ზაალ უდუმაშვილი

ქართული ოპოზიცია ახალი საპროტესტო ტალღისთვის ემზადება

724
(განახლებულია 16:55 20.01.2021)
საპარლამენტო ოპოზიცია ამტკიცებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნები გაყალბების გზით მოიგო

თბილისი, 20 იანვარი – Sputnik. ქართული ოპოზიცია ამა წლის თებერვლიდან პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადატანას გეგმავს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

საგამოძიებო კომისია და თანამედროვე საარჩევნო ტექნიკა: რა შესთავაზა ხელისუფლებამ ოპოზიციას>>

უფრო ადრე რიგმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არ დანიშნავს, ოპოზიცია პერმანენტული საპროტესტო აქციებისთვის მზადებას დაიწყებს.

„თებერვლიდან ოპოზიცია აქტიურ რეჟიმში გადავა. ბუნებრივია, როცა ჩვენ უარს ვამბობთ საპარლამენტო მანდატებზე, ეს ნიშნავს, რომ ძალიან აქტიური იქნება ქუჩა, პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაინაცვლებს“, – განუცხადა უდუმაშვილმა ჟურნალისტებს.

საპარლამენტო ოპოზიცია აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები გაყალბების გზით მოიგო. ამას უკავშირდება მათი პროტესტი და სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმა.

ამასთან, საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა.

ახალი პარლამენტის უფლებამოსილება 11 დეკემბერს შევიდა ძალაში და თითქმის ერთი თვე ერთპარტიულ რეჟიმში იმუშავა, მაგრამ იანვრის დასაწყისში პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, თუმცა დეპუტატებმა ფრიდონ ინჯიამ, გელა მიქაძემ და დავით ზილფიმიანმა, უფლებამოსილების აღიარების შემდეგ, „ალიანსი“ დატოვეს და ახალი პოლიტიკური ძალა „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.

724
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (310)

ახალგაზრდებმა თბილისში კომენდანტის საათის გაუქმება მოითხოვეს - ფოტო

20
  • აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა
  • აქციაში, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების საშუალებით მოხდა
  • აქციის მონაწილეებს უამრავი პლაკატი ქონდათ თან
  • თავდაპირველად მათ თავი თბილისის საკრებულოს შენობასთან მოიყარეს
  • ერთი საათის შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა
  • მომიტინგეებს შორის ბევრი გოგონა იყო
  • გარკვეული დროის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს
  • აქციას უამრავი ბლოგერი და ფოტოგრაფი აშუქებდა
  • ახალგაზრდები საპროტესტო აქციაზე
  • დემონსტრანტებმა მოედნის ცენტრში წმინდა გიორგის ქანდაკებასთან გადაინაცვლეს
  • აქციის დასრულება 16:30 საათზე იგეგმებოდა, თუმცა უფრო დიდხანს გაგრძელდა
  • მოედანზე დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა
  • ყველა მათგანი პროტესტს გამოთქვამდა
  • მეპროტესტეები ქანდაკებასთან ისხდნენ
  • ზოგი კი ყავას მიირთმევდა
  • მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმება იყო
  • პანდემიის გამო საქართველოში ჯერ კიდევ ძალაში რჩება საღამოს 9 საათის შემდეგ თავისუფლად გადაადგილების აკრძალვა
  • იმოქმედებს თუ არა ეს აქცია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - ჯერ-ჯერობით უცნობია
  • მაგრამ ახალგაზრდა აქტივისტებმა პოზიცია მაინც დააფიქსირეს
თბილისში კოვიდ-შეზღუდვების გაპროტესტება გრძელდება, კერძოდ, კომენდანტის საათის რეჟიმის, რომელიც საღამოს ცხრა საათის შემდეგ თავისუფლად გადაადგილებას კრძალავს

აქციაში დაახლოებით 200 ადამიანი მონაწილეობდა, რომელსაც უამრავი ჟურნალისტი და ბლოგერი აშუქებდა. პროტესტს ძირითადად გამოთქვამდნენ ახალგაზრდები, თუმცა აქციაზე იმყოფებოდნენ პოლიტიკოსებიც, „გირჩისა“ და ლეიბორისტული პარტიის წევრები, ასევე სამოქალაქო აქტივისტები. 

აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა და შემთხვევების გარეშე ჩაიარა. ადგილზე წესრიგს პოლიცია უზრუნველყოფდა.

დასაწყისში დემონსტრანები თბილისის საკრებულოს შენობასთან შეიკრიბნენ, შემდეგ დიდი ტრანსფარანტითა და პლაკატებით მოედნის ცენტრში გადაინაცვლეს წმინდა გიორგის ქანდაკებასთან.

მიტინგის დროს ავტომობილების მოძრაობა მოედანზე ნაწილობრივ შეიზღუდა.

20
  • აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა

  • აქციაში, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების საშუალებით მოხდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    აქციაში, ძირითადად, ახალგაზრდები მონაწილეობდნენ. აქციის ორგანიზება სოციალური ქსელების საშუალებით მოხდა

  • აქციის მონაწილეებს უამრავი პლაკატი ქონდათ თან
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    აქციის მონაწილეებს უამრავი პლაკატი ქონდათ თან

  • თავდაპირველად მათ თავი თბილისის საკრებულოს შენობასთან მოიყარეს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    თავდაპირველად მათ თავი თბილისის საკრებულოს შენობასთან მოიყარეს

  • ერთი საათის შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ერთი საათის შემდეგ მათი რაოდენობა გაიზარდა

  • მომიტინგეებს შორის ბევრი გოგონა იყო
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მომიტინგეებს შორის ბევრი გოგონა იყო

  • გარკვეული დროის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    გარკვეული დროის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზის სავალი ნაწილი დაიკავეს

  • აქციას უამრავი ბლოგერი და ფოტოგრაფი აშუქებდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    აქციას უამრავი ბლოგერი და ფოტოგრაფი აშუქებდა

  • ახალგაზრდები საპროტესტო აქციაზე
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ახალგაზრდები საპროტესტო აქციაზე

  • დემონსტრანტებმა მოედნის ცენტრში წმინდა გიორგის ქანდაკებასთან გადაინაცვლეს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    დემონსტრანტებმა მოედნის ცენტრში წმინდა გიორგის ქანდაკებასთან გადაინაცვლეს

  • აქციის დასრულება 16:30 საათზე იგეგმებოდა, თუმცა უფრო დიდხანს გაგრძელდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    აქციის დასრულება 16:30 საათზე იგეგმებოდა, თუმცა უფრო დიდხანს გაგრძელდა

  • მოედანზე დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მოედანზე დაახლოებით 200 ადამიანი შეიკრიბა

  • ყველა მათგანი პროტესტს გამოთქვამდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ყველა მათგანი პროტესტს გამოთქვამდა

  • მეპროტესტეები ქანდაკებასთან ისხდნენ
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მეპროტესტეები ქანდაკებასთან ისხდნენ

  • ზოგი კი ყავას მიირთმევდა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    ზოგი კი ყავას მიირთმევდა

  • მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმება იყო
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა კომენდანტის საათის გაუქმება იყო

  • პანდემიის გამო საქართველოში ჯერ კიდევ ძალაში რჩება საღამოს 9 საათის შემდეგ თავისუფლად გადაადგილების აკრძალვა
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    პანდემიის გამო საქართველოში ჯერ კიდევ ძალაში რჩება საღამოს 9 საათის შემდეგ თავისუფლად გადაადგილების აკრძალვა

  • იმოქმედებს თუ არა ეს აქცია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - ჯერ-ჯერობით უცნობია
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    იმოქმედებს თუ არა ეს აქცია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე - ჯერ-ჯერობით უცნობია

  • მაგრამ ახალგაზრდა აქტივისტებმა პოზიცია მაინც დააფიქსირეს
    © Sputnik / Alexander Imedashvili

    მაგრამ ახალგაზრდა აქტივისტებმა პოზიცია მაინც დააფიქსირეს

ვასილ მაღლაფერიძე

ვასილ მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტს ტოვებს

43
(განახლებულია 10:35 08.03.2021)
ეს თანამდებობა მაღლაფერიძეს 2021 წლის იანვრიდან ეკევა, მანამდე კი საქართველოს საზოგადოებრიც მაუწყებელს ხელმძღვანელობდა

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. ვასილ მაღლაფერიძე ჯანმრთელობის პრობლემების გამო პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან თავის Facebook–გვერდზე დაწერა.

„მაინც, ყოველი შემთხვევისთვის, რამე სულელური ვერსიები რომ არ გაჩნდეს, ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შევძლებ საჯარო კომუნიკაციას, ვტოვებ პარტიაში ჩემს თანამდებობას. პოლიტიკური გემოვნება და შეხედულებები არ მეცვლება“, – დაწერა მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, მას შეუძლია ჯანმრთელობის ცნობის წარდგენაც იმის დასადასტურებლად, რომ სამუშაო დღეები საპატიო მიზეზით გააცდინა.

მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ თავისი ყრილობა დამფუძნებლის – ბიძინა ივანიშვილის გარეშე იანვარში ჩაატარა, აირჩია ახალი თავმჯდომარე და ახალი პოლიტსაბჭო. თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდა, ხოლო მისი მოადგილე – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელი – ვასილ მაღლაფერიძე.

ვასილ მაღლაფერიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის პოსტი, რომელზეც ის 2017 წლის იანვრიდან მუშაობდა, 2020 წლის 18 აგვისტოს დატოვა. თანამდებობის დატოვების მიზეზად მან საქართველოს საპარლამენტო არჩევნები დაასახელა, რომელიც ოქტომბერში გაიმართა.

43
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (310)
აეროპორტი

ისრაელი ქვეყანაში შესვლაზე გამონაკლისებს აწესებს: ცნობილია პირობები

0
(განახლებულია 13:18 08.03.2021)
მთავრობის გადაწყვეტილებით, ისრაელში შესვლას როგორც უცხოელები, ისე ქვეყნის მოქალაქეები, გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში შეძლებენ

თბილისი, 8 მარტი — Sputnik. უცხოეთის მოქალაქეები ისრალეში შესვლას გამონაკლის შემთხვევებში შეძლებენ 8 მარტიდან, გარკვეული წესების დაცვის შემთხვევაში, იუწყება ისრაელის მთავრობის პრესსამსახური.

„ისრაელში თვითმფრინავით შემოსვლის მსურველებმა დეკლარაციის ფორმა რეისის გამოფრენამდე 24 საათით ადრე უნდა შეავსონ“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ამის შემდეგ მათ უნდა მიიღონ ქვეყანაში შესვლის უფლება, რაც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში გაიცემა.

თვითმფრინავში ჩაჯდომის აუცილებელ პირობად რჩება კორონავირუსზე უარყოფითი ტესტის წარდგენა, რომელიც გაფრენამდე 72 საათის განმავლობაში უნდა იყოს გაკეთებული.

ისრაელში ჩაფრენის შემდეგ, როგორც უცხოელები, ისე ქვეყნის მოქალაქეები, ვალდებული არიან, გაიარონ ორკვირიანი იზოლაცია. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ისრაელში გაკეთებული ვაქცინაციის შესახებ ცნობა ექნება, შეუძლია თავიდან აირიდოს იზოლაცია.

0
თემები:
საერთაშორისო პანორამა