცქიტიშვილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.

მოგვიანებით იგი მინისტრის პოსტზე წარადგინეს, 2018 წლის მარტიდან ხელმძღვანელობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. თანამდებობაზე დანიშვნიდან სამი თვის შემდეგ მაია ცქიტიშვილი ვიცე-პრემიერი გახდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0